აშშ-ის სენატში სურთ რუსეთს „გეოპოლიტიკური იარაღი“ წაართვან

აშშ-ის სენატში სურთ რუსეთს „გეოპოლიტიკური იარაღი“ წაართვან

access_time2018-07-19 11:38:27

აშშ-ის სენატში ინიცირებულია კანონპროექტი „რუსული ენერგეტიკული აგრესიის შეწყვეტის შესახებ,“ რომელიც ითვალისწინებს სანქციების დაწესებას გაზსადენის, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობაში მონაწილეთა წინააღმდეგ. კანონპოროექტის ავტორის, რესპუბლიკელი სენატორის, ჯონ ბარასოს განცხადებით, პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი რუსულ ბუნებრივ გაზს იყენებს გამოძალვის და აშშ-ის პარტნიორების მიმართ მუქარისთვის.


სენატორის განმარტებით, მისი ინიციატივის მიზანია ნატოს წევრ სახელმწიფოებს ჰქონდეთ შესაძლებლობა თავი აარიდონ მოსკოვის მხრიდან იძულებას და მანიპულაციებს. ჯონ ბარასოს განცხადებით, კანონპროექტის მიზანია რუსეთს წაართვას გეოპოლიტიკური იარაღი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესების და მოკავშირეებისთვის ამერიკული ბუნებრივი გაზის მიწოდების გაზრდის გზით. რესპუბლიკელი სენატორის თქმით, დროა, ამერიკული ენერგორესურსები გამოიყენონ მოკავშირეთა საიმედო ენერგოუსაფრთხოებისთვის. ბარასოს განცხადებით, რუსეთი განაგრძობს ევროპაში მშვიდობის და უსაფრთხოების შერყევას სხვადასხვა საშუალებით, მათ შორის ენერგომატარებლების გამოყენებით და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ კიდევ უფრო გაზრდის ევროპის დამოკიდებულებას რუსულ გაზზე.


კანონპროექტი ნატოში აშშ-ის მუდმივ წარმომადგენელს ავალებს ერთობლივ მუშაობას ალიანსის სახელმწიფოებთან, რათა მიაღწიონ წევრი და პარტნიორი ქვეყნების ენერგოუსაფრთხოებას ევროპასა და ევრაზიაში, და აშშ-ის მთავრობას მოუწოდებს, შეიმუშაოს კომპლექსური ტრანსატლანტიური სტრატეგია ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ენერგოუსაფრთხოების ასამაღლებლად და ამერიკული ენერგომატარებლების ექსპორტის გასაზრდელად.


გაზსადენმა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-მა ბალტიის ზღვის გავლით ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს რუსეთი და გერმანია. მილსადენის მშენებლობას დათანხმდნენ შვედეთი და ფინეთიც. 11 ივლისს, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ბრიუსელში, ნატოს სამიტის წინ განაცხადა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მეშვეობით გერმანია რუსეთის მძევალი გახდა და მის კონტროლქვეშ მოექცა. აშშ-ის გარდა, მილსადენის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან უკრაინა, პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები.




www.radiotavisupleba.ge










კომპანია „სილქნეტის“ განცხადება

კომპანია „სილქნეტის“ განცხადება
access_time2019-01-22 22:27:41
კომპანია სილქნეტი განცხადებას სპეციალურ ავრცელებს. კომერსანტი ცვლელად გთავაზობთ ტექსტს: როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს სატელეკომუნიკაციო სექტორში 2018 წელს განხორციელებული ბაზრის ლიდერი ორი კომპანიის  - სილქნეტის და ჯეოსელის გაერთიანების შედეგად, შეიქმნა სატელეკომუნიკაციო კომპანია, რომელმაც ინტერნეტის, საკაბელო ტელევიზიისა და ფიქსირებული ტელეფონიის სერვისები გააერთიანა მობილურ სერვისებთან და მომხმარებლებს შესთავაზა სატელეკომუნიკაციო...

Fund for Peace: საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები გაუარესდა

Fund for Peace: საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები  გაუარესდა
access_time2019-01-22 20:00:20
საერთაშორისო ორგანიზაცია Fund for Peace ყოველწიურად ადგენს სახელმწიფოების მდგრადობის რეიტინგს, რომელიც ასახავს სხვადსხვა ქვეყნებში პოლიტიკური და ეკონომიკური რისკების დონეს. სიის შემდგენელთა განცხადებით, მათი მიზანია პოლიტიკოსების გაფრთხილება შესაძლო დაძაბულობის და კონფლიქტების შესახებ. ინდექსი ზომავს ქვეყნებს სტაბილურობის დონეს. 2018 წლის მონაცემებით, საქართველომ დაიკავა 83-ე ადგილი 178 ქვეყანას შორის და 120...

პაატა შურღაია:„ბაზისური პენსიის გაცემის ტვირთი რამდენიმე წელიწადში გაიზრდება და ბიუჯეტის 30-40%-ს მიაღწევს, ეს ეკონომიკის კატასტროფაა“

პაატა შურღაია:„ბაზისური პენსიის გაცემის ტვირთი რამდენიმე წელიწადში გაიზრდება და ბიუჯეტის 30-40%-ს მიაღწევს, ეს ეკონომიკის კატასტროფაა“
access_time2019-01-22 19:00:48
მთავრობამ 2019 წლის პირველი იანვრიდან ქვეყანაში ნაწილობრივ სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო რეფორმის აამოქმედა. დაგროვებითი პენსიის კანონი პარლამენტმა 2018 წლის 21 ივლისს მიიღო. სისტემის ამოქმედების შემდეგ, მოქალაქეების მიერ დაზოგილ თანხას სპეციალური საპენსიო ფონდი განკარგავს, აღნიშნულ ფულს გარკვეულ საპროცენტო განაკვეთს დაარიცხავს და მოქალაქეებს ამ თანხას პენსიაზე გასვლის შემდეგ დაუბრუნებს....

„პრემიერს გამორჩა ერთი სიტყვა, რამაც არასწორი წარმოდგენები შექმნა“ - საგარეო საქმეთა სამინისტრო ბახტაძის განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას კომერსანტთან აკეთებს

 „პრემიერს გამორჩა ერთი სიტყვა, რამაც არასწორი წარმოდგენები შექმნა“ - საგარეო საქმეთა სამინისტრო ბახტაძის განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას კომერსანტთან აკეთებს
access_time2019-01-22 16:00:54
„ევროკავშირმა საქართველოს გამოუყო 3,4 მილიარდი ევროს ფინანსური სახსრები“ — პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ ბრიფინგზე გაკეთებული ეს განცხადება მედიაში დავის საგანი გახდა. ვებ-პორტალი „ბათუმელების“ ინფორმაციით, ევროკავშირს საქართველოსთვის აღნიშნული ფინანსური სახსრები არ გამოუყვია. შესაბამისად, პრემიერის ნათქვამი არასწორია. კომერსანტმა საკითხში გარკვევის მიზნით, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა, სადაც ექსკლუზიურად...

ნინო ზამბახიძე: საქართველოში მეწარმეები ბიუროკრატიას ეწირებიან

ნინო ზამბახიძე: საქართველოში მეწარმეები ბიუროკრატიას ეწირებიან
access_time2019-01-22 14:00:47
„საქართველოში მეწარმეები  ბიუროკრატიას ეწირებიან. აქამდე ამ თემაზე საჯაროდ არ ვსაუბრობდი, რადგან არ მინდოდა ფერმერთა ასოციაციის სახელი გამომეყენებინა. თუმცა ამ პრობლემის წინაშე მხოლოდ მე არ ვარ. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე ჩემი ფერმა გავყიდო, რომ მეტი დრო დავუთმო ფერმერთა ასოციაციას და დავეხმარო სხვა ფერმერებს, რომ იგივე მდგომარეობაში არ აღმოჩნდნენ. “,— ამის შესახებ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძემ კომერსანტს...


მსგავსი სიახლეები

up