აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2019 წელს მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2019 წელს მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა

access_time2020-03-11 22:30:05

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2019 წელს მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარი ასევე საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ ვითარებაზეა.

„ადამიანის უფლებების მნიშვნელოვანი საკითხები მოიცავდა: რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოს რეგიონებში რუსეთის და დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ სიცოცხლის არაკანონიერ ან თვითნებურ მოსპობას, მათ შორის, აფხაზეთში უკანონო ან თვითნებურ მკვლელობას; სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან პრობლემებს და გამოძიებების და დევნის პოლიტიკურად მოტივირებულად აღქმას; არალეგალურ ჩარევას პირად ცხოვრებაში; პოლიციის მხრიდან არასათანადო ძალის გამოყენებას ჟურნალისტების მიმართ; არსებით ჩარევას მშვიდობიანი შეკრების უფლებაში, მათ შორის საპროტესტო აქციის მონაწილეებთან მიმართ არასათანადო ძალის გამოყენება; და დანაშაულებს, რომლებიც მოიცავდა ძალადობას ან მუქარას ლგბტ პირების მიმართ“, - ნათქვამია ანგარიშში.

სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ „მთავრობამ გადადგა ნაბიჯები ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ გარკვეული ბრალდებების გამოსაძიებლად, მაგრამ ხარვეზები დარჩა, მათ შორის 20-21 ივნისის დემონსტრაციის მონაწილეებისა და ჟურნალისტების მიმართ პოლიციის მხრიდან არასათანადო ძალის გამოყენებისთვის და აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცებისთვის პასუხისმგებლობის დადგომის არარსებობა“.

ანგარიშის ავტორები ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასაც აფასებენ.

„დე ფაქტო ხელისუფლება რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში ცენტრალური ხელისუფლების კონტროლს მიღმა დარჩა და მათ მხარს უჭერდნენ რუსული ძალები. რუსმა მესაზღვრეებმა შეზღუდეს ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილება. იმის მიუხედავად, რომ სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული ვითარების შესახებ ინფორმაციაზე შეზღუდული წვდომის გამო ძალის ბოროტად გამოყენების შესახებ ბრალდებები გრძელდებოდა. რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დე ფაქტო ხელისუფლებამ განსაკუთრებით ეთნიკურად ქართველების უფლებები შეზღუდა. კერძოდ, ხმის მიცემის უფლება ან პოლიტიკურ პროცესში სხვაგვარად მონაწილეობის უფლება, საკუთრების ფლობის უფლება, ბიზნესის დარეგისტრირების უფლება და მოგზაურობის უფლება. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ 2008 წლის კონფლიქტის შედეგად გამოდევნილ ეთნიკურ ქართველთა უმეტესობის სამხრეთ ოსეთში დაბრუნების ნებართვა არ მისცა. დე ფაქტო ხელისუფლებამ არ მისცა საერთაშორისო ორგანიზაციების უმეტესობას სამხრეთ ოსეთში რეგულარულად შესვლის შესაძლებლობა ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით. გაიზარდა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების ე.წ. ბორდერიზაცია რუსეთის მხრიდან“, - აღნიშნულია ანგარიშში.


Imedinews.ge




ვინ რა ჰკითხა გიორგი გახარიას

ვინ რა ჰკითხა გიორგი გახარიას
access_time2020-05-27 18:55:44
პარლამენტში ანგარიშის წარსადგენად მისული საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების კითხვებს ამ დრომდე პასუხობს. „კომერსანტი“ გთავაზობთ იმ კითხვა-პასუხების ნაწილს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში  დაისვა და მთავრობის მეთაურის მიერ  პასუხებიც გაეცა. ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის...

პრემიერი - 520-ე დადგენილების გადახედვაზე საუბარი დღეს არ მიმდინარეობს

პრემიერი - 520-ე დადგენილების გადახედვაზე საუბარი დღეს არ მიმდინარეობს
access_time2020-05-27 18:09:22
„520-ე დადგენილების გადახედვაზე საუბარი დღეს არ არის, 520-ე დადგენილებაში შეიძლება გარკვეული რაღაც ცვლილებები შევიდეს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში „ევროპული საქართველოს“ წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ქვეყნის მეთაურმა საკუთარ გამოსვლაშ ყურადღება...

27 მაისი - ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

27 მაისი - ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-05-27 19:30:30
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.     ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 27 მაისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი მცირედით გამყარდა და ერთი აშშ...

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მიესალმება ეკონომიკის გახსნის ტემპების დაჩქარებას

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მიესალმება ეკონომიკის გახსნის ტემპების დაჩქარებას
access_time2020-05-27 15:00:56
„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ ეკონომიკის გახსნასთან დაკავშრიებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს,რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: `ასოციაცია მიესალმება ეკონომიკის გახსნის მორიგ ეტაპს, რომლის მიზანია, აღდგეს ეკონომიკური აქტივობა და ბიზნესი დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს. საბედნიეროდ, საქართველოში გვაქვს ვითარება, როდესაც სამედიცინო პერსონალისა და ეპიდემიოლოგების ძალისხმევით, საქართველოს მთავრობის აქტიური მუშაობის, ბიზნეს სექტორისა და მოქალაქეების...

ვაკის საცურაო აუზი 6 ივლისს გაიხსნება

ვაკის საცურაო აუზი  6 ივლისს გაიხსნება
access_time2020-05-27 15:30:39
„ვაკის საცურაო აუზი” და მასში შემავალი სხვა სერვისები  6 ივლისიდან იხსნება“-ამის შესახებ „კომერსანტს“  საცურაო აუზის ადმინისტრაციაში განუხადეს.„მოგეხსენებათ,საერთო მსოფლიო პანდემიამ უდიდესი გავლენა მოახდინა გლობალურ ეკონომიკაზე, გამონაკლისი არც ჩვენი ქვეყანაა. დაწესებულმა შეზღუდვებმა კი ყველა კომპანია თავისი გავლენის ქვეშ მოაქცია, თუმცა უსაფრთხოების ნორმების დაცვით, ბიზნესი ჩვეულ სამუშაო პროცესს უბრუნდება. შეიცვალა,  “ვაკის საცურაო...


მსგავსი სიახლეები

up