აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი - ჯო ბაიდენი აბსოლუტურად უჭერს მხარს ევროპელ მოკავშირეებს საკუთარი, უფრო ძლიერი სამხედრო შესაძლებლობების განვითარებაში

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი - ჯო ბაიდენი აბსოლუტურად უჭერს მხარს ევროპელ მოკავშირეებს საკუთარი, უფრო ძლიერი სამხედრო შესაძლებლობების განვითარებაში

access_time2021-11-19 12:50:00

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აბსოლუტურად უჭერს მხარს ევროპელ მოკავშირეებს საკუთარი, უფრო ძლიერი სამხედრო შესაძლებლობების განვითარებაში, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველმა, დერეკ ჩოლეტმა „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში განაცხადა.


აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლის თქმით, დროა, ევროკავშირის ლიდერებმა თეორებისა და რიტორიკის მიღმა იმოქმედონ. დერეკ ჩოლეტის განცხადებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, უფსკრული იმას შორის, რისი გაკეთებაც აშშ-ის არმიას შეუძლია და რისი გაკეთებაც ევროპის კოლექტიურ სამხედროებს არ შეუძლიათ, მხოლოდ გაიზრდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ჩინეთიდან მომდინარე ახალ საფრთხეებს.


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი შიშობს, რომ ევროპელი მოკავშირეები ვერ აიღებენ მეტ პასუხისმგებლობას და ამის საფასურს გადაიხდიან.



„ჩვენ გვსურს უფრო ძლიერი ევროპა. აშშ-ის ინტერესშია, რომ ევროპა იყოს უფრო ქმედუნარიანი სამხედრო თვალსაზრისით. ამიტომაც არის, რომ აშშ-ის ადმინისტრაციები, პრეზიდენტები ორივე პარტიიდან, თავდაცვის მდივნები საუბრობდნენ მთლიანი შიდა პროდუქტის ორ პროცენტზე სამხედრო ხარჯებისთვის“, – თქვა დერეკ ჩოლეტმა.


1tv.ge




ლარის კურსი დოლართან 7.88 თეთრით, ხოლო ევროსთან 5.46 თეთრით გაუფასურდა

ლარის კურსი დოლართან 7.88 თეთრით, ხოლო ევროსთან 5.46 თეთრით გაუფასურდა
access_time2022-08-15 17:05:15
15 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7877 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7089 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -7.88 თეთრი შეადგინა. გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8426 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7880 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 5.46 თეთრი შეადგინა. გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.1552 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.3636 ლარი...

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში ცვლილებები შედის

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში ცვლილებები შედის
access_time2022-08-15 17:00:09
შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში ცვლილებები შედის. პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტო 9 წელიწადზე მეტია ახორციელებს. პროექტის ძირითად ამოცანებს ფერმერების და სოფლის მეურნეობაში ჩართული მეწარმეების იაფი, გრძელვადიანი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფის გზით, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამმუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესების გაუმჯობესება...

პრემიერი საწვავის კიდევ უფრო გაიაფებას ელოდება - აგვისტოს ბოლომდე ჯამში 20-30 თეთრით

პრემიერი საწვავის კიდევ უფრო გაიაფებას ელოდება - აგვისტოს ბოლომდე ჯამში 20-30 თეთრით
access_time2022-08-15 15:00:47
გვაქვს ჩვენ განცდა იმისა, რომ შესაბამისად არ ჰპოვა ასახვა საწვავის ფასებმა და არ მოხდა საწვავის ფასების პროპორციულად დაკლება, ამიტომ, საჭიროა, უფრო გავააქტიუროთ მუშაობა საწვავის იმპორტიორებთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მან რეკომენდაციით მიმართა კონკურენციის სააგენტოს, დაიწყოს მოკვლევა და შეამოწმონ იმპორტიორების კეთილსინდისიერება, რამდენად სწორად ხდება კონკურენციის პირობების...

არ დაანთოთ ცეცხლი ტყის ან ველის სიახლოვეს - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს

არ დაანთოთ ცეცხლი ტყის ან ველის სიახლოვეს - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს
access_time2022-08-15 15:40:18
მაღალი ტემპერატურიდან გამომდინარე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს და სთხოვს არ დაანთონ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვონ ცეცხლის კერები უყურადღებოდ. „გაცნობებთ, რომ მომავალი დღეების განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით შენარჩუნდება მომატებული ტემპერატურა და უნალექო ამინდები. გარდა ამისა, მთიან...

13:00 საათისთვის, Bloomberg-ზე 1 დოლარი 2.8050 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 2.8500 და 2,8600 ლარი ღირს

13:00 საათისთვის, Bloomberg-ზე 1 დოლარი 2.8050 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 2.8500  და 2,8600 ლარი ღირს
access_time2022-08-15 13:00:23
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 13:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.8050  ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა 2.7050 კურსით დაიწყო.   12 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7089 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7016 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.73 თეთრი...


მსგავსი სიახლეები

up