აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში - მიუხედავად გამოწვევებისა, საქართველო რეგიონში მაღალ პოზიციას იკავებს, როგორც ბიზნესის კეთების კარგი ადგილი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში - მიუხედავად გამოწვევებისა, საქართველო რეგიონში მაღალ პოზიციას იკავებს, როგორც ბიზნესის კეთების კარგი ადგილი

access_time2020-09-10 16:12:00

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მსოფლიოს 170 ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში საინვესტიციო კლიმატის თაობაზე ანგარიშს აქვეყნებს.


ანგარიშში წერია, რომ საქართველოში, საერთო ჯამში, ბიზნესისა და ინვესტიციის პირობები მდგრადია.


ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველო მაღალ პოზიციებს იკავებს მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივის, ასევე ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის სიებში. აღნიშნულია, რომ „საქართველო 2020“ ეკონომიკური სტრატეგია ბიზნესისთვის მომგებიან პოლიტიკას და ინკლუზიურ ზრდას ითვალისწინებს ქვეყნის მასშტაბით.


„თუმცა, ზოგიერთი კომპანია გამოთქვამს მზარდ უნდობლობას სასამართლო სექტორის უნარისადმი, განიხილოს კომერციული საქმეები დამოუკიდებლად, დროულად ან კომპეტენტურად. ზოგიერთი ბიზნესდავის საქმეები სასამართლო სისტემაში წლების განმავლობაში იწელება. სხვა კომპანიები მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილების მიღების არაეფექტურ პროცესებს უჩივიან, ასევე, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების განხორციელების ნაკლოვანებებს, ეფექტური ანტიმონოპოლური პოლიტიკის ნაკლებობას, ეკონომიკური კანონმდებლობის შერჩევით აღსრულებას და საკუთრების უფლებებთან დაკავშირებული დავების მოგვარებისას არსებულ სირთულეებს. საქართველოს მთავრობა განაგრძობს მუშაობას ამ საკითხების გადასაჭრელად და, მიუხედავად ამ დარჩენილი გამოწვევებისა, საქართველო რეგიონში მაღალ პოზიციას იკავებს, როგორც ბიზნესის კეთებისთვის კარგი ადგილი“, – ნათქვამია ანგარიშში.


სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასევე საუბარია ანაკლიის პორტზე.



„ტრანზიტი და ლოჯისტიკა საქართველოში პრიორიტეტული სექტორებია, რადგან საქართველოს სურს, ისარგებლოს ქვეყნის გავლით აღმოსვლეთ-დასავლეთს შორის გაზრდილი ვაჭრობით. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზამ საქართველოს ტრანზიტული შესაძლებლობები გაზარდა. თუმცა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი 2016 წელს მისი თავდაპირველი კონტრაქტის შემდეგ, ბევრჯერ დაგვიანდა და გადავადდა. მთავრობამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან კონტრაქტი 2020 წელს შეაჩერა, რადგან კონსორციუმმა საკმარისი კაპიტალი ვერ მოაგროვა. თუმცა, მთავრობა მაინც აპირებს ანაკლიის პორტის აშენებას და პროექტზე ტენდერის ხელახლა გამოცხადებას“, – აღნიშნულია ანგარიშში.


სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, ლოჯისტიკისა და პორტის მშენებლობის კომპანიებმა დაიწყეს ფოთის პორტის განვითარებისა და გაფართოების სამუშაოები, რომელიც საქართველოში ამჟამად ყველაზე დიდი პორტია.


„პეის ჯგუფმა“ წამოიწყო 120-მილიონიანი პროექტი ფოთის ნავთმშენებელი ქარხანის ადგილას ახალი პორტის ტერმინალის ასაშენებლად. ამასთან, „ეიპიემ ტერმინალმა“ 2019 წელს დააანონსა, რომ ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის აშენებას გეგმავს“, – ნათქვამია ანგარიშში.


სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია, რომ გასხვისების თაობაზე დავები საქართველოში ხშირი არ არის, თუმცა 2012 წლამდე, წინა მთავრობის ქვეშ, აღიარებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა წამოჭრეს ისტორიული მფლობელობის უფლებების არაკანონიერი გაუქმების ფაქტები სვანეთში, ანაკლიაში, გონიოსა და შავი ზღვის მიმდებარე ტერიტორიებზე.


„წინა მთავრობისას ასევე ფიქსირდებოდა ქონების გადაცემის ფაქტები, რომლებსაც აკლდა გამჭვირვალობა და არსებობს ვარაუდი, რომ მათ იძულების წესით ახორციელებდნენ“, – წერია ანგარიშში.


1tv.ge



თეგები:
ანგარიში



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up