აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში მიმდინარე პროცესებს ახლოდან აკვირდება - ფილიპ რიკერი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში მიმდინარე პროცესებს ახლოდან აკვირდება - ფილიპ რიკერი

access_time2020-07-24 13:10:46

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოქმედმა თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ რიკერმა, რომელიც ევროპული ტურნეს ფარგლებში სახელმწიფო მდივან პომპეოს თან ახლდა, ბრიუსელიდან ჟურნალისტებისთვის სატელეფონო ბრიფინგს უმასპინძლა. რიკერის განცხადებით, მაიკ პომპეომ ტურის ფარგლებში ლონდონში, კოპენჰაგენსა და ბრიუსელში იმოგზაურა. სწორედ რიკერმა შეაჯამა ეს ვიზიტი და თქვა, რომ პომპეო უკვე აშშ-ში დაბრუნდა.

 

 

ლონდონში ამერიკულ მხარეს დიდი ბრიტანეთის პრემიერთან და სხვა სახელმწიფო ლიდერებთან, ასევე ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებთან ჰქონდა შეხვედრა. განსახილველ საკითხებს შორის იყო პანდემიასთან ბრძოლის გზები და შეზღუდვების შესუსტების პარალელურად, საჰაერო რეისების აღდგენის განხილვა ევროპის ქვეყნებთან. დანიაში მხარეებმა ტრანსატლანტიკური ურთიერთობები, თანამშრომლობა, ერაყში ნატოს მისიის მოღვაწეობა და არქტიკის საკითხები განიხილეს. ბრიუსელში მათ ევროკავშირის ლიდერებთან ჩინეთთან ურთიერთობები და 5ჯ პროცესებიც შეაჯერეს.

 


 

ერთერთი ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია [ცოტა ხნის წინ] კონგრესში ასიგნებების კომიტეტის მიერ წამოყენებული კანონპროექტი, რომელიც საქართველოს დემოკრატიის კუთხით დახმარების ნაწილს უჩერებს, ფილიპ რიკერმა აღნიშნა, რომ საქართველო ბევრი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი პარტნიორია. მისი თქმით, ის დეტალებს არ ჩაუღრმავდება, თუმცა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში მიმდინარე პროცესებს ახლოდან აკვირდება, აგრძელებს მუშაობას ქართულ მხარესთან და ასევე მუშაობს აშშ-ის კონგრესთნ, რომელსაც ამ საკითხში დიდი ინტერესი აქვს და რომ საქართველოში აშშ-ის საელჩოს და პირადად ელჩ დეგნანს ამ პროცესებში სრული ჩართულობა აქვთ.

 

 

რიკერმა აქვე იმედი გამოთქვა, რომ მას საქართველოში ჩასვლის საშუალება მალე მიეცემა.





29 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

29 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-10-29 18:05:03
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 29 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება...

„სილქფესტი“ ორი დღით ულიმიტო პირობებს შეთავაზებს მომხმარებლებს

„სილქფესტი“ ორი დღით ულიმიტო პირობებს შეთავაზებს მომხმარებლებს
access_time2020-10-29 16:55:29
სილქნეტის მობილური ქსელის მომხმარებლები 30 და 31 ოქტომბერს „სილქფესტის“ აქციით შეძლებენ 30 დღით გაიაქტიურონ ულიმიტო პირობები სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებზე: კომბინაციით *019# მომხმარებელი ჩაირთავს ულიმიტო ინტერნეტს 19 ლარად, ხოლო კოდით *202# - ულიმიტო სასაუბრო* პირობას 10 ლარად გაიაქტიურებს. „სილქფესტით“ სარგებლობა შეეძლებათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. ასევე, შეზღუდვის გარეშე ორივე პაკეტის გამოყენება. *უსასრულო...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-29 21:00:29
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.წლების შემდეგ ქართული ექსპორტი ისევ რუსეთზე დამოკიდებული ხდება - დინამიკა ციფრებში და პრობლემები, რაც შეიძლება მომავალშიც განმეორდეს რუსეთი საქართველოს ეკონომიკაზე გავლენას ზრდის. წლების შემდეგ რუსეთი ქართული პროდუქციის უმსხვილესი...

რას გვპირდება მმართველი გუნდი - „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის ეკონომიკური ნაწილი

რას გვპირდება მმართველი გუნდი - „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის ეკონომიკური ნაწილი
access_time2020-10-29 17:00:01
8 წლიანი მმართველობის დასასრულს „ქართული ოცნება“ მესამე ვადით ცდილობს ხელისუფლებაში დარჩენას. მთავარ ორიენტირად ისევ მემარცხენე მიმართულება რჩება. საარჩევნო პროგრამაში პირველივე გვერდზე ვკითხულობთ სიტყვებს „მზრუნველი ხელისუფლება.“ პროგრამის ეკონომიკურ ნაწილში აღნიშნულია, რომ ქართულმა ოცნებამ მმართველობის პირველივე წლებიდან „ეკონომიკის ხარისხობრივი განვითარებისთვის ფუნდამენტური...

ქართულმა ავტომობილების რეექსპორტმა სომხური ბაზარი დაკარგა

ქართულმა ავტომობილების რეექსპორტმა სომხური ბაზარი დაკარგა
access_time2020-10-29 14:00:38
სომხეთში ექსპორტი სექტემბერში შემცირებულია, წლიურად (Y.Y) 67%-ი (09/2020 მთლიანი ექსპორტი ზრდა 8.6%Y.Y). $16 მლნ -და (L/Y - $44.6 მლნ, 7.7) ადგილობრივმა ექსპორტმა - 8,5 მლნ. დოლარი შეადგინა. კლება რეექსპორტის ხარჯზეა. რაც მსუბუქი ავტომობილების შემცირებით აიხსნება, რაც ძირითადი საექსპორტო ჯგუფია. 2019 წლის სექტებერში სომხეთში საქართველოდან $31 მლნ -ის ავტომობილი გავიდა, 09/2020 - 0. საქტატში აღრიცხული არ არის და მსხვილი ექსპორტიორის კავკასიის...


მსგავსი სიახლეები

up