აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ე.წ. რუსი ტროლები ჩილეში კონფლიქტის გაღვივებას ცდილობდნენ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ე.წ. რუსი ტროლები ჩილეში კონფლიქტის გაღვივებას ცდილობდნენ

access_time2019-11-01 22:30:30

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, არსებობს უტყუარი კვალი, რომ რუსეთის ე.წ. ტროლების ქარხანამ სოციალურ ქსელებში ჩილეში არასტაბილურობის გაღვივება სცადა. ამ საკითხზე გამართული საგანგებო ბრიფინგის ტექსტი სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.


უწყების ინფორმაციით, „რუსეთთან დაკავშირებულმა პირებმა“ ისარგებლეს ჩილეში არსებული არასტაბილურობით და „მიმდინარე მოვლენების შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაცია დამახინჯებული სახით გაავრცელეს“, რითაც „დაპირისპირების გაძლიერებას და კონფლიქტის გაღვივებას ცდილობდნენ“.


„რუსეთის ტერიტორიაზე ჩილეში დებატების და კონფლიქტის დარეგულირების კრიტიკის შემცველი აქტიურობა დავაფიქსირეთ“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა, რომლის ვინაობაც ბრიფინგის ტექსტში არ სახელდება.



ჩილეში საპროტესტო აქციები, რომელიც არეულობაში გადაიზარდა, მეტროთი მგზავრობის საფასურის გაზრდას მოჰყვა. ბოლო მონაცემებით, შეტაკებებს 15 ადამიანი ემსხვერპლა, 2500-ზე მეტი კი დაკავებულია. საპროტესტო აქციის გამო დედაქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.


ჩილეს პრეზიდენტმა სებასტიან პინიერამ მინისტრთა კაბინეტი განაახლა და 8 მინისტრი შეცვალა, თუმცა მიუხედავად ჩილეში საპროტესტო აქციები არ წყდება. 28 ოქტომბერს სანტიაგოში გამართული აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. სამართალდამცველებმა პრეზიდენტის რეზიდენციასთან ახლოს შეკრებილი დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი და ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს.


imedinews.ge

თეგები:
აშშ



ლევან კობერიძე არ გამორიცხავს სახელმწიფო გეგმავდეს სსიპ-ს შექმნას, რომელიც დამხმარე სამედიცინო მასალების კონსოლიდირებულად შესყიდვას დაიწყებს

 ლევან კობერიძე არ გამორიცხავს სახელმწიფო  გეგმავდეს  სსიპ-ს შექმნას, რომელიც  დამხმარე  სამედიცინო  მასალების კონსოლიდირებულად შესყიდვას დაიწყებს
access_time2019-11-21 18:00:58
„კლინიკების მოგების მაჩვენებლის გამოქვეყნება სახელმწიფოს მხრიდან შავი პიარის ნაწილია„-ასე ეხმაურება დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე იმ განცხადებას, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2018 წელს კლინიკების მოგება მილიონობით ლარს შეადგენს. ლევან კობერიძე არ გამორიცხავს, რომ  გარკვეულ ჯგუფებს, გააჩნდეს ინტერესი დიდი თანხის შესყიდვებთან  დაკავშირებით და...

27 მლნ ლარის ზარალი ერთ წელიწადში - როგორია „კარფურის“ შემოსავლები

27 მლნ ლარის ზარალი ერთ წელიწადში - როგორია „კარფურის“ შემოსავლები
access_time2019-11-21 17:00:42
ტექნიკის მაღაზიების შემდეგ მომხმარებელს შიდა განვადებას ჰიპერმარკეტების ქსელი Carrefour-იც სთავაზობს.თუმცა, ერთი განსხვავებით - ჰიპერმარკეტის განვადების პერიოდი მხოლოდ 3 თვეს მოიცავს. თანაც, მომხმარებელს პროდუქცია მხოლოდ თანხის დაფარვის შემდეგ გადაეცემა. Carrefour-ის სერვისით „ლეი-ბაი“ სარგებლობა ყველას შეუძლია, ვისაც სურს 200 ლარზე მეტი ღირებულების ნივთის შეძენა. პირველადი შენატანი 20%-დან იწყება. თუმცა შეზღუდულია სარგებლობის პერიოდი და ის მხოლოდ 90 დღით განისაზღვრება,...

ლუქსემბურგი - პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ტრანსპორტი უფასო გახდება

ლუქსემბურგი - პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ტრანსპორტი უფასო გახდება
access_time2019-11-21 20:30:48
ლუქსემბურგი მსოფლიოში პირველი ქვეყანა იქნება, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო გახდება. ახლადარჩეული პრემიერ-მინისტრი ხავიერ ბეტელი და ლუქსემბურგის კოალიციური მთავრობა აცხადებენ, რომ ისინი მატარებლებზე ტრამვაისა და ავტობუსებზე ტარიფებს შემდეგი წლის ზაფხულიდან გააუქმებენ. სამსახურისკენ რამდენიმე საათიანი მგზავრობებისა  და ჰაერის დაბინძურების გათვალიწინებით, მთავრობა იმედოვნებს, რომ ეს ახალი ნაბიჯი საცობების სიმრავლით მსოფლიოში ცნობილ ლუქსემბურგს მეტად...

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ლევან კაკავა წარადგინა

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ლევან კაკავა წარადგინა
access_time2019-11-21 15:15:38
დღეს, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი - ლევან კაკავა წარუდგინა. მისი თქმით, უწყების ახალ ხელმძღვანელს აქვს სისტემაში მუშაობის გამოცდილება, საკმაოდ ძლიერი მენეჯერული თვისებები და არის მაღალი რანგის პროფესიონალი. „პრემიერთან გამართული კონსულტაციების შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი...

სებ-ს მთავრობაც დაუპირისპირდა

სებ-ს მთავრობაც დაუპირისპირდა
access_time2019-11-21 16:00:56
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის თავზე საავდროდაა მოღრუბლული. კანონმდებლობით სებ-ისთვის განსაზღვრულ მთავარ ამოცანას, - ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფას, ანუ ინფლაციის მაჩვენებლის მართვას ისე, რომ ეს უკანასკნელი თარგეთირებულ, ანუ ნაპროგნოზებ, ანუ მიზნად დასახულ დონეს არ გასცდეს, ეროვნული ბანკი ვეღარ ახერხებს და რაც უარესია, განცდა იმისა, რომ სიტუაციას მართავს და მას უახლოეს ხანში გამოასწორებს, არ...


მსგავსი სიახლეები

up