აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ინვესტორებს სანქციების შესახებ აფრთხილებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ინვესტორებს სანქციების შესახებ აფრთხილებს

access_time2018-07-12 16:25:54

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ინვესტორებს სანქციების შესახებ აფრთხილებს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.


„ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ფირმები, რომლებიც რუსული ენერგეტიკული საექსპორტო გაზსადენის სექტორში არიან წარმოდგენილები, სანქციების რისკის ქვეშ საქმიანობენ“, – განაცხადეს სახელმწიფო დეპარტამენტში.


უწყებაში აცხადებენ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ საფრთხეს უქმნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და სტაბილურობას, ასევე რუსეთს კიდევ ერთ ბერკეტს აძლევს, რომლითაც ის ევროპის სახელმწიფოებზე გავლენას მოახდენს. განსაკუთრებით ეს უკრაინას ეხება. რუსეთმა იცის, რომ აღნიშნული პროექტი ევროპაში უთანხმოებას იწვევს და კრემლი ამით სარგებლობს.


მანამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გერმანია რუსეთის მძევალია, რადგან ის ენერგეტიკულად რუსეთზეა დამოკიდებული და მხარს უჭერს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენის პროექტს.



მერკელმა საპასუხოდ თქვა, რომ ბერლინი გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებს.


„ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტში 5 ევროპული კომპანიაა ჩართული. ესენია გერმანული Wintershall-იდა Uniper-ი, ავსტრიული OM, ჰოლანდიური Shell-ი და ფრანგული Engie.


1tv.ge









„m2 უძრავი ქონება“ და კომპანია „ცენტრ-პოინტი“ ჯერ ვერ შეთანხმდნენ

„m2 უძრავი ქონება“  და კომპანია „ცენტრ-პოინტი“ ჯერ ვერ შეთანხმდნენ
person access_time2018-07-23 15:23:00
m2 უძრავ ქონებასა“...

ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციისთვის თბილისის განვითარების ფონდი დამატებით 11 მილიონ ლარს ითხოვს

ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციისთვის თბილისის განვითარების ფონდი დამატებით 11 მილიონ ლარს  ითხოვს
person access_time2018-07-23 12:05:00
,,თბილისის განვითარების ფონდი“ ორბელიანის მოედნის, მშრალი ხიდისა და მიმდებარე ტერიტორიების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, დამატებით, 11 მილიონ ლარს ითხოვს გამარტივებული შესყიდვის უფლებით. როგორც ფონდში აცხადებენ გასულ წელს გამოყოფილი თანხის ოდენობა (52 მლნ. ლარი) საკმარისი არ აღმოჩნდა.   ფონდში ასევე აცხადებენ, თავის დროზე გამოყოფილი თანხა საკმარისი არ არის, რადგან შენობების მდგომარეობა იმაზე მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე წინასწარი შეფასებით...

აქციზის გაძვირებამ საწვავის ფასი 25 თეთრით გაზარდა

აქციზის გაძვირებამ  საწვავის ფასი 25 თეთრით გაზარდა
person access_time2018-07-23 13:33:00
„კომერსანტს“ კომპანია „ლუკოილ ჯორჯიას“ დირექტორის მოადგილემ შავლეგ მიშველაძემ განუცხადა, რომ ბოლო ერთ თვეში მათ საცალო ქსელში საწვავი 3 თეთრით გაძვირდა. ნავთობიმპორტიორი საწვავზე ფასის ზრდის სამ მიზეზს...

სოლიდარობა ტყიბულელ მეშახტეებს - აქციას ხვალიდან რეგიონები შეურთდებიან

სოლიდარობა ტყიბულელ მეშახტეებს - აქციას ხვალიდან  რეგიონები შეურთდებიან
person access_time2018-07-23 13:32:05
ტყიბულელი მეშახტეების აქცია დღეს დასრულდა, თუმცა მათი თქმით ხვალიდან პროტესტი უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს და აქციას შეურთდებიან გაერთიანებული პროფკავშირები, ჭიათურელი მაღაროელები,ზესტაფონის ფეროს, ქსნის და რუსთავის ქარხნების თანამშრომლები.   ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ „საქნახშირის“ გენერალურმა დირექტორმა მეშახტეთა მოთხოვნით თანამდებობიდან გაათავისუფლა შახტის დირექტორი აკაკი ახვლედიანი, წარმოების დირექტორი გია ქარქაშაძე და მთავარი ინჟინერი გიზო...

„მწვანე ზრდის ფონდისა“ (GGF) და „კრისტალის“ თანამშრომლობის შედეგად საქართველოში ენერგოეფექტურობის დაფინანსება იზრდება

„მწვანე ზრდის ფონდისა“ (GGF) და „კრისტალის“ თანამშრომლობის შედეგად საქართველოში ენერგოეფექტურობის დაფინანსება იზრდება
person access_time2018-07-23 12:03:44
• „მწვანე ზრდის ფონდის“ (GGF) მიერ პირველი ქართული მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის გაცემული კრედიტი 1.5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, რომელიც სოფლის მოსახლეობასა და ფერმერებს ენერგოეფექტურობის ხელშემწყობი სიახლეების დანერგვაში უნდა დაეხმაროს. • პროგნოზის მიხედვით, GGF-ის კრედიტით დაფინანსებული ენერგოეფექტურობის ხელშემწყობი ღონისძიებები წელიწადში 2,620 მვტ.სთ-ზე მეტ ენერგიას დაზოგავს და ნახშირორჟანგის ემისიას...


მსგავსი სიახლეები

up