აშშ-ის სამხედრო დაზვერვის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში საქართველოზეც არის საუბარი

აშშ-ის სამხედრო დაზვერვის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში საქართველოზეც არის საუბარი

access_time2021-05-03 23:00:00

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სადაზვერვო სააგენტომ გლობალური საფრთხეების შესახებ 2021 წლის ანგარიში მოამზადა. ერთ-ერთ ქვეთავში, სადაც „რეგიონალურ პრობლემებსა და დაბალი ინტენსივობის კონფლიქტზეა“ საუბარი, საქართველოა მოხსენიებული.


ანგარიშში მითითებულია, რომ კრემლის მოთხოვნილება მის უახლოეს სახმელეთო სამეზობლოში დარჩეს, როგორც „უსაფრთხოების მთავარი გარანტორი“, კვლავ მზარდია. ამის მიუხედავად, უსაფრთხოების სექტორში საქართველოს, უკრაინისა და აზერბაიჯანის თანამშრომლობა ნატო-სთან და სხვა საგარეო მხარდამჭერებთან თვალსაჩინოდ ასახავს, რომ რუსული „დომინირების მცდელობებს“ რთული გარემო ექმნება.



დოკუმენტი ხაზგასმით ამბობს, რომ 2008 წლიდან რუსეთმა საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა შეარყია ამ ქვეყნის 20%-ის ოკუპირებით და საერთაშორისო ასპარეზზე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარებით. აქვე, კრემლი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ინარჩუნებს სამხედრო ბაზებს და ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ რუს სამხედროებს საპატრულოდ იყენებს. გარდა ამისა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსული მხარე 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას უარყოფს და არ გაჰყავს ჯარები პრე-კონფლიქტურ პოზიციებზე.


1tv.ge

თეგები:
საქართველო



მაისი-ივნისში ბათუმში ფრენებს ყაზახური, პოლონური, უკრაინული და არაბული ავიაკომპანიები განაახლებენ

მაისი-ივნისში ბათუმში ფრენებს ყაზახური, პოლონური, უკრაინული და არაბული ავიაკომპანიები განაახლებენ
access_time2021-05-15 15:51:59
ბათუმის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში დღეს პირველი რეისი შეასრულა ყაზახურმა ავიაკომპანიამ „ეარ ასტანა", რომელმაც რეგულარული რეისების შესრულება განაახლა ალმათი - ბათუმი - ალმათის...

ირაკლი ნადარეიშვილი: „ყველა საკითხი, რასაც ბიზნესი აყენებს რეგულაციების შემსუბუქების თუ ვაქცინაციის კუთხით, საქართველოს მთავრობის დღის წესრიგშია და მიმდინარეობს აქტიური განხილვა

ირაკლი ნადარეიშვილი: „ყველა საკითხი, რასაც ბიზნესი აყენებს რეგულაციების შემსუბუქების თუ ვაქცინაციის კუთხით, საქართველოს მთავრობის დღის წესრიგშია და მიმდინარეობს აქტიური განხილვა
access_time2021-05-15 11:53:01
„ბიზნესთან აქტიური კომუნიკაცია წარმოადგენს საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს და პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების ფონზე განსაკუთრებით აქტუალურია, მათთან ერთად ვიმსჯელოთ როგორც რეგულაციების შემსუბუქების ან ეტაპობრივი მოხსნის, ასევე ვაქცინაციის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რათა დავიცვათ ბალანსი და ვიპოვოთ ისეთი შუალედი, რომ მაქსიმალურად დავიცვათ როგორც ბიზნესის, ასევე ჩვენი საზოგადოების ინტერესები და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები - ამის შესახებ...

14 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარდა

14 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარდა
access_time2021-05-14 18:00:19
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 14 მაისის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 14 მაისის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 15 მაისისთვისაა) ეროვნული ვალუტა აშშ...

Die Welt: კვლევის შედეგები - კორონავირუსს არა 3,2, არამედ 6,9 მლნ. ადამიანი შეეწერია

Die Welt: კვლევის შედეგები - კორონავირუსს არა 3,2, არამედ 6,9 მლნ. ადამიანი შეეწერია
access_time2021-05-15 20:00:28
ამერიკელი მკვლევარები მიიჩნევენ, რომ რეალურად კორონავირუსს არა 3,2 მლნ. როგორც ამბობს ოფიციალური სტატისტიკა, არამედ 6,9 მლნ. ადამიანი შეეწირა.   მათი აზრით, თითქმის ყველა ქვეყანაში კორონავირუსისგან სიკვდილიანობის სტატისტიკაში მნიშვნელოვანი ხარვეზებია და ეს თითქმის ყველა ქვეყანას ეხება - მდიდარს და ღარიბს, დემოკრატიულს და ავტორიტარულს.   განსაკუთრებით დიდია სხვაობა სტატისტიკას და რეალობას შორის რუსეთში.   ვაშინგტონის უნივერსიტერის...

Le Monde: ევროპა ტურისტებს „კოვიდ-თავისუფალი“ კუნძულებით იზიდავს

Le Monde: ევროპა ტურისტებს „კოვიდ-თავისუფალი“ კუნძულებით იზიდავს
access_time2021-05-15 18:00:26
ათენთან ყველაზე ახლოს მდებარე კუნძულ კეიაზე ტემპერატურის მომატებასთან ერთად ცხოვრების რიტმიც მატულობს. 27 გრადუსი იდეალური ტემპერატურაა შენობების გადაღებვის, რესტორნების და სასტუმროების მოწესრიგების და ახალი ტურისტული სეზონის დაწყებისთვის.   საბერძნეთში შეზღუდვები ყველგან იხსნება, უცხოელებისთვის აუცილებელი კარანტინი უქმდება, კეთილმოწყობილი პლიაჟები ისევ ამუშავდა, კლიენტები კი ბარების და რესტორნების ტერასებზე დაბრუნდნენ.   უცხოელ...


მსგავსი სიახლეები

up