პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღებას საქართველოში აშშ-ის საელჩოც ეხმაურება. შესაბამისი განცხადება საელჩოს Facebook-ზე გამოქვეყნდა.
„აშშ-ის საელჩო ულოცავს პარლამენტის წევრებს საქართველოს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილების პირველი მოსმენით მიღებას. ეს არის გაზრდილი საპარლამენტო პლურალიზმისკენგადადგმული მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ საკანონმდებლო ცვლილებებს ფართო მხარდაჭერით მიიღებენ და მოვუწოდებთ ყველა მხარეს 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებისაკენ“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.