აშშ-ის საელჩომ სალომე ზურაბიშვილის გადაბირება გადაწყვიტა - „ხალხის ძალა“

აშშ-ის საელჩომ სალომე ზურაბიშვილის გადაბირება გადაწყვიტა - „ხალხის ძალა“

access_time2022-11-24 20:00:08

 

ქართული ოცნებიდან სიმართლის სათქმელად გამოყოფილ დეპუტატთა პარტია ხალხის ძალა განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წერს, რომ ამერიკის საელჩო აქტიურად ცდილობს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაბირებას იმისათვის, რომ მან ხელი მოაწეროს ტელეკომპანია მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას და ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას.

 

მმართველი პარტიის ყოფილი დეპუტატები სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის პირველ სამ წელს დადებითად აფასებენ და ამბობენ, რომ ამ დროის განმავლობაში ის თავისუფალი იყო დასავლეთის აგენტების გავლენებისგან, შემდეგ კი, შვილების უკეთეს სამსახურებში მოწყობის სანაცვლოდ, დაექვემდებარა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს.

 

ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ სალომე ზურაბიშვილი ან უკვე სრულად ექვემდებარება საელჩოს ნებისმიერ მოთხოვნას ან მას ამგვარი დაქვემდებარების გაფორმებამდე ერთი ნაბიჯიღა შეიძლება აშორებდეს. სწორედ გვარამიას და სააკაშვილის შეწყალებით გაირკვევა, საბოლოოდ ჩადგა თუ არა ის უცხო ქვეყნის სამსახურში. გვინდა თუნდაც მცირე იმედი დავიტოვოთ, რომ სალომე ზურაბიშვილში მისი დიდი წინაპრების გენები გაიღვიძებს და ის საკუთარი ქვეყნის ინტერესებს ასე უხეშად არ დაუპირისპირდება, - წერენ დეპუტატები.


 

ამ წერილში ისინი ტრადიციულად უკმაყოფილებას გამოხატავენ საქართველოში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისადმი და მათ დასავლეთის „აგენტებად“ მოიხსენიებენ. დეპუტატები საუბრობენ ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ მედიასაშუალებებზეც და წერენ, რომ „მეტ-ნაკლებად ობიექტური მედიაგაშუქებისა და რადიკალიზაციის შემცირების პირობებში, „ქართული ოცნება“ ისე გამაგრდება, რომ საქართველოში აგენტოკრატიის დამყარების „ამერიკული ოცნება“ შეიძლება ბოლომდე აუხდენელი დარჩეს.“

 

სალომე ზურაბიშვილმა 2022 წლის 21 ნოემბერს BBC-სთან ინტერვიუში თქვა, რომ არ სურს ყოფილი პრეზიდენტი ციხეში მოკვდეს. სააკაშვილის ადვოკატებმა გამოთქვეს სურვილი, მას შეხვედროდნენ და გაეცნოთ საერთაშორისო ექსპერტების მიერ მომზადებული სამედიცინო დასკვნა. 24 ნოემბერს პრეზიდენტმა თქვა, რომ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს. ცნობილია მისი პოზიციაც სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით - არა და არასოდეს.

 

 

რადიო თავისუფლება





მოგების გადასახადი ბანკებისთვის 15%-ის ნაცვლად 20% იქნება

მოგების გადასახადი ბანკებისთვის 15%-ის ნაცვლად 20% იქნება
access_time2022-12-05 14:12:49
მთავრობა საბანკო სექტორს მოგების გადასახადს 5%-ით უძვირებს. როგორც მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, მოგების გადასახადი ბანკებისთვის 15%-ის ნაცვლად, 20% იქნება. „მოგების გადასახადი ბანკებისთვის იქნება 20%, ნაცვლად 15%-ისა და ამით ჩვენ დამატებითი შემოსავლების მიღებას ვვარაუდობთ 2024 წლიდან. ასევე, მოგების გადასახადს ბანკები გადაიხდიან ფინანსური აღრიცხვის ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. ჩვენ ვაფასებთ ბანკების როლს...

მთავრობამ კლიმატური და ბალნელოგიური კურორტების ნაწილის პროვატიზება გადაწყვიტა

მთავრობამ კლიმატური და ბალნელოგიური კურორტების ნაწილის პროვატიზება გადაწყვიტა
access_time2022-12-05 14:15:05
საქართველოს მთავრობამ კლიმატური და ბალნელოგიური კურორტების არსებული მდგომარეობა შეაფასა და ნაწილის პროვატიზება გადაწყვიტა. როგორც მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, მთავრობა აღნიშნული კურორტების მაქსიმალური პოტენციალის ათვისებას აპირებს, ღარიბაშვილის თქმით,  300-ზე მეტი კლიმატური და ბალნელოგიური კურორტიდან 100-ის მდგომარეობა შეფასდა და საბოლოო ჯამში ნაწილის გასხვისების გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

საერთაშორისო არბიტრაჟებში საქართველოს ჯამში 2.81 მლრდ აშშ დოლარს ედავებიან

საერთაშორისო არბიტრაჟებში საქართველოს ჯამში 2.81 მლრდ აშშ დოლარს ედავებიან
access_time2022-12-05 14:20:10
2022 წლის 23 სექტემბრის მდგომარეობით საერთაშორისო არბიტრაჟებში 7 მიმდინარე დავის ფარგლებში სადავო თანხის პოტენციური მაქსიმალური ოდენობა შეადგენს დაახლოებით 2.81 მლრდ აშშ დოლარს (7.87 მლრდ ლარს), რაც 2021 წლის მშპ-ს 13%-ს შეადგენს. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული. „საერთაშორისო არბიტრაჟებში დავების ფარგლებში, განსაკუთრებით იმ დავების, რომლებიც მასშტაბურია დავის თანხის თვალსაზრისით და უკავშირდებიან მსხვილ პროექტებს,...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანია „ტრანსპორტერი“ გახდა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანია „ტრანსპორტერი“ გახდა
access_time2022-12-05 12:25:03
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია განაგრძობს აქტიურ ზრდას, ამჯერად ასოციაციას კომპანია „ტრანსპორტერი“ შემოუერთდა, რომელიც 2015 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ, რეკრეაციული ტექნიკის, მოტოტექნიკის, სამებაღეო-სატყეო და აგრო ტექნიკის მიმართულებით მსოფლიოს წამყვანი 100-მდე ბრენდის ექსკლუზიური დისტრიბუტორია ამიერკავკასიის რეგიონში. აღსანიშნავია, რომ ტექნიკასთან ერთად, ტრანსპორტერი ბრენდირებულ აქსესუარებსა და ტექნიკურ სერვისს სთავაზობს მომხმარებელს. ტრანსპორტერი ოფიციალურად...

როგორი COVID სტატისტიკაა მსოფლიოში

როგორი COVID სტატისტიკაა მსოფლიოში
access_time2022-12-05 13:30:55
ამერიკული ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ორშაბათს დილის მდგომარეობით მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 645 მილიონ 284 ათას 347 მიაღწია. მსოფლიოში ვირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე COVID-19-ით ინფიცირების შედეგად 6 მილიონ 640 ათას 939 ადამიანი გარდაიცვალა. 30 მილიონზე მეტი ინფექციის მქონე ქვეყნებში შედის აშშ, ინდოეთი, საფრანგეთი, ბრაზილია და გერმანია. ინფიცირებულთა და ინფექციის შედეგად გარდაცვლილთა...


მსგავსი სიახლეები

up