პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პოლონეთში ჩასვლას უახლოეს კვირებში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავზე გეგმავს. ამის შესახებ NBC ჯერ კიდევ 26 იანვარს იტყობინებოდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის ოფისის ხელმძღვანელ მარცინ პშიდაჩის განცხადებით, ვიზიტთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები მაშინ გახდება ცნობილი, როდესაც სტუმრობის კონკრეტულ თარიღზე მოხდება შეთანხმება.