2019 წელს აშშ-ის მხრიდან ნავთობის ექსპორტის საშუალო ოდენობა ბოლო 3 წლის განმავლობაში ხუთჯერ გაიზარდა 3 მლნ ბარელამდე დღე-ღამეში. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკული საინფორმაციო სამმართველოს განცხადებაში.
2019 წელს ნავთობის იმპორტის ოდენობა შემცირდა მესამედით 6,8 მლნ ბარელამდე/დღე-ღამეში რეკორდულად მაღალ საშუალო მაჩვენებელთან შედარებით - 10,1 მლნ ბარელის ოდენობით, რომელიც დაფიქსირდა 2005 წელს.
ადრე ენერგეტიკული საინფორმაციო სამმართველო აცხადებდა, რომ 2020 და 2021 წლებში ვარაუდობს აშშ-ში ნავთობის მოპოვებას შესაბამისად 13,2 მლნ ბარელისა და 13,6 მლნ ბარელის ოდენობით დღე-ღამეში.
oilnews.ge