აშშ-ის კონგრესში აცხადებენ, რომ ბიუჯეტთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს

აშშ-ის კონგრესში აცხადებენ, რომ ბიუჯეტთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს

access_time2019-02-12 19:00:03

 აშშ-ის კონგრესში რესპუბლიკელებმა და დემოკრატებმა წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის შედეგად, ფედერალური მთავრობის მუშაობის კვლავ შეჩერების თავიდან აცილება შესაძლებელი იქნება.

 

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, შეთანხმება მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობისთვის 5,7 მილიარდი დოლარის გამოყოფას არ ითვალისწინებს.

 

როგორც სენატორმა რიჩარდ შელბიმ მედიას განუცხადა, კანონმდებლებმა მიაღწიეს პრინციპულ შეთანხმებას სასაზღვრო უსაფრთხოების პროგრამების დაფინანსებასთან დაკავშირებით.

 

როგორც სააგენტო „როიტერი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, შეთანხმება სამხრეთის საზღვარზე  ახალი კონსტრუქციებისთვის 1,37 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს, რაც დონალდ ტრამპის მიერ კედლის მშენებლობისთვის მოთხოვნილ თანხაზე ბევრად ნაკლებია.

 


ჯერ უცნობია, დაუჭერს თუ არა მხარს აშშ-ის პრეზიდენტი კონგრესში მიღწეულ შეთანხმებას.

 

ელ-პასოში გამართულ შეხვედრაზე დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ მიღწეული შეთანხმების შესახებ ინფორმირებულია, თუმცა დეტალები არ განუხილავს.

 

„რომ იცოდეთ, კედელს მაინც ვაშენებთ. შესაძლოა პროგრესი მიღწეულია, შესაძლოა, არა“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

 

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპი აშშ-მექსიკის საზღვარზე გამყოფი კედლის მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 5,7 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითხოვს. აღნიშნულ საკითხზე კონგრესის უთანხმოების გამო, აშშ-ის ფედერალური მთავრობა 35 დღის განმავლობაში დაფინანსების გარეშე იყო დარჩენილი.

 

25 იანვარს თეთრი სახლი და კონგრესის წევრები აშშ-ის მთავრობის საქმიანობის მოკლევადიან დაფინანსებაზე შეთანხმდნენ. აღნიშნული შეთანხმების ვადა 15 თებერვალს იწურება.



თეგები:
აშშ



გია ხუხაშვილი: თიბისის მიმართ არა სისტემური სახელისუფლებლო შეტევაა, არამედ გარკვული ინტერეს ჯგუფი მოქმედებს

გია ხუხაშვილი: თიბისის მიმართ არა სისტემური სახელისუფლებლო შეტევაა, არამედ გარკვული ინტერეს ჯგუფი მოქმედებს
access_time2019-02-18 21:00:16
„ღირსება ეს არის მთავრი აქტივი, რაც ადამიანს გააჩნია. ვთვლი, რომ ორივე ღირსეულად გამოიყურებოდნენ,“ - ასე აფასებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის დღეს გამართულ ბრიფინგს. ექპერტის თმით,  „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ და მისმა მოადგილემ, მიუხედავად იმისა, რომ თავშეკავებულები იყვნენ  მაინც  ღირსეული კომენტარი გააკეთეს. „ვფიქრობ, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მხრიდან ძალიან ღირსეული კომენტარები იყო...

მამუკა ხაზარაძე: საქმე აღარ ეხება „თიბისის“, კონკრეტულ ადამიანებს, ეხება ჩვენს ქვეყანას, პერსპექტივას და მომავალს

მამუკა ხაზარაძე: საქმე აღარ ეხება „თიბისის“, კონკრეტულ ადამიანებს, ეხება ჩვენს ქვეყანას, პერსპექტივას და მომავალს
access_time2019-02-18 18:45:13
საქმე აღარ ეხება „თიბისის“, აღარ ეხება კონკრეტულ ადამიანებს, ეხება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს პერსპექტივას, ჩვენს მომავალს, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, ერთი წამითაც არ ამოვარდნილა მისი კომპანია იმ სამუშაო გრაფიკიდან, რა გრაფიკზეც ხელი აქვს მოწერილი სახელმწიფოსთან. „ბევრი...

ბადრი ჯაფარიძე: 17 მილიონი დოლარი მსოფლიო ბანკში და თიბისი ბანკის კაპიტალში გადაირიცხა, ეს თუ შეიძლება ფულის გათეთრებად ჩაითვალოს, თქვენ თავად განსაზღვრეთ

ბადრი ჯაფარიძე: 17 მილიონი დოლარი მსოფლიო ბანკში და თიბისი ბანკის კაპიტალში გადაირიცხა, ეს თუ შეიძლება ფულის გათეთრებად ჩაითვალოს, თქვენ თავად განსაზღვრეთ
access_time2019-02-18 18:00:01
„17 მილიონი დოლარი მსოფლიო ბანკში და თი ბი სი ბანკის კაპიტალში გადაირიცხა. თუ ეს შეიძლება ფულის გათეთრებად ჩაითვალოს, თქვენ თავად განსაზღვრეთ,“ - ამის შესახებ თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი ჯაფარიძემ საგანგებოდ ჩანიშნულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. შეგახსენებთ, საქმე გასულ კვირას ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხება სადაც, სებ-ითიბისი ბანკისგან...

აუდიტის სამსახური: „საქნახშირს“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისთვის კუთვნილი 741.7 ლარი არ გადაუხდია

აუდიტის სამსახური: „საქნახშირს“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისთვის კუთვნილი 741.7 ლარი არ გადაუხდია
access_time2019-02-18 16:30:51
სახელმწიფო აუდიტის სამსახური სახელმწიფო და ადგილობრივი ორგანოების მიერ შემოსავლების ადმინისტრირებაში არსებულ კონტროლის სუსტეზე მიუთითებს. სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის სახით 2016-2017 წლებში შპს „საქნახშირს (ჯი აი ჯი ჯგუფს)“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში უნდა გადაეხადა 2.1 მლნ ლარი, თუმცა აღნიშნულ პერიოდში „საქნახშირის“ მიერ ადგილობრივ ბიუჯეტში გადახდილია, მხოლოდ 1.36 მლნ ლარი. შესაბამისად „საქნახშირს“ ბიუჯეტისთვის კუთვნილი 741.7...

5 მარტს, შესაძლოა, ენგურჰესი გაჩერდეს, აფხაზეთს ჩაბნელება ემუქრება

5 მარტს, შესაძლოა, ენგურჰესი გაჩერდეს, აფხაზეთს ჩაბნელება ემუქრება
access_time2019-02-18 17:00:26
უნდა უყიდოს თუ არა ოფიციალურმა თბილისმა სეპარატისტებს ელექტროენერგია რუსეთიდან 5 მარტისთვის, შესაძლოა, ენგურჰესმა მუშაობა შეაჩეროს წყალსაცავზე წყლის დონის კრიტიკული ვარდნის გამო და ოკუპირებული აფხაზეთი უშუქოდ დარჩეს. ამიტომ თბილისი სოხუმის რეჟიმს მოუწოდებს, ან ელექტროენერგია დროებით რუსეთიდან შემოიტანოს, ან შეამციროს მოხმარება, რომელიც ბოლო წლებში 3-ჯერაა გაზრდილი და იმდენად უკონტროლოა, რომ აფხაზეთი, სადაც...


მსგავსი სიახლეები

up