აშშ-ის კონგრესმა საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი დაამტკიცა

აშშ-ის კონგრესმა საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი დაამტკიცა

access_time2018-12-17 13:55:29

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ერთსულოვნად დაამტკიცა საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი, რაც საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის თვისებრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანის მზაობის მკაფიო დასტურია. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.


ორპარტიული კანონპროექტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დამრღვევი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის.



კანონპროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს აშშ-საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას და ამ მიმართულებით სახელმწიფო მდივანს, შესაბამის უწყებებთან ერთად საქართველოსთან თანამშრომლობის მომავალი ხუთი წლის სტრატეგიის წარდგენას ავალებს.



კანონპროექტით კონგრესი აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენელს მოუწოდებს გადადგას ქმედითი ნაბიჯები საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყების მიმართულებით.




საკანონმდებლო აქტით კონგრესი გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას; ასევე, ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევებს, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეების, არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას და დავით ბაშარულის მკვლელობებს. ამ სახით, კანონპროექტი ეხმიანება „რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის ორპარტიულ რეზოლუციას; მხარს უჭერს საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, საქართველოს რეგიონებში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნასა და საკუთარ სახლებში იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას.



კონგრესი აშშ-ში შესვლის აკრძალვისა და ფინანასური აქტივების დაყადაღების გზით სანქციების დაწესებას მოითხოვს ყველა იმ პირისადმი, ვინც უშუალო მონაწილეობით ან დახმარების გაწევის გზით პასუხისმგებელია რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებზე. კონგრესი ავალებს აშშ-ის პრეზიდენტს, აშშ-ის ხაზინის მდივანთან კონსულტაციის გზით, კანონის ამოქმედებიდან 60 დღის ვადაში ზემოხსენებულ დანაშაულებრივ ქმედებებში გამოვლენილი პირების თაობაზე დეტალური ანგარიშის წარდგენას.




კანონპროექტით აშშ-ს კონგრესი მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ევროატლანტიკურ და ევროპულ ინტეგრაციას და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებისა და ახალ ეტაპზე გადასვლის ინიციატივით გამოდის.



კერძოდ, საკანონმდებლო აქტით კონგრესი მოუწოდებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, შესაბამის უწყებებთან ერთად, აშშ-ის ხელისუფლების მიერ საქართველოსთვის უსაფრთხოების სფეროში გაწეული დახმარების, საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევებისა და ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების შეფასების ანგარიში და ამ მიმართულებით, მომავალი ხუთი წლის სტრატეგია წარადგინოს. კანონპროექტში ხაზგასმულია, რომ აღნიშნული, საქართველოს უსაფრთხოების შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ემსახურება. დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია საქართველოსა და აშშ-ს შორის კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების საჭიროება. კანონპროექტი ასევე მოუწოდებს აშშ-ს ადმინისტრაციას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ რუსეთის დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან ბრძოლაში საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით.



საქართველოს მხარდამჭერი კანონპროექტი აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე კონგრესმენებმა, ტედ პომ (რესპუბლიკელი) და ჯერი კონოლიმ (დემოკრატი) 2018 წლის 26 ივნისს წარადგინეს. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ საქართველოს მხარდამჭერი აქტის ერთსულოვნად დამტკიცებამდე, იგი კონგრესის რამდენიმე კომიტეტმა, მათ შორის საგარეო ურთიერთობათა, იურიდიულ საკითხთა და შემოსავლების კომიტეტებმა მიიღეს.



როგორც შემდგომი ნაბიჯი, საკანონმდებლო აქტის პროექტი, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ გადაეგზავნა აშშ-ის სენატს. აშშ-ის სენატის მიერ, საქართველოს მხარდამჭერი აქტის დამტკიცების შემთხვევაში, იგი გაეგზავნება პრეზიდენტს, რომლის ხელმოწერის შემთხვევაში, იგი კანონად იქცევა.



აღსანიშნავია, რომ აშშ-საქართველოს მრავალწლიანი ურთიერთობის ისტორიაში, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ პირველად დაამტკიცა საქართველოს მხარდამჭერი აქტი, როგორც ცალკემდგომი დოკუმენტი, რომელიც მხოლოდ საქართველოს ეხება. აქამდე აშშ-ის კონგრესს საქართველოს მხარდამჭერი არაერთი რეზოლუცია დაუმტკიცებია. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ აქტი, რეზოლუციაზე უფრო დიდი მნიშვნელობის საკანონმდებლო დოკუმენტია - იგი რეზოლუციისგან განსხვავებით, აშშ-ის კონგრესის ორივე პალატის მიერ დამტკიცებისა და პრეზიდენტის ხელმოწერის შემთხვევაში კანონის ძალას იძენს.








„სემეკის“ თავმჯდომარე დავით ნარმანია გახდა

„სემეკის“  თავმჯდომარე დავით ნარმანია გახდა
access_time2019-10-21 14:47:21
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) კომისიის თავმჯდომარის არჩევნები გაიმართა. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, კომისიის წევრებმა ფარული კენჭისყრით, ხმა მისცეს კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატს  დავით ნარმანიას.  ახალი რეგულაციით, კომისიის თავმჯდომარე ირჩევა 3 წლის ვადით, მაგრამ არაუმეტეს კომისიის წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადისა. კომისიაში...

ნატო ხაინდრავა - ბიძინა ივანიშვილმა ,,პროგრეს ბანკის“ წილი ბანკის გადასარჩენად იყიდა, ეს ქველმოქმედება იყო

ნატო ხაინდრავა -   ბიძინა ივანიშვილმა ,,პროგრეს ბანკის“ წილი ბანკის გადასარჩენად იყიდა, ეს ქველმოქმედება იყო
access_time2019-10-21 14:13:42
ბიძინა ივანიშვილმა 22%-იანი წილი დაახლოებით 2 მლნ დოლარად პროგრეს ბანკის გადასარჩენად იყიდა. მას პროგრეს ბანკში ანგარიშები არასოდეს ჰქონია,- ამის შესახებ ,, ქართუ ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ნატო ხაინდრავამ ,, იმედის კვირასთან“ განაცხადა. ქართუ“ ბანკის გენერალური დირექტორი იმ მძიმე პერიოდს იხსენებს, როცა უპრეცედენტო საკანონმდებლო ცვლილებით კერძო ბანკებმა პირველადი იპოთეკარების სტატუსი დაკარგეს. ,,ახალი რეგულაცია რეალურად მხოლოდ ქართუს და პროგრეს ბანკს შეეხო....

მთავრობამ ჰოლანდიურ კომპანიას ანაკლიის პორტის პროექტში ჩართვის ნებართვა მისცა

მთავრობამ ჰოლანდიურ კომპანიას ანაკლიის პორტის პროექტში ჩართვის ნებართვა მისცა
access_time2019-10-21 15:10:43
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ 4%-იანი წილის მფლობელი ჰოლანდიური კომპანია Van Oord-ი გახდა,რომელიც   ერთ-ერთი უმსხვილესი საზღვაო საინჟინრო კომპანიის - Van Oord Dredging & Marine Contractors BV-ს (Van Oord) 100%-იანი შვილობილ კომპანიას წარმოადგენს. საუბარია,Anaklia Holding JSC - ის აქციების 4.16%-იან წილის შეძენაზე. Anaklia Holding წარმოადგენს ჰოლდინგს, რომელიც ფლობს შპს ანაკლიის განვითარების კონსორციუმს. „Van Oord ანაკლიის პროექტში ადრეული ეტაპიდან...

გიორგი გახარია - ჩვენი მიზანია ძლიერი, სოციალურად პასუხისმგებლიანი ქართული ბიზნესი

გიორგი გახარია - ჩვენი მიზანია ძლიერი, სოციალურად პასუხისმგებლიანი ქართული ბიზნესი
access_time2019-10-21 13:40:14
„ჩვენი მიზანია ძლიერი, სოციალურად პასუხისმგებლიანი ქართული ბიზნესი, თუმცა ისიც გვესმის, რომ სანამ სრულ სოციალურ პასუხისმგებლობამდე მივალთ, ვალდებულები ვართ ბიზნესს სრულად დავუჭიროთ მხარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. ინფორმაციას პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. პრემიერის თქმით, სახელმწიფო ბიზნესს სრულად უჭერს მხარს, თუმცა ამ ნაწილშიც...

რომან გოცირიძე გიორგი ქობულიაზე:„ უფრო პრორუს ექსპერტად ალაპარაკებენ არჩევნებამდე და მერე დაბრუნდება მოსკოვში, სადმე, ძველი სამსახურის მსგავს რუსულ სტრუქტურაში“

რომან გოცირიძე გიორგი ქობულიაზე:„ უფრო პრორუს ექსპერტად ალაპარაკებენ არჩევნებამდე და მერე დაბრუნდება მოსკოვში, სადმე, ძველი სამსახურის მსგავს რუსულ სტრუქტურაში“
access_time2019-10-21 12:43:39
„ხან პანტელეიმონ გიორგაძეს აგზავნიდა მოსკოვი, ხან მინდია გულუას, ხან ვის და ხან ვის. როგორ დამთავრდა მათი ”მოღვაწეობა”, გვახსოვს. ეს განსხვავებული ყაიდის ემისარია. დიდ ”სტავკას” მასზე არავინ გააკეთებს. წერტილოვანი დარტყმის მისაყენებლად თუ გამოდგება. ანაკლიის ჩასაძირად წაახმარენ ივანიშვილს. ცოტა ფულსაც მისცემენ, ერთი კაცით მაინც რომ მოხვდეს პარლამენტში, მაგრამ მეეჭვება, რომ აქამდე გაქაჩოს. უფრო პრორუს ექსპერტად ალაპარაკებენ არჩევნებამდე და მერე დაბრუნდება მოსკოვში, სადმე, ძველი...


მსგავსი სიახლეები

up