აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრის, დენ ბრუიეტის განცხადებით, რუსეთი ბალტიის ზღვაში გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ მშენებლობას ვერ დაასრულებს, ვინაიდან მათ ამისთვის საჭირო ტექნოლოგიები არ აქვთ. ამის შესახებ მან სააგენტო Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.
კითხვაზე, შეძლებს თუ არა რუსეთის სანქციების მიუხედავად გაზსადენის მშენებლობის დასრულებას, აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრმა უარყოფითი პასუხი გასცა.
„ეს არ იქნება მცირე შეფერხება. სანქციები მშენებლობას სერიოზულად შეაფერხებს, ვინაიდან რუსეთში შესაბამისი ტექნოლოგიები არ არსებობს. თუ ისინი ამ ტექნოლოგიებს მაინც შექმნიან, აშშ დამატებით ზომებს მიიღებს“, - განაცხადა ბრუიეტმა.
მილსადენების „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ და „თურქეთის ნაკადი“ წინააღმდეგ აშშ-ის სანქციები 21 დეკემბერს ამოქმედდა.
imedinews.ge