აშშ-ის ელჩი კონგრესში ინიცირებულ კანონპროექტზე: კონგრესმენებს აქვთ სურვილი წარმატებული და განვითარებული საქართველო იხილონ

აშშ-ის ელჩი კონგრესში ინიცირებულ კანონპროექტზე: კონგრესმენებს აქვთ სურვილი წარმატებული და განვითარებული საქართველო იხილონ

access_time2020-07-19 20:55:24

კელი დეგნანმა აშშ-ის კონგრესში ინიცირებული კანონპროექტის დეტალები განმარტა, რომელიც გარკვეული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ვაშინგტონის მიერ თბილისისთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების შემცირებას ითვალისწინებს. ამ თემაზე ამერიკის ელჩმა საქართველოში „ბათუმელებთან“ ინტერვიუში ისაუბრა. 

„ვფიქრობ, ამ სურათს ცოტა უფრო ფართოდ უნდა შევხედოთ. ერთი მხრივ საუბარია 15 პროცენტზე, მაგრამ გამოყოფილი თანხა 135 მილიონი დოლარია. ეს საკმაოდ დიდი თანხა, მოცულობით მეორე ადგილზე ევროპის ქვეყნებისთვის. გასაგებია, რომ დიდი ინტერესი და სურვილი აქვთ კონგრესის წევრებს იხილონ საქართველოს წარმატება. საქართველო მნიშვნელოვანია არამხოლოდ მისი გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო, არამედ იმითაც, თუ ამ წლების განმავლობაში, როგორ უჩვენა ერთგულება დემოკრატიული პრინციპების მიმართ და იმის მიმართ, თუ რისი გაკეთება შეუძლია, რა ნაბიჯები შეუძლია გადადგას დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის.

დავამატებდი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯია და სერიოზულად უნდა იყოს აღქმული. კონგრესმენებს ერთი მხრივ აქვთ სურვილი იხილონ წარმატებული და განვითარებული საქართველო, მაგრამ მეორე მხრივ აქვთ კითხვები და ამავდროულად არიან ანგარიშვალდებული თავიანთი ამომრჩევლის, გადასახადების გადამხდელთა წინაშე. ისინი უნდა იყვნენ დარწმუნებული, უნდა შეეძლოთ იმის თქმა, რომ აღნიშნული ინვესტიციები სწორად, პასუხისმგებლიანად იხარჯება და ემსახურება საქართველოს, როგორც ამერიკის დემოკრატიული პარტნიორის განვითარებას. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვკარნახობთ, რა, სად და როგორ უნდა დაიხარჯოს, თუმცა გვინდა დარწმუნებული ვიყოთ, რომ ეს თანხები ხმარდება იმ გზას, რაც საქართველოს აქვს არჩეული - ეს არის სვლა ძლიერი დემოკრატიისა და დასავლური ინტეგრაციისკენ“, - ამბობს დეგნანი

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტმა კანონპროექტი წარადგინა, რომელშიც 2021 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო დეპარტამენტის, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების დაფინანსების პრიორიტეტებზეა საუბარი.


დოკუმენტში ასევეა საუბარი საქართველოსთვის გასაწევ დახმარებაზე. კერძოდ, კანონპროექტში გაწერილია, რომ საქართველო 2021 წელს დახმარების სახით არანაკლებ 132 025 000 დოლარს მიიღებს.


Imedinews 

თეგები:
აშშ



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up