აშშ-ის ჯანდაცვის მდივანმა, ალექს აზარმა განაცხადა, რომ დეკემბრის ბოლოსთვის აშშ-ში კორონავირუსის ვაქცინის 40 მილიონამდე დოზა იქნება ხელმისაწვდომი.
„დეკემბრის ბოლოს, ჩვენ ველით, რომ ვაქცინის დაახლოებით 40 მილიონი დოზა იქნება ხელმისაწვდომი, ვიდრე მას სურსათისა და მედიკამენტების სააგენტო დაამტკიცებს. საკმარისია 20 მილიონი ჩვენი ყველაზე დაუცველი მოქალაქის ვაქცინაციისთვის. წარმოება, რა თქმა უნდა, გაიზრდება ამის შემდეგ“, - აღნიშნა აშშ-ის ჯანდაცვის მდივანმა.
16 ნოემბერს ამერიკულ კომპანია Moderna-ში განაცხადეს, რომ წინასწარი კვლევებით, ახალი ვაქცინა 95%-ით ეფექტურია. კომპანიის პრეზიდენტის, სტეფან ჰოგის თქმით, ვაქცინა 30 000-ზე მეტ ადამიანზე ორჯერ გამოსცადეს და მას უკუჩვენება არ მოჰყოლია.
imedinews.ge