აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის (NIH) დირექტორმა, ფრენსის კოლინზმა განაცხადა, რომ „ომიკრონი“ ვარიანტი, შესაძლოა, კორონავირუსის ბოლო ვარიანტი არ იყოს.
კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა ყოველ ექვს თვეში ერთხელ ახალი დომინანტური ვარიანტის გაჩენა, აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის (NIH) დირექტორმა უპასუხა:
რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ ეს არ იყოს ბოლო ვარიანტი, რომელიც დიდ ყურადღებასა და დიდ შეშფოთებას მიიპყრობს. ახალ ვარიანტს მუტაციების ყველაზე დიდი რაოდენობა აქვს, რაც აქამდე გვინახავს.
ფრენსის კოლინზის თქმით, შესაძლოა, „ომიკრონი“ ვარიანტი დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე ადამიანისგან განვითარდა.
სამხრეთ აფრიკაში, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინატანმა განაცხადა, რომ ახალ ვარიანტს სპაიკის პროტეინში არაერთი შემაშფოთებელი მუტაცია აქვს.
28 ნოემბერს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის შესახებ განახლებული ინფორმაცია გაავრცელა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გლობალურ დონეზე კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის პოტენციური გავრცელების ალბათობა მაღალია.
imedinews.ge