„აშშ-ის დაზვერვის ვარაუდები განგაშის ტოლფასი უნდა იყოს „ოცნებისთვის“

„აშშ-ის დაზვერვის ვარაუდები განგაშის ტოლფასი უნდა იყოს „ოცნებისთვის“

access_time2018-02-19 12:06:56

„თუ დავსვამთ კითხვას, უსაფრთხოა თუ არა საქართველო, ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. უსაფრთხოებას აქვს მრავალი ასპექტი, მათ შორის უმთავრესია სოციალური უსაფრთხოება და სწორედ ამ თვალსაზრისით საქართველო ვერანაირ ნორმებს ვერ პასუხობს. გარდა ამისა, შარშან, წლის მიწურულს, ტერორიზმთან დაკავშირებული მოვლენები და ბოლო ხანს კრიმინალური ვითარების აფეთქებაც ამ მიმართულებით ბევრ კითხვას აჩენს. უმთავრესი მაინც, რის გამოც გარბიან ქვეყნიდან, არის სოციალური უსაფრთხოება და ვერანაირი სანქციით ამას ვერ უშველიან, - აცხადებს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე.

 

„ამ ყველაფრის მოგვარებას სჭირდება სისტემური ხედვა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს ვითარება არც მხოლოდ ამ ხელისუფლების დანაშაულია. ყველა წინამორბედი ხელისუფლებაც დამნაშავეა იმაში, რომ ქვეყანაში სოციალური უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტებიც კი ვერ დაინერგა. შედეგად, ამ ქვეყნის მოქალაქეების დიდი ნაწილისთვის სამშობლოში ცხოვრება გაუსაძლისია. სამწუხაროდ, ამ პრობლემატიკის მოგვარების სისტემური ხედვის, სახელმწიფოებრივი და სტრატეგიული ხედვის დეფიციტია ამ ხელისუფლებაშიც... რა თქმა უნდა, ხელისუფლება უნდა გააქტიურდეს და ევროკავშირის ქვეყნებს, ერთად თუ ცალ-ცალკე, კარგად აუხსნას და დაანახოს, თუ ამას ვერ ხედავენ, რომ NATO-ს წევრი ქვეყნებისთვის, რომლებიც იმავდროულად ევროკავშირის წევრებიც არიან, საქართველო არის ბოლო ციტადელი და პარტნიორი იმ დიდ სივრცეში, რასაც დიდი ახლო აღმოსავლეთი ჰქვია. თუ ევროკავშირი გაბედავს, მეტიც, გარისკავს და საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს, ეს თავად მას დაუბრუნდება ცუდად. საერთოდ, რაზეა ლაპარაკი, როდესაც მილიონობით მიგრანტს, მათ შორის დიდი დოზით ტერორისტებსაც, ხელგაშლილი ეგებება საქართველოსთან უვიზო რეჟიმის გაუქმების მოწადინე გერმანია, - აღნიშნავს ხათუნა ლაგაზიძე.

 

„კიდევ ერთი გასათვალისწინებელი საკითხია რუსული ჰიბრიდული ომი, რომლის ერთ-ერთი მიზანი საქართველოსა და მის დასავლელ პარტნიორებს შორის უთანხმოების ჩამოგდებაც არის. რა თქმა უნდა, ამ პროცესების მიღმა რუსული ხელიც უნდა ვეძიოთ. საკმარისია საქართველომ პატარა საბაბი მისცეს და რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს ევროპის დედაქალაქების აგრესიაში გადაიზარდოს. რუსეთი ჰიბრიდულ ომს ბევრი მიმართულებით აწარმოებს, მისი ერთ-ერთი შემადგენელი ელემენტია პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების მოსყიდვა. ის, რომ ევროპელ პოლიტიკოსებში რუსეთის ფინანსებს დიდი გასავალი და გავლენა აქვს, არ არის ახალი. ეს არ არის მხოლოდ ერთასპექტიანი საკითხი. ძალიან ბევრი გვაქვს საფიქრალი და სამოქმედო, რომ ეს საკითხი რეალურ პრობლემად არ იქცეს, - ამბობს ექსპერტი.

 

„ჩაბუქის თემა გახდა საქართველო-თურქეთის ურთიერთობის ერთგვარი დეტონატორი. წლების განმავლობაში საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანი იყო ის სტრატეგიული სამკუთხედი, რომელსაც აშშ თავის პარტნიორად განიხილავდა. უკვე რამდენიმე წელია აზერბაიჯანმა აშშ-ის პარტნიორობაზე თქვა უარი - მას შემდეგ, რაც ალიევს ეჭვი შეეპარა, რომ აზერბაიჯანელ ოპოზიციას აშშ აფინანსებდა და აქეზებდა. მოგეხსენებათ ისიც, ამ ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტები როგორ არის შეზღუდული. ბოლო დროს უკვე თურქეთი დაადგა ავტორიტარულ გზას და აშკარად დაუპირისპირდა ნატოს პრინციპებს, რომლის წევრიცაა. სანამ ეს სამკუთხედი არსებობდა, საქართველოს აზერბაიჯანსა და თურქეთთან ურთიერთობაში ჰყავდა ძალიან კარგი არბიტრი აშშ-ის სახით, მაგრამ დღეს არბიტრი ვეღარ არბიტრობს და ჩვენი ქვეყანაც, ფაქტობრივად, მარტოა დარჩენილი მეზობლებთან პირისპირ და რაც ყველაზე სამწუხაროა, სრულიად წარუმატებელია ჩვენი დიპლომატია როგორც ერთ, ისე მეორე ქვეყანასთან ურთიერთობისას. არ მესმის, რატომ უნდა ვირჩევდეთ მუდმივად უმცროსი პარტნიორის როლს აზერბაიჯანსა და თურქეთთან ურთიერთობაში?! მაშინ რაღა სახელმწიფო ხარ, თუ ყველა შენი მეზობელი შენთან უფროსი პარტნიორის როლით ურთიერთობს?! ჩაბუქის დათმობა ნიშნავს, რომ საქართველო თურქეთმა ჩოქბჯენში ჩააყენა. მესმის, რომ თურქეთს აქვს საქართველოზე ზეგავლენის ბევრი ბერკეტი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობისას შენი სახელმწიფოებრიობის რაღაც წილი დათმო, - აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.


 

ექსპერტი აშშ-ის სადაზვერვო უწყებების ანგარიშზეც საუბრობს, რომელშიც საფრთხეების ერთ-ერთ უმთავრეს წყაროდ რუსეთია დასახელებული. როგორც ცნობილია, ანგარიშში ასევე ლაპარაკია რუსეთის აქტიურ მცდელობაზე, ზეგავლენა შეინარჩუნოს პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე, მათ შორის საქართველოზე და არ დაუშვას ამ ქვეყნების დასავლური ინტეგრაცია. საქართველოსთან დაკავშირებით, რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკასთან ერთად ერთგვარი მინიშნებაა იმაზე, რომ შესაძლოა ქართული ოცნების ხელისუფლებაში გაჩნდეს არადემოკრატიული მიდგომები - „მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, როგორც ჩანს, შეეცდება დაბლოკოს ოპოზიცია და შეამციროს თავისი ძალაუფლების ინსტიტუციური შეზღუდვები“.

 

„ეს არის უაღრესად საინტერესო საკითხი, რომელმაც შეიძლება დიდწილად განსაზღვროს საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილი წლების პოლიტიკური დინამიკა საქართველოში. ეს რომ გავაანალიზოთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჭრილში, ისმის კითხვა, რამდენად დაუშვებს აშშ, რომ საქართველოში, პირველად, პოლიტიკური ძალა ხელისუფლებაში მესამე ვადით დარჩეს? თქვენ მიერ მოხმობილი ციტატა და ის, რომ ამერიკის სპეცსამსახურები მუშაობენ ამ მიმართულებით, გვაფიქრებინებს, რომ 2020 წლისთვის ამერიკისთვის პრიორიტეტული არ იქნება ხელისუფლებაში ქართული ოცნების დარჩენა. საკითხის მეორე მხარეა ის, თუ რამდენად არის ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ცვლილებისთვის საჭირო რესურსი. ანგარიშში ნათქვამია, რომ შესაძლოა, ოპოზიცია დაიბლოკოს, მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ ამ ოპოზიციამ და საზოგადოდ, არსებულმა პოლიტიკურმა სპექტრმა, ამოწურა თავისი შესაძლებლობები. მიმდინარეობს თაობათა ცვლის ძალიან მწვავე პროცესი, ამას სიმწვავეს მატებს ისიც, რომ ვაკუუმია ამ სფეროში. ერთმა თაობამ ამოწურა თავი, მისი შემცვლელი კი არ ჩანს....

 

„ეს ვაკუუმი არა მხოლოდ საქართველოს მოსახლეობის, არამედ აშშ-ის შეშფოთებასაც იწვევს. ერთია, აშშ-ს ჰქონდეს სურვილი, რომ ქართული ოცნება მესამე ვადით ხელისუფლებაში არ დარჩეს და მეორეა ობიექტური რეალობა. სააკაშვილის ენერგეტიკული კალიბრის ფიგურა ასპარეზზე არ ჩანს და მეეჭვება დარჩენილ ორ წელიწადში გამოჩნდეს. ერთადერთი, რის პერსპექტივასაც ვხედავ არის ის, რომ პოლიტიკურ სივრცეში გამოჩნდეს მემარცხენე-ცენტრისტული ძალა, რომელიც საქართველოსთვის ტრადიციულად ერთი პოლიტიკური ლიდერის გარშემო კი არ იქნება გაერთიანებული, არამედ რამდენიმე საინტერესო სახე გაინაწილებს ერთი ქარიზმატული ლიდერის როლს. მემარჯვენე და პროდასავლურ მხარეს ახალი პოლიტიკური სახეები არ ჩანს. თუ მემარცხენე მხარეს ჩამოყალიბდება ასეთი ძალა, შესაძლოა მასში ვიხილოთ ალეკო ელისაშვილი, ანა დოლიძე და ის მემარცხენე ფლანგი, რომელიც დღევანდელ სტუდენტებში იკვეთება. ასეთმა კონგლომერატმა შესაძლოა ცივი შხაპი გადაავლოს ქართულ ოცნებას. რამდენად იქნება ის აშშ-ისთვის სასურველი პარტნიორი, ეს ცალკე თემაა. მნიშვნელოვანი იქნება, თუ ასეთი პოლიტიკური ძალა შეიქმნა, რამდენად გაჯერდება აშშ-თან წლების განმავლობაში მჭიდრო კავშირის მქონე პირებით, ისეთებით, როგორიც, მაგალითად, ანა დოლიძეა. ეს არის მხოლოდ ჩემი მოსაზრება და არანაირ რეალურ ინფორმაციას არ ემყარება. ვფიქრობ, აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების ეს ინტერესი და ვარაუდები განგაშის ტოლფასი უნდა იყოს ქართული ოცნებისთვის... წესით, ქართული ოცნება უნდა იყოს დაინტერესებული, რომ მის წიაღშივე გაჩნდეს პოლიტიკური ძალა, რომელიც უმტკივნეულოდ ჩაანაცვლებს მას და არ ექნება რევანშის სურვილი“, - მიიჩნევს ხათუნა ლაგაზიძე.

 

„კვირის პალიტრა“

 



Forbes - პრინც ჰარის და მეგან მარკლის შემოსავლის შესაძლო წყაროებზე

Forbes - პრინც ჰარის და მეგან მარკლის შემოსავლის შესაძლო წყაროებზე
access_time2020-01-19 21:00:10
  რამდენიმე დღის წინ ბრიტანეთის პრინცმა ჰარიმ და მისმა მეუღლემ, ამერიკელმა მსახიობმა მეგან მარკლმა განაცხადეს, რომ  მათ სურთ ფინანსური დამოუკიდებლობა.   თუ გავითვალისწინებთ, რომ პრინცმა განაცხადა, რომ ის უარს ამბობს ტიტულზე, ამ პროცესს აქვს ორი მხარე   - ერთია, რომ უკვე ყოფილ პრინცს მკვეთრად შეუმცირდება დაფინანსება ოჯახიდან, მეორე კი - ამჟამად მას უკვე აქვს დამოუკიდებლად მუშაობის უფლება.   რას აირჩევენ ჰარი და...

Le Monde: ავსტრალიური ხანძრები - დამთბარი მსოფლიოს მომავალი

Le Monde: ავსტრალიური ხანძრები - დამთბარი მსოფლიოს მომავალი
access_time2020-01-19 18:00:38
დედამიწა იწვის - პირდაპირი გაგებით. ავსტრალიაში, ამაზონიაში, კამბოჯაში ასობით ათასი ჰექტარი ტყეები გახვეულია ცეცხლში, რაც იწვევს ადამიანების დაღუპვას, ფლორის განადგურებას, და ფაუნის გადაშენებას.   ეს დრამატული მოვლენები  - მხოლოდ უმნიშვნელო მინიშნებაა იმაზე, თუ რა ელის კაცობრიობას დამთბარ მსოფლიოში. 14 იანვარს გამოქვეყნებული ინგლისელი და ავსტრალიელი მეცნიერების კვლევის თანახმად, კლიმატი სწრაფად იცვლება თითქმის ყველგან, რაც ზრდის ხანძრების...

„ვალები სტრესს იწვევს“ - ამსტერდამის მთავრობა ახალგაზრდების სესხებს შეისყიდის

„ვალები სტრესს იწვევს“ - ამსტერდამის მთავრობა ახალგაზრდების სესხებს შეისყიდის
access_time2020-01-19 11:00:31
ამსტერდამის მთავრობამ გადაწყვიტა, ახალგაზრდების ვალები შეისყიდოს და ისინი სესხებისგან გაათავისუფლოს.   როგორც Guardian -ი წერს, ნიდერლანდელი ახალაგზრდები სულ უფროდაუფრო მეტ სესხს იღებენ და ეს ევროპაში ერთგვარი ტრენდი გახდა, მათ შორის დიდ ბრიტანეთში. მიზეზი ხშირ შემთხვევაში, ძვირადღირებულები საგანმანათლებლო კურსების დამთავრებაა.   პროექტის თანახმად, მუნიციპალური საკრედიტო ბანკი კრედიტორებთან ვალების შესყიდვაზე მოლაპარაკებებს...

ლევან კობერიძე - ჯანდაცვის სფეროში 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით ძალიან დიდი პრობლემებია

ლევან კობერიძე - ჯანდაცვის სფეროში 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით ძალიან დიდი პრობლემებია
access_time2020-01-18 21:00:59
მინდა გითხრათ, რომ ჯანდაცვის სფეროში 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით ძალიან დიდი პრობლემებია, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.   მისი განმარტებით, სამედიცინო სერვისები მოქალაქეებს შეფერხებით მიეწოდება, 520-ე დადგენილება კი არც რეფორმა არ არის და არც ფასწარმოქმნა.   „დადგენილების ამოქმედებიდან 2 თვეზე მეტი გავიდა და მთავრობის წევრებთან მხოლოდ რამდენიმე პიარ შეხვედრა ჩატარდა, მე ასე...

ვის ეკუთვნის და რა შემოსავალზე მუშაობს „ისთ ფოინთი“ - როგორი იყო კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები 2018 წელს

ვის ეკუთვნის და რა შემოსავალზე მუშაობს „ისთ ფოინთი“  - როგორი იყო კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები 2018 წელს
access_time2020-01-19 16:00:49
სავაჭრო ცენტრმა „ისთ ფოინთმა“, რომელიც 2015 წლის სექტემბერში გაიხსნა, 2018 წელი ზარალით დაასრულა. ამის შესახებ კომპანიის 2018 წლის ინდივიდუალური ანგარიშიდან...


მსგავსი სიახლეები

up