აშშ-ის დამოუკიდებლობის და ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადების 244-ე წლისთავის აღსანიშნავად საზეიმო მიღება  გაიმართა

აშშ-ის დამოუკიდებლობის და ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადების 244-ე წლისთავის აღსანიშნავად საზეიმო მიღება გაიმართა

access_time2020-07-06 11:17:36

აშშ-ის დამოუკიდებლობის და ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადების 244-ე წლისთავის აღსანიშნავად, სასტუმრო ამბასადორში გაიმართა საზეიმო მიღება, რომლის ინიციატორიც ტრადიციულად არის ამერიკის მეგობართა კლუბი და მისი პრეზიდენტი ილია ზუკაკიშვილი.


მსოფლიოში COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის და ადამიანთა მასობრივ თავშეყრაზე გარკვეული შეზღუდვების გამო წლევანდელი სადღესასწაულო ღონისძიება, დღეს არსებული სოციალური უსაფრთხოებაზე მორგებული წესების სრული დაცვით განხორციელდა.



აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას ესწრებოდნენ: საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და აშშ-ის საელჩოს დიპლომატები. წვეულებაზე საპატიო სტუმრების სტატუსით მოწვეულები იყვნენ: აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამხედრო ოფიცრები, რიჩარდ გ. ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრის ხემძღვანელი პაატა იმნაძე და ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე. ასევემოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს, ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტმა ილია ზუკაკიშვილმა და აშშ-ის ელჩის მოადგილს მოვალეობის შემსრულებელმა, ქეთრინ შვეიცერმა. ამერიკელმა დიპლომატმა მადლობა გადაუხადა ამერიკის მეგობართა კლუბს, დამოუკიდებლობის დღის საქართველოში აღნიშვნისთვის და ვრცლად ისაუბრა ორ ქვეყანას შორის არსებულ ძლიერ მეგობრობაზე.


ილია ზუკაკიშვილმა თავის გამოსვლაში აღნიშნა თუ რამდენად მნიშვნელოვანია 4 ივლისი ყველა იმ ქვეყნისთვის ვისთვისაც დამოუკიდებლობა, დემოკრატია და თანასწორობა, თანდაყოლ ფასეულობებს წარმოადგენს პიროვნული თავისუფლებისკენ მიმავალ გზაზე. მან ასევე აღნიშნა რომ ამერიკის მეგობართა კლუბს ააქვს მშვენიერი შესაძლებლობა, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის ფარგლებში ქართველი ხალხის სახელით მიუილოცოს ამერიკელებს ეროვნული დღეასასწაული და ურყევი მეგობრობის მესიჯი გაუგზავნოს მათ საქართველოსთვის გაკეთებული ბევრი კეთილი საქმისთვის, ერთგულებისთვის და უწყვეტი მხარდაჭერისთვის.




სიტყვით გამოსვლისას, ილია ზუკაკიშვილმა მადლობა მოუხადა სააფთიაქო ქსელს PSP, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის საზეიმო ღონისძიების განხორციელებაში შტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და აღნიშნა, რომ კომპანია PSP გასული წლების მსგავსად აქტიურად არის ჩართული ქართულ ამერიკული მეგობრობის გაძლიერების პროცესში. სწორედ ამ მიზნით, კომპანია PSP წელსაც ტრადიციისამებრ შეუერთდა ამერიკელი მეგობრების მთავარ ეროვნულ დღესასწაულს და კვლავ გახდა 4 ივლისის მთავარი პარტნიორი და ძირითადი მხარდამჭერი.





სასტუმრო ამბასადორის ღია ტერასა მორთული იყო აშშ-ის დროშის ფერებში, სადაც ნამდვილი ამერიკული გარემო და უამრავი დადებითი ემოცია სუფევდა. ოფიციალური ნაწილის ფარგლებში, ქართველმა მომღერალმა ანი ტუღუშმა, მუსიკალური არანჟირების გარეშე ცოცხლად შესრულა აშშ-ის და საქართველოს ჰიმნი, რამაც სტუმრებში დიდი მოწონება დაიმსახურა. ოფიციალური ნაწილის დასრულებისთანავე წვეულებაზე მოწვეულმა სტუმრებმა ქართული ტრადიციისამებრ, ღვინით მიულოცეს ამერიკელ ხალხს ეროვნულ დღესასწაული და დალოცეს ქართულ ამერიკული მეგობრობა.


წვეულების სადღესასწაულო განწყობის ასამაღლებლად გათამაშდა 4 ივლისის იღბლიანი ლატარია, რომლის ფარგლებშიც გამარჯვებულებს გადაეცათ ღონისძიების სპონსორების მიერ დაწესებული საჩუქრები. ასევე, წვეულების პარალელურად გაიმართა, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის მხარდამჭერი კომპანიების მადლობის სიგელით დაჯილდოვების ცერემონია.
დემოკრატიის ზეიმის დასკვნით ნაწილი საზეიმო ვითარებაში გაიჭრა სპეციალურად აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისთვის დამზადებული სადღესასწაულო ტორტი. განსაკუთრებულად ემოციური აღმოჩნდა ღონისძიების ბოლო ნაწილი, როცა ამერიკის დროშის ფერებში განათდა დედაქალაქის მთავარი ანძა. წვეულება კი დაგვირგვინდა 4 ივლისის ულამაზესი ფეირვერკის აღლუმით.


აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი წვეულების ძირითადი მხარდამჭერები და პარტნიორები იყვნენ: კომპანია PSP, ლიბერთი ბანკი, სასტუმრო ამბასადორი, ამერიკული კომპანია KVG საქართველოს ოფისი, ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა, საქართველოს ფოსტა, კომპანია ენერჯი, თელავის ღვინის მარანი, სარეკლამო კომპანია ALMA, სასტუმრო ამბასადორი კაჭრეთი, McCANN Tbilisi, სასტუმრო Radisson Blu Iveria & Radisson Blu Batumi, სასტუმრო The Biltmore, კომპანია PREMIUM EVENTS, კომპანია GULF GEORGIA, მიშა სანდლერის კლინიკა, NATALI GROUP, კომპანია ვაკე, McDonald's Georgia, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, ტელეკომპანია TV იმედი, მედია ჰოლდინგი COMMERSSANT.ge & COMMERSSANT 95.5 FM, Forbes Georgia, ახალი ამბების სააგენტო) 2020NEWS.


მადლობა ყველას ვისთვისაც ამერიკელ ხალხთან მეგობრობა უაღესად მნიშვნელოვანია და ჯერა, რომ ქართულ ამერიკულ მეგობრობას ძლიერი მიზნისკენ მივყავართ, სადაც დემოკრატიული ფასეულობები ხალხის ერთობლივი ნებაა. კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს ამერიკელ მეგობრებს დამოუკიდებლობის დღეს.


აღნიშნულ განცხადებას ა(ა)იპ ამერიკის მეგობართა კლუბი ავრცელებს - 5 ივლისი, 2020



(R)





დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-07 21:00:06
დღის Top 10 საინტერესო ამბავი 1.ფიზიკური პირების დაკრედიტებიდან „საქართველოს ბანკმა“ „თიბისისთან“ შედარებით 17 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო კომერციული ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2020 წლის II კვარტლის მონაცემების მიხედვით, მათ სასესხო პორტფელში უდიდესი წილით ფიზიკურ...

„ლიდერფუდის“ უსაფრთხოების უფროსი მერაბ ბაღათურია ადვოკატ ავთანდილ თეთრაშვილს პასუხობს

„ლიდერფუდის“ უსაფრთხოების უფროსი მერაბ ბაღათურია ადვოკატ ავთანდილ თეთრაშვილს პასუხობს
access_time2020-08-07 13:00:18
„ლიდერფუდის“ გარშემო მიმდინარე დავის კონტექსტში ირაკლი დუმბაძის ადვოკატის ავთანდილ თეთრაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში გაიჟღერა კომპანიის უსაფრთხოების უფროსის მერაბ ბაღათურიას სახელმა. კერძოდ, თეთრაშვილი წერს, რომ დავით ზეიკიძე და არჩილ კბილაშვილი მერაბ ბაღათურიას სასამართლოში სხდომის მიმდინარეობის დღესვე დაკითხვის კატეგორიული წინააღმდეგები იყვნენ და ეს უარი კი იმით აიხსნება, რომ ბაღათურია იმავე დღეს არ იყო მზად სარჩელის მიუღებლობის ვერსიის დასადასტურებლად და მის მოსამზადებლად ზეიკიძეს...

როგორი იყო ქართული ტურიზმი 61 წლის წინ

როგორი იყო ქართული ტურიზმი 61 წლის წინ
access_time2020-08-07 19:15:27
61 წლის წინათ საქართველოს კურორტების პოპულარიზაციისათვის რეჟისორ შალვა ჩაგუნავას გადაღებულ ფერად ფილმს ფერები, ფაქტობრივად, დაკარგული ჰქონდა. საქართველოს ეროვნული არქივის 4K გარჩევადობის სკანერზე ფილმის მაღალი ხარისხის ციფრული ასლი შეიქმნა. ამან ფილმის რესტავრატორებს საშუალება მისცა მოეხდინათ ფერისა და სინათლის კორექცია, დაზიანებების ციფრული გაწმენდა, ასევე, ხმის გასუფთავება და სინქრონიზაცია. რესტავრაციის პროცესი 6 თვეს გრძელდებოდა. 20-წუთიან ფილმში...

სვანეთში „გრაპა მესტია“ მაღალი კლასის სასტუმროს 2023 წელს გახსნის

სვანეთში „გრაპა მესტია“ მაღალი კლასის სასტუმროს 2023 წელს გახსნის
access_time2020-08-07 18:10:39
სვანეთში მაღალი კლასის ბრენდული სასტუმრო 2023 წელს გაიხსნება. პროექტის განმახორციელებელი კომპანია „გრაპა მესტიას“ დამფუძნებელი მინდია გურგენიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ სასტუმრო 4 ვარსკვლავიანი იქნება. კითხვაზე, იგეგმება თუ არა პროექტში საერთაშორისო ბრენდის შემოყვანა, გურგენიძე ამაზე არ საუბრობს და აცხადებს, რომ მსგავსი საკითხები მას შემდეგ გადაწყდება, რაც პროექტის განხორციელება დაიწყება. თუმცა, დიდი ალბათობით სასტუმროს ოპერირებას ქართული...

საქართველოში დაბრუნებულ ქართველ ბიზნესვიზიტორებს კარანტინის გავლა მოუწევთ

საქართველოში დაბრუნებულ ქართველ ბიზნესვიზიტორებს კარანტინის გავლა მოუწევთ
access_time2020-08-07 17:00:56
რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ბიზნესვიზიტორების პლატფორმაზე საუბრობდა, მისი განცხადებით პლატფორმა წარმატებით მუშაობს და უკვე 2700-მდე ვიზიტორია დარეგისტრირებული, ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოში ჩამოსულ ბიზნესვიზიტორებს სავალდებულო კარანტინის გავლა არ მოუწევთ და გარკვეული პერიოდულობით PCR ტესტს ჩაიტარებენ. „წარმატებით ამოქმედდა ბიზნესვიზიტორების პლატფორმა, ერთი თვე გაიტესტა და სრულფასოვნად ამოქმედდა. გვაქვს შთამბეჭდავი ...


მსგავსი სიახლეები

up