აშშ-ის და დაჯგუფება „თალიბანს“ შორის სამშვიდობო შეთანხმების მიხედვით, ამერიკელი სამხედროები ავღანეთს სრულად 14 თვის განმავლობაში დატოვებენ. ამის შესახებ BBC წერს.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და „თალიბანმა“ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც 18 წელზე მეტი ხნის კონფლიქტის შემდეგ ავღანეთში მშვიდობის დამყარებას ემსახურება.
აშშ და ნატო-ს მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ 14 თვის განმავლობაში მთელი ქვეყნიდან თავიანთი ჯარების გაყვანა მოხდება.
დოკუმენტზე ხელის მოწერის ცერემონიალს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და „თალიბების“ ლიდერი დოჰაში დაესწრნენ.
მედიის ცნობით, ხელმოწერის შემდეგ მოლაპარაკებები „თალიბანსა“ და ავღანეთის მთავრობას შორის უნდა გაიმართოს.
დოკუმენტის თანახმად, „თალიბანი“ იღებს პასუხისმგებლობას, რომ არ დაუშვან „ალ-ქაიდას“ და სხვა რომელიმე ექსტრემისტული ჯგუფის მოქმედება იმ ტერიტორიბზე, რომელსაც ისინი აკონტროლებენ.
Ipn