აშშ-ის 2021 წლის ბიუჯეტი სამხედრო დახმარების სახით, ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის 170 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს

აშშ-ის 2021 წლის ბიუჯეტი სამხედრო დახმარების სახით, ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის 170 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს

access_time2020-02-11 11:30:57

აშშ-ის 2021 წლის ბიუჯეტი სამხედრო დახმარების სახით, ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის 170 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.


ამერიკის შეერთებული შტატების 2021 წლის ბიუჯეტი სამხედრო დახმარების სახით, ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის 170 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. ამის შესახებ აშშ-ის 2021 ფისკალური წლის ბიუჯეტის კანონპროექტშია აღნიშნული.


დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროპასა და ევრაზიაში სტრატეგიული უსაფრთხოების პრიორიტეტები რუსეთის გავლენასთან და აგრესიასთან დაპირისპირებაა, მოკავშირეების და პარტნიორების შესაძლებლობების გაძლიერებით, რომ დაიცვან სუვერენიტეტი და უზრუნველყონ საკუთარი დაცვა, ნატო-სთან და დასავლეთის სხვა ძალებთან ურთიერთთანამშრომლობის გაუმჯობესების გზით, ასევე მდგრადი თავდაცვის რეფორმების განხორციელების საშუალებით.


დოკუმენტის თანახმად, დაფინანსება ხელს შეუწყობს აღჭურვილობის მიწოდებას და წვრთნებს, მათ შორის ტაქტიკური აღჭურვილობის მიღებას დაზვერვისთვის და დაკვირვებისთვის, ასევე მეთაურობას და კონტროლს.



აშშ-ის 2021 წლის ბიუჯეტის კანონპროექტში დაფინანსების პრიორიტეტულ მიმღებებად დასახელებულია: საქართველო, უკრაინა, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, რომლებიც დოკუმენტში ფრონტის ხაზის ქვეყნებად არის მოხსენიებული.


„უცხოური სამხედრო დაფინანსების რეგიონული სახსრების ნაწილი გამოყენებული იქნება ევროპული რეკაპიტალიზაციის სტიმულირების პროგრამის გასაფართოებლად, რომელიც ხაზს უსვამს ტვირთის გაზიარებას აშშ-ის მიერ საგრანტო სამხედრო დახმარების სტიმულირებას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ჩადებენ ეროვნულ სახსრებს თავიანთი სამხედროების მოდერნიზაციისა და რუსული აღჭურვილობის თავიდან მოშორებისთვის. დეპარტამენტი თავდაცვის დეპარტამენტთან იმუშავებს პოტენციურ ქვეყნებზე“, – აღნიშნულია დოკუმენტში.


აშშ-ის 2021 წლის ფისკალური ბიუჯეტის კანონპროექტით, საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გამოყოფა იგეგმება საერთაშორისო სამხედრო განათლებისა და წვრთნების პროგრამის ფარგლებშიც. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ევროპასა და ევრაზიაში 25.5 მილიონი დოლარის გამოყოფა იგეგმება, დაფინანსების მიმღები ქვეყნები კი არიან: საქართველო, ბულგარეთი, პოლონეთი, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა.


„საერთაშორისო სამხედრო განათლების და წვრთნების პროგრამები ევროპაში აძლიერებს რეგიონალურ უსაფრთხოებას და ურთიერთთანამშრომლობას აშშ-ის, ნატო-სა და ევროპულ შეიარაღებულ ძალებს შორის და დახმარებას უწევს რუსეთის აგრესიასთან დაპირისპირებას. რაც მთავარია, ეს პროგრამები ეხმარება იმის უზრუნველყოფას, რომ იმ ქვეყნებს, რომლებიც მოქმედებენ შეერთებულ შტატებთან ერთად, ჰყავდეთ ოფიცრები, რომლებსაც ესმით და აფასებენ აშშ-ის სამხედროების მოძღვრებას და ოპერაციულ ტაქტიკას“, – ნათქვამია დოკუმენტში.


1tv.ge

თეგები:
აშშ



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up