აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, ირანისთვის სანქციების კიდევ ერთი წლით გახანგრძლივებას მოაწერა ხელი. ინფორმაციას თეთრი სახლის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ირანის მიმართ პირველი სანქციები ჯერ კიდევ 1995 წლის 15 მარტს, ბილ კლინტონის განკარგულებით დაწესდა. გადაწყვეტილება სანავთობო ტრანზაქციების შეზღუდვას და ირანის რეჟიმის შესუსტებას ისახავდა მიზნად. 1995 წლის დოკუმენტის მიხედვით, სანქციები ეროვნული უსაფრთხოების, ეკონომიკისა და საგარეო პოლიტიკის წინაშე, ირანიდან მომდინარე საფრთხეების შემცირებას ემსახურება.
"ირანის ხელისუფლების ქმედებები – რაკეტებისა და სხვა ასიმეტრიული საბრძოლო იარაღის მომარაგებისა და განვითარების ჩათვლით, მათი რეგიონული აგრესიის კამპანია, მხარდაჭერა ტერორისტული ჯგუფების მიმართ და რევოლუციის გუშაგთა არმიის, მათივე სუროგატების ჩათვლით, მავნებელი ქმედებები – კვლავ ექსტრაორდინალურ საფრთხეს უქმნის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკას, ეკონომიკასა და ეროვნულ უსაფრთხოებას" – ვკითხულობთ განცხადებაში.
ბაიდენის მიერ გახანგრძლივებული სანქციები ძალაში 2021 წლის 15 მარტის ჩათვლით იქნება.
tabula.ge