აშშ-ის კონგრესმა ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად 1 ტრილიონი დოლარის ოდენობით დაფინანასების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა.
Reuters-ის ინფორმაციით, აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტის დამტკიცება დიდი გამარჯვებაა ჯო ბაიდენისთვის და ასევე მნიშვნელოვანი ტრიუმფია „დემოკრატებისთვის“, რომლებიც ამ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით თვეების განმავლობაში კამათობდნენ.
კანონპროექტს მხარი 228-მა კონგრესმენმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი - 206 წავიდა. აღსანიშნავია, რომ მხარდამჭერებს შორის 13 „რესპუბლიკელი“ კონგრესმენიცაა, 6-მა „დემოკრატმა“ კი კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.
ინფრასტრუქტურის კანონპროექტი ითვალისწინებს მაგისტრალების, გზების, ხიდების განახლებისა და ქალაქების სატრანზიტო სისტემებისა და სამგზავრო სარკინიგზო ქსელების მოდერნიზების დაფინანსებას. ასევე სუფთა სასმელი წყლის, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტისა და ელექტრომობილების დასამუხტი პუნქტებისთვის დაფინანსების გამოყოფას. ის ყველაზე დიდი ფედერალური ინვესტიციაა ქვეყნის ინფრასტრუქტურაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში.
კანონპროექტი ხელმოსაწერად ჯო ბაიდენს გადაეგზავნა.
წყარო: "ინტერპრესნიუსი"