აშშ Huawei-ს წინაამღდეგ სანქციებს არბილებს

აშშ Huawei-ს წინაამღდეგ სანქციებს არბილებს

access_time2019-07-10 19:30:07


აშშ  ჩინეთთან სავაჭრო ომის შერბილებაზე  მიდის - კერძოდ, ტრამპის ადმინისტრაციამ საგრძნობლად შეამცირა შეზღუდვები, რომელიც დაუწესდა ამერიკულ კომპანიებს Huawei-თან საქმიან ურთიერთობებში.



კერძოდ, ამერიკული კომპანიებისთვის მათი პროდუქციის Huawei-სთვის მიყიდვის აკრძალვა შეეხება მხოლოდ იმ შემთხვევებს, რომლებიც შეიცავს საფრთხეს აშშ- ეროვნული უსაფრთხოებისთვის - წერს Financial Times.



აშშ-ს ვაჭრობის მინისტრის უილბურ როსის თქმით, ვაშინგტონი გარკვეული პირობებით მისცემს ამერიკულ კომპანიებს ლიცენზიებს ჩინური სატელეკომუნიკაციო გიგანტისთვის პროდუქციის მიყიდვის მიზნით, მხოლოდ გარკვეული პირობებით.



„აშშ-ს პრეზიდენტის დირექტივის შესასრულებლად, სამინისტრო გასცემს სპეციალურ ნებართვების იმ საქონლის მიყიდვაზე Huawei-სთვის, რომელიც არ წარმოადგენს საფრთხეს ჩვენი ქვეყნისთვის,“ - განაცხადა როსმა.




თუმცა, მისი თქმით, Huawei დარჩება „შავ სიაში“ და ამერიკულ კომპანიებს არ ექნებათ მასთან დამოუკიდებლად, სახელმწიფოსგან სპეციალური ნებართვის გარეშე თანამშრომლობის უფლება.


მინისტრმა არა დააზუსტა ლიცენზიების გაცემის ვადები და სხვადასხვა დეტალები.



პირველად ეს ინფორმაცია ჯერ კიდევ მაისში გააჟღერა თავად დონალდ ტრამპმა, რომელმაც განაცხადა, რომ ამერიკულ კომპანიებს მოუწევთ სპეციალური ლიცენზიების მიღება Huawei-თან თანამშრომლობისთვის.



2 კვირის წინ აშშ-მა და ჩინეთმა დადეს ზავი დონალდ ტრამპის და სი ცზიანპინის შეხვედრის დროს, რომელიც შედგა დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში ოსაკაში.
თუმცა, აშშ-ს პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩევლის ლარი კადლოუს თქმით, ლიცენზიების სისტემა იმოქმედებს „გარკვეული, შეზღუდული დროის მანძილზე“.
თუმცა, არც კადლოუ და არც როსი არ აზუსტებენ რამდენი ხანი იმოქმედებს შერბილებული პოლიტიკა - აშშ იტოვებს ჩინეთთან მოლაპარაკების ჩაშლის შემთხვევაში Huawei-ს მიმართ სანქციების სრულ მასშტაბში აღდგენის საშუალებას.



თეგები:
Huawei



ხალვაშმა უარი თქვა საბჭოს შექმნაზე, რომელსაც რუსთავი 2-ის ჟურნალისტები სთავაზობდნენ

ხალვაშმა უარი თქვა საბჭოს შექმნაზე, რომელსაც რუსთავი 2-ის ჟურნალისტები სთავაზობდნენ
access_time2019-07-21 15:37:02
ცნობილი ხდება, რომ რუსთავი 2-ის ამჟამინდელი მფლობელი ქიბარ ხალვაში და დირექტორი პაატა სალია არ დათანხმდნენ „რუსთავის 2“-ის...

სავაჭრო ცენტრ საბას მოიჯარეები ტოვებენ

სავაჭრო ცენტრ საბას მოიჯარეები ტოვებენ
access_time2019-07-21 12:37:11
საბანკო რეგულაციებიდან 6 თვის გასვლის შემდეგ სავაჭრო ცენტრ საბას მოიჯარეები ტოვებენ. როგორც BM.GE-ს ერთ-ერთმა მოიჯარემ განუცხადა, მარტო მისი სართულიდან დაახლოებით 5-6 მოიჯარე გავიდა. ზოგიერთი მოიჯარის...

„თელავის ღვინის მარანი“: „რუსეთის ბაზარი არამყარი, მაგრამ მომგებიანია“

„თელავის ღვინის მარანი“: „რუსეთის ბაზარი არამყარი, მაგრამ მომგებიანია“
access_time2019-07-21 16:30:01
“თელავის ღვინის მარნის” ხელმძღვანელი ზურაბ რამაზაშვილი რუსეთის ბაზარს ქართული ღვინისთვის მნიშვნელოვან და მომგებიან ბაზრად აფასებს, თუმცა, მისი პროდუქციიდან მხოლოდ 10% გააქვს მეზობელ ქვეყანაში.   როგორც ბიზნესმენი bm.ge-სთან აცხადებს, ამის მიზეზი პრაგმატული მიდგომაა, რადგან დღევანდელი მმართველობის პირობებში რუსეთი მყარი ბაზარი არ არის.   “რასაკვირველია, რუსეთი ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარია, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ქართული ღვინის ცნობადობა მაღალია,...

თამბაქოს ტრანსფორმირება რეგულირებულ გარემოში

თამბაქოს ტრანსფორმირება რეგულირებულ გარემოში
access_time2019-07-20 18:00:04
ყოველდღიურად მთელი მსოფლიოს მასშტაბით 150 მილიონი მომხმარებელი ირჩევს British American Tobacco (BAT)-ის პროდუქციას, მაგრამ პოტენციურად შემცირებული რისკის მატარებელ (PRRP) პროდუქტებზე – მაგალითად, ელექტრონულ სიგარეტზე, თამბაქოს გაცხელების პროდუქტებზე ან საღეჭ თამბაქოზე - ხელი ყველა მათგანს არ მიუწვდება. ეს ასეა იმის მიუხედავად, რომ BAT-ის მთავარი აქცენტი დღეს სწორედ ამ მიმართულების განვითარებაა. მომხმარებლები საქართველოდან ამ მხრივ გამონაკლისს არ წარმოადგენენ, თუმცა მათთვის PRRP...

Haqqin.az: საქართველოში რუსი ტურისტების კლების მიუხედავად, აზერბაიჯანში მათი რაოდენობა არ გაიზრდება

Haqqin.az: საქართველოში რუსი ტურისტების კლების მიუხედავად, აზერბაიჯანში მათი რაოდენობა არ გაიზრდება
access_time2019-07-20 20:00:57
  მას შემდეგ, რაც საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლა შეწყდა, რამაც საქართველოში გამოიწვია რუსი ტურისტების შემცირება ტურისტული ნაკადის მისაღებად ბრძოლა დაიწყეს აზერბაიჯანმა, სომხეთმა, თურქეთმა და სეპარატისტულმა აფხაზეთმა.   თუმცა, აზერბაიჯანელი ექსპერტების აზრით, სავარაუდოდ, მაღალი ფასების და ცუდი სერვისის გამო, რუსი ტურისტების რაოდენობის მკვეთი ზდა აზერბაიჯანში მოსალოდნელი არაა. უკეთეს შემთხვევაში, ქვეყანა მიიღებს საქართველოში დასვენების...


მსგავსი სიახლეები

up