აშშ-ევროპის სავაჭრო კონფლიქტი ამერიკულ ავიაკომპანიებს მილიონები უჯდება

აშშ-ევროპის სავაჭრო კონფლიქტი ამერიკულ ავიაკომპანიებს მილიონები უჯდება

access_time2019-12-17 20:00:18

თეთრი სახლის გადაწყვეტილება, რომ ევროპულ თვითმფრინავებზე იმპორტის გადასახადი დაეწესებინა, ამერიკული ავიაკომპანიებისთვის მძიმე დარტყმა და მრავალმილიონიანი ხარჯის საფუძველი გახდა. საუბარია იმ ამერიკულ ავიაკომპანიებზე, რომლებიც ავიალაინერებს ევროპული თვითმფრინავების საწარმო Airbus-ისგან ყიდულობენ. ავიაკომპანიები ცდილობენ დაარწმუნონ Airbus-ი, რომ ახალი თვითმფრინავები აშშ-ს ბაზარს მხოლოდ აშშ-ში მდებარე საწარმოდან მიეწოდოს და არა ევროპიდან, რათა იმპორტის გადასახადით მიღებული ხარჯი არ დააწვეს ამერიკულ ავიაკომპანიებს. ამერიკული საწარმო ვერ აკმაყოფილებს ასე მოულოდნელად გაზრდილ მოთხოვნას თვითმფრინავებზე. Airbus-ში აცხადებენ, რომ გადასახადები ბილეთებზე ფასების ზრდას გამოიწვევს.


აშშ-სა და ევროპას შორის სავაჭრო კონფლიქტი დიდ პრობლემად იქცა ამერიკული ავიაკომპანიებისთვის - წერს Bloomberg-ი. ოქტომბერში მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ (WTO) დაადგინა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხარდაჭერა ევროპული ავიაკომპანია Airbus-ის მიმართ ამერიკულ Boeing-ს აზიანებს, რის შემდეგაც ტრამპის ადმინისტრაციამ 10-პროცენტიანი გადასახადი დააწესა ევროპაში წარმოებული თვითმფრინავების იმპორტზე. ამერიკული ავიაკომპანიებისთვის, რომლებიც Airbus-ისგან ყიდულობენ თვითმფრინავებს, ეს ნიშნავს დამატებით ხარჯებს - ხარჯი ერთ ავიალაინერზე 4,5 მილიონიდან -  5,5 მილიონამდე აშშ დოლარია, რომელიც მათ  აშშ-ს ხაზინაში უნდა გადაიხადონ, -წერს სააგენტო.


იმისთვის, რომ თავი აარიდონ იმპორტის გადასახადს, ამერიკული ავიაგადამზიდავები Airbus-ს სთხოვენ, რომ თვითმფრინავები აშშ-ში, ალაბამას შტატში მოქმედი ერთადერთი საწარმოდან ამერიკელ მყიდველებს მიაწოდონ.  თუმცა, ეს საწარმო თვეში მხოლოდ ხუთ ცალ A320 ტიპის ლაინერს აწარმოებს, შემდეგი წლისთვის კი მხოლოდ ერთი ერთეულით გეგმავს რაოდენობის გაზრდას. ეს არ არის საკმარისი, რადგან  Airbus-ის თვითმფრინავებს ათეულობით ამერიკული ავიაკომპანია ყიდულობს. ამიტომაც, ეს კომპანიები ცდილობენ შეხების წერტილის მონახვას და Airbus-თან მოლაპარაკებებს სატარიფო ტვირთის შემცირებაზე იმ თვითმფრინავებზე, რომელიც აშშ-ს ფარგლებს გარეთ იწარმოება (Airbus-ი ასევე A320 ტიპის ავიალაინერებს გერმანიაში საფრანგეთსა და ჩინეთში აწარმოებს).


ამერიკული ავიაკომპანიის Delta Airlines -ის გენერალურმა დირექტორმა ედ ბასტანმა Bloomberg-ს განუცხადა, რომ Delta-მ თითქმის 250 თვითმფრინავი შეუკვეთა ავიასაწარმოს და ამით Airbus-ის უმსხვილესი კლიენტი გახდა. ბასტიანმა აღნიშნა, რომ Delta-მ ახალი თვითმფრინავების ნაწილი მომავალ წელს ევროპიდან უნდა მიიღოს, თუმცა, კომპანია „არ აპირებს დამატებითი გადასახადის გადახდას“. ამისთვის კომპანია Airbus-თან აქტიურად ახორციელებს მოლაპარაკებებს.



American Airlines Group-მა გეგმის მიხედვით წლის ბოლომდე A321NEO -ს ტიპის ორი თვითმფრინავი უნდა მიიღოს, რომელიც ჰამბურგში იწარმოება. კომპანია „აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ დაარწმუნოს Airbus-ი  ალაბამაში წარმოებული და არა გერმანიაში წარმოებული თვითმფრინავები მიჰყიდოს - განაცხადა დირექტორმა დერეკ კერმა ინვესტორებთან საუბრისას  ოქტომბერში. პრესმდივანმა ანდრეა კოოსმა კი Bloomberg-ს ახლახან განუცხადა, რომ ავიაკომპანია ევროპიდან თვითმფრინავების მიწოდებას განიხილავს.


აშშ-ევროპის სავაჭრო კონფლიქტში გახვეული რამდენიმე მცირე ავიაკომპანიაც ფასდაკლებებისთვის იბრძვის. Spirit Airlines -ის ფინანსური დირექტორი ინვესტორებს ოქტომბრის თვეში აცხადებდა, რომ კომპანია Airbus-თან გადასახადების შემცირებას განიხილავს. ამ კომპანიამ ჰამბურგიდან 2020  წელს ორი A320  უნდა მიიღოს, ასევე 9 თვითმფრინავი ალაბამას საწარმოდან.


კომპანიები იმედოვნებენ, რომ ამერიკის ხელისუფლების Boeing-ის მიმართ მხარდაჭერა  მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, ევროპის ქვეყნებს აიძულებს Boeing-საც იმპორტის გადასახადი დაუწესოს და სიტუაცია მოლაპარაკებების გზით დაარეგულიროს. მოსალოდნელია, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია გადაწყვეტილებას 2020 წელს მიიღებს, თუმცა, ზუსტი ვადები არ დასახელებულა. პრობლემის გადასაწყვეტად  Airbus-მა ასევე შეიძლება გარკვეული ხარჯები თავის თავზე აიღოს, წერს Bloombers-ი. თუმცა, კომპანია ამაზე კომენტარს არ აკეთებს. Airbus-ის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ამერიკული ავიაკომპანიების მიერ გაწეული დიდი ხარჯები მოგზაურებს დააზარალებს, რადგან ეს რეისების შემცირებასა და ბილეთებზე ფასების ზრდას გამოიწვევს.

 

მარიამ მორგოშია

Forbes.ru


თეგები:
airbus



27 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა

27 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა
access_time2020-10-27 18:05:05
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 26 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-27 21:00:05
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. „ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რას გულისხმობს ჩვენი მონაწილეობა COVID-ის მართვაში“ - სადაზღვევოები სამინისტროსგან მეტ დეტალებს ითხოვენ   სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმები კორონავირუსის მართვაში დღეიდან ჩაერთვებიან, - ამის შესახებ ჯანდაცვის...

სად გაატარებენ რუსები ახალ წელს? სახლში თუ ოკუპირებულ აფხაზეთში

სად გაატარებენ რუსები ახალ წელს? სახლში თუ ოკუპირებულ აფხაზეთში
access_time2020-10-27 19:00:24
1 აგვისტოდან რუსეთს და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის საზღვარი ოფიციალურად გაიხსნა. მანამდე კი კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით თითქმის სტერილურმა არაღიარებულმა რესპუბკლიკამ სწრაფი „დაბინძურება“ დაიწყო.   დიდი ტურისტული ბუმი არ ყოფილა, თუმცა რუსეთის ბევრმა მოქალაქემ ვირუსისგან გაქცევის მიზნით ოკუპირებულ აფხაზეთში სახლები იქირავეს.   თუმცა, გაქცევა არ გამოვიდა - ღია საზღვარმა და ადამიანების უკონტროლო მისვლა-მოსვლამ ეპიდემიის აფეთქებას მაშინ შეუწყო...

სილქფესტის აქციით მომხმარებელი ინტერნეტის და სასაუბრო პაკეტების ხელსაყრელ პირობებს გაიაქტიურებს

სილქფესტის აქციით მომხმარებელი ინტერნეტის და სასაუბრო პაკეტების ხელსაყრელ პირობებს გაიაქტიურებს
access_time2020-10-27 15:20:38
28 ოქტომბერს, სილქნეტი მობილური ქსელის მომხმარებლებს ოთხ სააქციო პაკეტს შეთავაზებს. აქცია ხელმისაწვდომია  ფიზიკური და იურიდიული პირი აბონენტებისათვის.  აქცია საშუალებას მისცემს აბონენტს მინიმალურ ფასად სასურველი პირობა გაიაქტიუროს, ისარგებლოს უსწრაფესი ინტერნეტით და სასაუბრო წუთებით თბილისსა და რეგიონებში.   კომბინაციით *202# მომხმარებელი 30 დღით ჩაირთავს: 2 GB + 100 ლოკალური წუთი - 5...

ჩვენ კოვიდპაციენტის მართვაზე პასუხისმგებელი ვერ ვიქნებით - სადაზღვევო კომპანია უნისონი“

ჩვენ კოვიდპაციენტის მართვაზე პასუხისმგებელი ვერ ვიქნებით - სადაზღვევო კომპანია უნისონი“
access_time2020-10-27 16:00:27
„ყველაფერი რაღაცის ხარჯზე ხდება, თუმცა, როდესაც უჭირს სახელმწიფოს და სისტემას, ყველა რესურსს გამოყენება უნდა,“ - ასე პასუხობს სადაზღვევო კომპანია „უნისონის“ ხელმძღვანელი ვასილ ახრახაძე კითხვას, ხომ არ მივიღებთ სისტემაში ხარვეზებს და ხომ არ გაუარესედება დაზღვეულთა მომსახურება.   „უნისონის“ რამდენი ოჯახის ექიმია ჩართული COVID-19-ის მართვაში,   როგორც ახრახაძე აცხადებს, რომ COVID-19-ის მართვაში უნისონის ოჯახის ექიმთა მინიმალური რაოდენობაა ჩართული....


მსგავსი სიახლეები

up