აშშ „სამი ზღვის ინიციატივაში“ შემავალ ევროპულ სახელმწიფოში ენერგეტიკის განვითარებაზე მილიარდ დოლარს გამოყოფს. ამის შესახებ Associated Press-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომგააკეთა.
„ჩვენი მიზანია გავაცოცხლოთ კერძო სექტორების ინვესტიციები ამ სახელმწიფოების ენერგეტიკაში“, - განაცხადა პომპეომ და დასძინა, რომ ამგვარად ევროპის დამოკიდებულება რუსეთის ენერგომატარებლებზე შემცირდება.
„სამი ზღვის ინიციატივა“ ევროკავშირის 12 სახელმწიფოს აერთიანებს: ავსტრიას, ბულგარეთს, უნგრეთს, ლატვიას, ლიტვას, პოლონეთს, რუმინეთს, სლოვაკეთს, სლოვენიას, ხორვატიას, ჩეხეთს და ესტონეთს.
Imedinews