აშშ ერაყს ნავთობის გაყიდვიდან მიღებულ ფულზე წვდომის შეზღუდვით დაემუქრა. ინფორმაციას ამის შესახებ ბაღდადში თავის წყაროზე დაყრდნობით გამოცემა The Wall Street Journal-იავრცელებს.
მისი ცნობით, აშშ-მა გააფრთხილა ერაყის ხელისუფლება, რომ ისინი ნიუ-იორკის ფედერალურ სარეზერვო ბანკში არსებულ ანგარიშზე წვდომას დაკარგავენ, თუ ამერიკული ჯარი ერაყს დატოვებს. შესაბამისი გაფრთხილება პირადად ერაყის პრემიერმინისტრს, ადელ აბდელ მაჰდის გადაეცა.
5 იანვარს ერაყის პარლამენტმა ქვეყნიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანას დაუჭირა მხარი, ირანმა კი გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართა. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც ბაღდადში აშშ-ის ძალებმა ირანელი გენერალი ყასემ სულეიმანი მოკლეს.
6 იანვარს ტრამპი ერაყს სანქციების დაწესებით დაემუქრა. დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანელი გენერალი ტერაქტების მომზადებაში მონაწილეობდა და ასობით ამერიკელის მკვლელობაზეა პასუხისმგებელი. ირანის მთავრობამ გენერლის მკვლელობას „ომის გამოცხადება“ უწოდა და აშშ-ს შურისძიებით დაემუქრა.
Imedinews