აშშ-დან ტურისტების მოსაზიდად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პრეს-ტურს მასპინძლობს

აშშ-დან ტურისტების მოსაზიდად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პრეს-ტურს მასპინძლობს

access_time2021-04-23 11:12:18

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და კომპანია „Caucasus Travel/Georgian Hospitality Group“ მოწვევით საქართველოში აშშ-დან სათავგადასავლო ტურისტული კომპანიების - “Mountain Travel” და „Sobek Expeditions“-ის დამფუძნებელი რასელ დაგატი იმყოფება. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.


მაისში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოში ცნობილი ამერიკელი და ევროპელი ბლოგერებისა და ინფლუენსერებისთვის პრეს-ტურს გამართავს.



დაგეგმილი პრეს-ტურის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით რასელ დაგატი თბილისს, სტეფანწმინდას, ჯუთას, თრუსოს, ანანურს, ატენს, უფლისციხეს, გორს, ქუთაისს, მარტვილს, ზუგდიდს, მესტიას, ბათუმს, გოდერძის უღელტეხილს, ზარზმასა და ვარძიას ეწვია. რასელ დაგატი თბილისში ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.



მაისის თვეში საქართველოში დაგეგმილი პრეს-ტური „ციფრული დღეები საქართველოში“ პროექტის ფარგლებში გაიმართება. პრეს-ტურის მიზანია აშშ-სა და ევროპიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების მოზიდვა და საქართველოს ტურისტული მიმართულების გაცნობა.



”მაისში დაგეგმილია ცნობილი ამერიკული პლატფორმა Steller-ის, სოციალური ქსელების: Facebook-ისა და Instagram-ის წამყვანი ბლოგერების, ინფლუენსერების ვიზიტი საქართველოში. პროექტ „ციფრული დღეები საქართველოში“ ფარგლებში ამერიკის წამყვანი ტურისტული კომპანიების დამფუძნებელი რასელ დაგატი საქართველოს ეწვია და წინასწარ მოინახულა ყველა ის ადგილი, რომელსაც პრეს-ტურის ფარგლებში ბლოგერები მოინახულებენ. პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს პოზიციონირებას საერთაშორისო ბაზარზე, არამარტო ამერიკის, ასევე ევროპის ქვეყნებშიც.“-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა.


”საქართველოში პირველად ვარ და აღფრთოვანებული ვარ. მე შემიყვარდა ეს ქვეყანა და მეუღლესთან ერთად აუცილებლად ვიმოგზაურებ. მაისში საქართველოში ინფლუენსერები ჩამოგვყავს, რომლებიც საქართველოს გარშემო იმოგზაურებენ და ქართულ ცხოვრებას გაეცნობიან. თითოეული მათგანი ინდივიდუალურ ამბავს მოამზადებს, რომელსაც ერთდროულად ერთ დღეს ატვირთავენ. „-ამბობს Mountain Travel”-ისა და „Sobek Expeditions“-ის დამფუძნებელი რასელ დაგატo.


”დღეს, როდესაც ტურიზმი კოვიდ პანდემიის დარტყმიდან უნდა გამოვიდეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ციფრული ინფორმაციის გავრცელებას. ინფლუენსები, რომლებიც საქართველოში ჩამოვლნენ, პრაქტიულად მთელ ინგლისურ ენოვან სამყაროს მოიცავენ და მათი მოთხრობილი შთაბეჭდილები პოსტ კოვიდურ პერიოდში შეიძლება უფრო ეფექტური იყოს, ვიდრე პირდაპირი რეკლამა ან სხვა სახის პრომოცია.“-აცხადებს „Caucasus Travel“ და „Georgian Hospitality Group“-ის დამფუძნებელი საბა კიკნაძე.







ირაკლი ნადარეიშვილი: „ყველა საკითხი, რასაც ბიზნესი აყენებს რეგულაციების შემსუბუქების თუ ვაქცინაციის კუთხით, საქართველოს მთავრობის დღის წესრიგშია და მიმდინარეობს აქტიური განხილვა

ირაკლი ნადარეიშვილი: „ყველა საკითხი, რასაც ბიზნესი აყენებს რეგულაციების შემსუბუქების თუ ვაქცინაციის კუთხით, საქართველოს მთავრობის დღის წესრიგშია და მიმდინარეობს აქტიური განხილვა
access_time2021-05-15 11:53:01
„ბიზნესთან აქტიური კომუნიკაცია წარმოადგენს საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს და პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების ფონზე განსაკუთრებით აქტუალურია, მათთან ერთად ვიმსჯელოთ როგორც რეგულაციების შემსუბუქების ან ეტაპობრივი მოხსნის, ასევე ვაქცინაციის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რათა დავიცვათ ბალანსი და ვიპოვოთ ისეთი შუალედი, რომ მაქსიმალურად დავიცვათ როგორც ბიზნესის, ასევე ჩვენი საზოგადოების ინტერესები და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები - ამის შესახებ...

14 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარდა

14 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარდა
access_time2021-05-14 18:00:19
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 14 მაისის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 14 მაისის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 15 მაისისთვისაა) ეროვნული ვალუტა აშშ...

584 000 ლარიანი ჯარიმა ფულის გათეთრებისთვის - სებ-მა ბანკი და მისო დააჯარიმა

584 000 ლარიანი ჯარიმა ფულის გათეთრებისთვის - სებ-მა ბანკი და მისო დააჯარიმა
access_time2021-05-14 16:00:30
ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი და ვალუტის გადამცვლელი პუნქტი (რაოდენობა უცნობია) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის დააჯარიმა. ფულის გათეთრებისა...

ბაზარზე ზეითუნის ზეთის და ზეთისხილის 20-22% უკვე ქართულია - „ქართული ზეთისხილი“

ბაზარზე ზეითუნის ზეთის და ზეთისხილის 20-22% უკვე ქართულია - „ქართული ზეთისხილი“
access_time2021-05-14 17:00:56
,,კარგი მოვლის შემთხვევაში, 1 ჰექტრიდან 8-9 ათასი დოლარის შემოსავლის მიღება არის შესაძლებელი“ - ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ,,ქართული ზეთისხილის დამფუძნებელმა და მსოფლიო ზეთისხილის საბჭოს პრეზიდენტმა განაცხადა.   გიორგი სვანიძის თქმით, წელს გასულ წელთან შედარებით 2-ჯერ გაზრდილ მოსავალს ელოდებიან, ქართული ზეთისხილი კი რუსეთსა და ნიდერლანდებშიც გაიყიდება.   ,,წელს, საკმაოდ კარგი მოლოდინი გვაქვს მოსავლის კუთხით. დაახლოებით 2-ჯერ მეტს...

Los-Angeles times: ახალ ამერიკულ სანქციებს არასწორი სამიზნე აქვთ

Los-Angeles times: ახალ ამერიკულ სანქციებს არასწორი სამიზნე აქვთ
access_time2021-05-14 20:00:23
აშშ-ს საელჩომ მოსკოვში რუსეთის მოქალაქეებისთვის არასაემიგრაციო ვიზების გაცემა შეაჩერა. რუსები, რომლებსაც შტატებში ბიზნესისთვის ან სასწავლებლად წასვლა სურთ, ვიზების მიღება მესამე ქვეყნებში შეუძლიათ.   საკონსულო მომსახურეობის შეჩერება - ვაშინგტონს და მოსკოვს შორის სანქციების გაცვლის შედეგებია - პრინციპი „თვალი თვალის წილ“ დიპლომატიაშიც მოქმედებს.   ამერიკა უფრო შორს წავიდა და მოსკოვში თავის საელჩოში რუსეთის მოქალაქეების დასაქმება აკრძალა, რაც...


მსგავსი სიახლეები

up