აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის (OFAC) ოფისი აცხადებს, რომ 134 000 დოლარით დააჯარიმებს კომპანია „ამაზონს“ სანქციების დარღვევისა და რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე, ასევე ირანსა და სირიაში საქონელის მიწოდებისთვის.
კომპანია Amazon.com-ი დათანხმდა OFAC- ოს რამდენიმე პროგრამის აშკარად დარღვევისათვის წარმოქმნილი დავის მოსაგვარებლად, - ნათქვამია აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.
მანამდე აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციები დაუწესა შვიდ პირსა და მოსკოვის რკინიგზის კერძო კომპანიის თანამშრომლების ქერჩის ხიდზე სარკინიგზო მიმოსვლისა და ანექსირებულ ყირიმში რუსეთის საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე ჩატარებული კენჭისყრის ორგანიზებისთვის.
რადიო თავისუფლება“