ამერიკის შეერთებული შტატები და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი მოლდოვაში მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებენ

ამერიკის შეერთებული შტატები და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი მოლდოვაში მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებენ

access_time2019-06-10 19:50:52

ამერიკის შეერთებული შტატები და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი მოლდოვაში მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებენ. მოლდოვაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით მათ განცხადებები გაავრცელეს.

ვაშინგტონი მოლდოვაში ყველა პოლიტიკურ პარტიას თავშეკავებისკენ და პოლიტიკური დიალოგის გზით შეთანხმებისკენ მოუწოდებს. განვითარებისა და დემოკრატიის უზრუნველყოფა მოლდოვისა და მოლდოველებისთვის საერთო მიზანს წარმოადგენს, რომელსაც აშშ მხარს უჭერს და მომავალშიც დაუჭერს, - წერია განცხადებაში.


დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ აშშ აღიარებს 24 თებერვალს მოლდოვაში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს.


თავის მხრივ ნატომ ოფიციალურ დოკუმენტში განაცხადა, რომ შეშფოთებით ადევნებს თვალს ქვეყანაში შექმნილ მოვლენებს: მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას სიმშვიდისკენ, თავშეკავებისა და განსხვავებული შეხედულებების დიალოგის გზით მოგვარებისკენ, კანონის სრული დაცვით, - აღნიშნულია ნატოს განცხადებაში.



9 ივნისს მოლდოვას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა პაველ ფილიპმა პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი არჩევნები დანიშნა. მოლდოვაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2019 წლის 6 სექტემბერს ჩატარდება.


მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი პაველ ფილიპი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა.


24 თებერვალს გამართული საპარლამენტო არჩევნებიდან თითქმის 4 თვის შემდეგ მოლდოვაში დროებითი მთავრობა ჩამოყალიბდა.


Deutsche Welle-ს ინფორმაციით, პრორუსულად განწყობილმა სოციალისტებმა და პროევროპულად განწყობილმა მემარჯვენე ბლოკ ACUM-მა კონსენსუსს მიაღწიეს და ხელი მოაწერეს დროებით შეთანხმებას ქვეყნის დეოლიგარქიზაციის შესახებ.



თეგები:
მოლდოვა



გიორგი გახარია - „2020 წლის ბიუჯეტი პირველ რიგში ორიენტირებული უნდა იყოს მოქალაქეზე, მკაცრად გაკონტროლდება ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების პრინციპის შენარჩუნება“

გიორგი გახარია - „2020 წლის ბიუჯეტი პირველ რიგში ორიენტირებული უნდა იყოს მოქალაქეზე, მკაცრად გაკონტროლდება ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების პრინციპის შენარჩუნება“
access_time2019-09-19 10:38:45
„2020 წლის ბიუჯეტი პირველ რიგში ორიენტირებული უნდა იყოს მოქალაქეზე და ყველამ უნდა გავითვალისწინოს სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მიმდინარეობს 2020 წლის ბიუჯეტის მოსამზადებელი სამუშაოები. პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმ მნიშვნელოვან კომპონენტებზე, რომელიც 2020 წლის ბიუჯეტში უნდა იყოს გათვალისწინებული და მინისტრთა კაბინეტის...

სალომე ზურაბიშვილი იზიარებს იმ ღირებულებებს, რომლებზეც დგას ქართული ოცნება - რას ამბობდა ოცნება სალომე ზურაბიშვილზე

სალომე ზურაბიშვილი იზიარებს იმ ღირებულებებს, რომლებზეც დგას ქართული ოცნება - რას ამბობდა ოცნება სალომე ზურაბიშვილზე
access_time2019-09-18 22:30:57
მას შემდეგ, რაც მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა რამდენიმე მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული შეიწყალა, სალომე ზურაბიშვილი საზოგადოების კრიტიკის ობიექტი კიდევ ერთხელ გახდა. პრეზიდენტს განმარტებას ქართული ოცნების დეპუტატები და ხელისუფლების წარმომადგენლებიც სთხოვენ. მათი თქმით, პრეზიდენტის შეწყალების დისკრეციული უფლების მიუხედავად, პოლიციელის და სტუდენტის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალება მიუღებელია. პრეზიდენტად ე.წ დამოუკიდებელი კანდიდატი  ქართული ოცნების...

Forbes: შეძლებს თუ არა ზელენსკი პუტინთან შერიგებას

Forbes: შეძლებს თუ არა ზელენსკი პუტინთან შერიგებას
access_time2019-09-18 20:00:41
უკრაინის ახალი მთავრობა ყოფილი მსახიობის ვლადიმერ ზელენსკის ხელმძღვანელობით, არ ეთანხმება ბევრ ადამიანს დასავლეთში, ვინც თვლის ვლადიმერ პუტინს საშინელ ბოროტებად. ზელენსკი მიიჩნევს, რომ პუტინს სურს ურთიერთობების ნორმალიზება. ერთ-ერთ საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლის დროს უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თანახმაა საერთაშორისო სამშვიდობო კონტინგემტის განლაგებაზე აღმოსავლეთ უკრაინაში და სურს დაასრულოს ომი დონეცკის და ლუგანსკის...

რუსეთმა ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკას ხელფასების და პენსიებისთვის 1 მლრდ. რუბლი გამოუყო

რუსეთმა ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკას ხელფასების და პენსიებისთვის 1 მლრდ. რუბლი გამოუყო
access_time2019-09-18 18:00:07
2019 წელს მოსკოვმა აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას საბიუჯეტო სფეროს ხელფასების და პენსიებისთვის 1 მლრდ. რუბლი, ასევე საბანკო სისტემის გაძლიერებისთვის 500 მლნ. რუბლი გამოუყო - განაცხადა რუსეთის ფედერაციის ე.წ. ელჩმა აფხაზეთში ალექსეი დვინიანინმა. „ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საინვესტიციო პროგრამას. 2019 წლისთვის ის ითვალისწინებს 1,7 მლრდ. რუბლის ღირებულების პროექტების რეალიზებას. ამასთან ერთად რუსეთმა...

ბიძინა ივანიშვილი: 2012-ში ხალხს ქუთაისში უნივერსიტეტს დავპირდი, 2020-ში - სტუდენტები შეაბიჯებენ

ბიძინა ივანიშვილი: 2012-ში ხალხს ქუთაისში უნივერსიტეტს დავპირდი, 2020-ში - სტუდენტები შეაბიჯებენ
access_time2019-09-18 16:30:40
ბიძინა ივანიშვილი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობის შესახებ განცხადებას ქართული ოცნების ფეისბუქ-გვერდზე ავრცელებს. პარტიის თავმჯდომარე წერს, რომ "განათლება ისევე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, როგორც ჰაერი და წყალი". მისივე თქმით, ის 2012 წელს საზოგადოებას დაჰპირდა, რომ ქუთაისში უნივერსიტეტი აშენდებოდა, 2020 წლის სექტემბერში კი "აქ პირველი სტუდენტები შეაბიჯებენ". პოსტს კომერსანტი უცვლელად...


მსგავსი სიახლეები

up