აშშ ჩინური ტექნოლოგიური ექსპანსიის წინაამღდეგ ომს იწყებს

აშშ ჩინური ტექნოლოგიური ექსპანსიის წინაამღდეგ ომს იწყებს

access_time2020-08-24 20:00:46

აგვისტომ ჩინურ ტექნოლოგიურ კომპანიებს ცუდი ახალი ამბები მოუტანა, აშშ-მ Huawei-ს წინაამღდეგ სანქციები გაამკაცრა, აუკრძალა ამერიკელებს ჩინურ სერვის TikTok-თან ყოველგვარი კონტაქტები და ჩინური მესენჯერი WeChat. ამიტომ დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ აშშ ჩინეთთან სრულ მასშტაბიან ტექნოლოგიურ ომს იწყებს.


2018 წელს Huawei ჩიპებს ამერიკული კომპანიებისგან ყიდულობდა, მათ შორის Qualcomm, Intel, Micron დაBroadcom იყვნენ. საშუალოდ წლის მანძილზე მათგან ჩიპების შეძენაზე ჩინური კონცერნი 13 მლრდ. დოლარს ხარჯავდა. 2019 წელს აშშ-მ კომპანიის წინაანღდეგ სანქციები შემოიღო და ამერიკული სათადარიგო ნაწილების შესყიდვა აუკრძალა. გამოსავალი ერთი შეხედვით მოიძებნა - Huawei-მა ჩიპების ყიდვა ტაივანური​ Taiwan Semiconductor Manufacturing Corporation (TSMC) -სგამ დაიწყო.


პარალელურად, ამერიკული სანქციების მიუხედავად, 2019 წელს Huawei-ს შემოსავალი 19,1%-ით გაიზარდა, ზრდა 2020 წელსაც გაგრძელდა. ჩინურმა კონცერნმა ასევე 5G-ს ტექნოლოგიების დანერგვის თაობაზე სხვადასხვა ქვეყნებთან 90 კონტრაქტი გააფორმა.


კარგად მიდის საქმეები სმარტფონების გაყიდვის მხრივ - Huawei მე-2 ადგილზე გავიდა და პირველობა მხოლოდ Samsung-ს დაუთმო.


ამ სიტუაციაში აშშ-მ სანქციები გაამკაცრა, კერძოდ ნებისმიერი ქვეყნის კომპანიას Huawei-სთვის ჩიპების გაყიდვა აეკრძალა იმ შემთხვევაში, თუ მათ წარმოებაში ამერიკული ტექნოლოგიები და დანადგარები გამოიყენება.



ეს სანქციები გაცილებით სერიოზულია, რადგანაც, ბოლო თაობის ჩიპების წარმოების ტექნოლოგიას ამერიკული KLA, Lam Research და Applied Materials ფლობენ. ჩინური კონცერნის მიერ შესყიდული ტაივანური ჩიპების ტექნოლოგიებს ამერიკული HiSilicon ფლობს. შესაბამისად, ეს შესაძლებლობა Huawei-სთვის დაიხურა, ამიტომაც კონცერნის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ უკვე შექმნა საკუთარი ჩიპები და ამ მხრივ შტატებზე დამოკიდებული უკვე არ არის. თუმცა, როგორც ჩანს ჩინური ჩიპების გამოყენების დრო ჯერ არ მოსულა და კომპანიამ ჩიპების იმპორტირება შუამავლების დახმარებით განაგრძო.


თუმცა, კიდევ უფრო მძიმე ბოლო დარტყმა აღმოჩნდა. ახალი სანქციები უკრძალავს ამერიკული ტექნოლოგიებით დამზადებული ჩიპების მიყიდვას შუამავლებსაც კი, რომელთა უკან Huawei დგას. საბოლოო ჯამში გამოდის, რომ ჩიპების ვერც ერთი მწარმოებელი ჩიპებს Huawei-ს ვერ მიაწვდის, Huawei კი მათ შუამავლების დახმარების გარეშეც ვერ შეიძენს.


ჩინურ კომპანიას შემქნილი სიტუაციიდან გამოსვლა ძალიან გაუჭირდება და შესაძლოა ეს იყო სასიკვდილო განაჩენი. Huawei თითქმის ყველა პროდუქციაში სმარტფონებით დაწყებული 5G-ს აღჭურვილობით დასრულებული ჩიპებს აქტიურად გამოიყენებს. სხვათაშორის ბრიტანეთმა 5G-ს ქსელის განვითარებაზე Huawei-ს უარი სწორედ სანქციების გამო ჩიპების მიწოდების არასტაბილურობის რისკის გამო უთხრა.


ვაშინგტონის შეტევა მხოლოდ Huawei-ით არ შემოიფარგლება დონალდ ტრამპის ბოლო გადაწყვეტილება სერვის TikTok-ს ეხება. კერძოდ, აშშ TikTok-ის მფლობელ Bytedance-ისგან მოითხოვს 90 დღის მანძილზე კომპანია Musical.ly-სთან შერწყმის შედეგად მიღებულ ყველა აქტივზე უარის თქმას. სწორედ Musical.ly-სთან დადებული გარიგების წყალობით TikTok-მა გლობალური აუდიტორია მიიღო, რადგანაც Musical.ly იყო მოკლე ვიდერგოლების პირველი სერვისი, რომელიც შტატებში პოპულარული იყო. Musical.ly-ს ინფრასტრუქტურა დღეს აქტიურად გამოიყენება TikTok-ის მიერ, სანქციების აღსრულების შეთხვევაში Bytedance სერვისზე კონტროლს მთლიანად დაკარგავს.


გარდა ამისა, ამერიკის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს TikTok-თან ყოველგვარი კონტაქტები აკრძალა, როგორც მომხმარებლის დონზე, ასევე საქმიანი გარიგებების მიზნით. წილის ყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს Microsoft აწარმოებდა, თუმცა, სანქციების შემოღების შემდეგ პროცესი შეჩერდა. WeChat-ის წინაამღდეგ სანქციები ნაკლებად საშიშია, რადგანაც ეს მესენჯერი ჩინეთის ფარგლებს გარეთ პოპულარობით არ სარგებლობს. თუმცა, იმ შეთხვევაში, თუ სანქციებით მესენჯერის დაყენება აიფონებზე აიკრძალება, ეს ზარალს Apple-ს მიაყენებს, რომელიც ასეთ შემთხვევაში ჩინურ ბაზარს დაკარგავს.


მეორეს მხრივ, სანქციებით WeChat-ისთვის ამერიკული ტექნოლოგიების მიწოდება იკრძალება, ეს კი მესენჯერის ინფრასტრუქტურას დიდ ზიანს მიაყენებს. ამ საკითხში კითხვები პასუხებზე მეტია.


ერთადერთი, რისი თქმაც გარკვევით შეიძლება ისაა, რომ აშშ ჩინური ტექნოლოგიების ექსპანსიას ომს უცხადებს. შტატების ხელისუფლების მიერ გამოცხადებული მასშტაბური პროგრამა „სუფთა ქსელი“ ამერიკული ბაზრიდან ჩინური ტექნოლოგიური და საკომუნიკაციო კომპანიების განდევნას, ჩინური მობილური სერვისების და ჩინურ სმარტფონებზე ამერიკული პროგრამების დაყენების აკრძალვას გულისხმობს.


rbc.ru

თენგიზ აბლოთია


თეგები:
ექსპანსია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up