აშშ $250 მილიარდის ჩინურ პროდუქციას 25%-ის ნაცვლად 30%-ით დაბეგრავს

აშშ $250 მილიარდის ჩინურ პროდუქციას 25%-ის ნაცვლად 30%-ით დაბეგრავს

access_time2019-08-24 19:35:25

აშშ 250 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ პროდუქციას 25%-ის ნაცვლად 30%-ით დაბეგრავს. ასეთი გადაწყვეტილება თეთრი სახლის ლიდერმა მას შემდეგ მიიღო, რაც 23 აგვისტოს ჩინეთმა 75 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკულ პროდუქციაზე ტარიფები დააწესა.

„ჩინეთს არ უნდა გადაედგა ეს ნაბიჯი. 1 ოქტომბრიდან 250 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ პროდუქციას არა 25%, არამედ 30%-ით დაიბეგრება. გარდა ამისა, 300 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ საქონელზე 1 სექტემბრიდან არა 10%-იანი, არამედ 15%-იანი ტარიფები დაწესდება. გმადლობთ ყურადღებისთვის“, - დაწერა ტრამპმა Twitter-ზე.

საჯარიმო ტარიფები 5-დან 10%-მდე აშშ-დან იმპორტირებულ 5 078 დასახელების პროდუქტზე დაწესდება. გამოცემის ცნობით, ახალო ტარიფების ნაწილი 2019 წლის 1 სექტემბერს, ნაწილი კი 15 დეკემბერს შევა ძალაში. 

ჩინეთმა აშშ-ს $60 მილიარდის პროდუქციაზე ტარიფების დაუწესა. ეს რეგულაცია ძალაში 1 ივნისიდან შევიდა .გადაწყვეტილება ოფიციალურმა პეკინმა მას შემდეგ მიიღო, რაც აშშ-მა ჩინეთს 10 მაისს $250 მილიარდის ჩინურ პროდუქციაზე ტარიფები 10%-დან 25%-მდე გაუზარდა.


Reuters-ის ცნობით აშშ-დან იმპორტირებულ 5140 დასახელების პროდუქტს ჩინეთი 20%-დან 25%-მდე დაბეგრავს. მანამდე პეკინმა აშშ-დან შემოტანილ ძირითად პროდუქტებზე ტარიფი 5-10%-ის ფარგლებში დაადგინა. 

აშშ-მა ჩინეთის პროდუქციას გადასახადები 2018 წელს დაუწესა. გასული წლის ივნისში, 25%-იანი ტარიფები დაწესდა, რომელიც მთლიანობაში 50 მილიარდ დოლარს მოიცავდა. სექტემბერში ამოქმედდა 10%-იანი ტარიფი, რომლის საერთო ღირებულება 200 მილიარდი დოლარი იყო.  2019 წლის მაისში, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ჩინეთის სავაჭრო მოლაპარაკებები ნელა მიმდინარეობდა და გადასახადები მაინც აიწევდა.


imedinews

თეგები:
აშშ



ტურისტების რიცხვმა 9 მილიონს გადააჭარბა

ტურისტების რიცხვმა 9 მილიონს გადააჭარბა
access_time2020-01-22 19:00:34
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ტურისტების რიცხვმა [2019 წელს] 9 მილიონს გადააჭარბა. დასახელებული რიცხვი საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობას შეესაბამება და არა ტურისტული ვიზიტების რაოდენობას. 2018 წელთან შედარებით, 2019 წელს ტურისტების რიცხვი 6.8%-ით გაიზარდა და 5 მლნ შეადგინა. ცხრილი 1: საერთაშორისო მოგზაურების სტატისტიკა საქართველოში წყარო: საქართველოს...

Economist-ის დემოკრატიის ინდექსში საქართველოს შეფასება გაუარესდა

Economist-ის დემოკრატიის ინდექსში საქართველოს შეფასება გაუარესდა
access_time2020-01-22 18:30:49
გამოცემა Economist-ის ყოველწლიური, დემოკრატიის ინდექსის მიხედვით, საქართველოში დემოკრატიის ხარიხსი გაუარესდა. 2019 წელს საქართველო კვლავ დარჩა ე.წ. ჰიბრიდული რეჟიმების ჯგუფში, თუმცა შეფასების ქულა 0,08 ქულით გაუარესდა. თუ კი 2018 წელს საქართველოს შეფასებითი ქულა 5,5 ქულა, იყო 2019 წელს 5,42-მდე შემცირდა. უცვლელი დარჩა საქართველოს პოზიცია და წინა წლის მსგავსად კვლავ 89-ე ადგილს ვიკავებთ. ახალი შეფასება 2012 წლის შემდეგ ყველაზე დაბალია. შეფასების...

„კომერსანტის“ 22 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 22 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-22 21:00:21
„კომერსანტის“ 22 იანვრის TOP 10 თემა 1.სადღესასწაულო პერიოდში აუქციონების გამართვა-საკანონმდებლო ხარვეზი თუ კორუფციის წყარო 2.„სოფლის მეურნეობის დარგში სტაბილური განვითარების დინამიკა არ აღინიშნება„ 3.სამორინეების ინკოგნიტო...

Deutche welle: ამერიკა ჩინეთისთვის ენერგორესურსების მთავარი მიმწოდებელი გახდება

Deutche welle: ამერიკა  ჩინეთისთვის ენერგორესურსების მთავარი მიმწოდებელი გახდება
access_time2020-01-22 20:00:27
2021 წელს  აშშ-ს შეუძლია ჩინეთისთვის ენერგორესურსების მთავარი მიმწოდებელი გახდეს, და ჩაანაცვლოს რუსეთი, საუდის არაბეთი, ანგოლა, და ავსტრალია . ასეთი დასკვნამდე  გერმანიის ეკონომიკის ინსტიტუტი ამერიკულ-ჩინური სავაჭრო შეთანხმების შესწავლის შედეგად მივიდა.   როგორც ცნობილია, დოკუმენტს   ხელი 15 იანვარს ხანგძლივი სავაჭრო ომის შემდეგ მოეწერა.   კერძოდ, ჩინეთი იღებს თავის თავზე ვალდებულებას 2 წლის მანძილზე 200 მლრდ....

„სილქნეტმა“ გლობალურ საკომუნიკაციო კომპანიასთან OneWeb თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი

„სილქნეტმა“  გლობალურ საკომუნიკაციო კომპანიასთან OneWeb   თანამშრომლობის მემორანდუმს  მოაწერა ხელი
access_time2020-01-22 14:55:46
წამყვანმა ქართულმა კონვერგენტულმა სატელეკომუნიკაციო კომპანია „სილქნეტმა“ გააფორმა თანამშრომლობის მემორანდუმი გლობალურ საკომუნიკაციო კომპანია OneWeb-თან. OneWeb-ის მიზანია სატელიტური კავშირგაბმულობის გამოყენებით უზრუნველყოს მაღალი სიჩქარის და დაბალი ლატენტობის ინტერნეტ-კავშირი ყველგან და ყველასთვის, დედამიწის ნებისმიერ წერტილში. სილქნეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი რამიშვილმა, და OneWeb-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ადრიან სთექელმა, დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის...


მსგავსი სიახლეები

up