აშშ, 200 მილიარდი დოლარის ჩინურ პროდუქციაზე ახალ ტარიფებს აწესებს

აშშ, 200 მილიარდი დოლარის ჩინურ პროდუქციაზე ახალ ტარიფებს აწესებს

access_time2018-07-12 20:00:00

ვაშინგტონმა გადაწყვიტა ჩინეთთან სავაჭრო ომის ესკალაცია, და განაცხადა რომ უკვე არსებულ შეზღუვებს ახალ საიმპორტო ტარიფებს დაუმატებს.  დამატებით 200 მლრდ. დოლარის ღირებულების ჩინური პროდიქცია ახლებურად დაიბეგრება.

 

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის შეფასებით, ეს არის საპასუხო ზომები, რადგანაც ჩინეთს  არ სურს დათმობებაზე წასვლა.

 

აშშ- სავაჭრო წარმომადგენლის რობერტ ლაითხაზერის თქმით, იმის ნაცვლად რომ ჩინეთმა  განიხილოს აშშ- მხრიდან წამოყენებული პრტენეზიები,  ამერიკულ პროდუქციაზე საპასუხო სანქციები დააწესა.

 

პეკინი არ რეაგირებს ჩვენს პრეტენზიებზე და კვლავ აცხადებს, რომ აშშ არ განიცდის არანაირ ზარალს ჩინეთის ინდუსტრული და სავაჭრო პოლიტიკის გამო. ჩინეთს არ შეუძლია შეცვალოს თავისი გადაწყვეტილება, ამიტომაც ჩვენ იძულებულები ვართ გავცეთ პასუხი“ - განაცხადა რობერტ ლაითხაზერმა.

 


ახალი ინიციატივა შეეხება 6 000 დასახელების ჩინურ პროდუქტს. მათ შორის ზღვის პროდუქტებს, ხილს, ბოსტნეულს, მარცვლეულს, თამბაქოს, ავტოსათადარიგო ნაწილებს, დაცვითი სიგნალიზაციებს, და ..

 

აშშ- და ჩინეთს შორის სავაჭრო კონფლიქტის მიზეზი გახდა ორ ქვეყანას შორის იმპორტ-ექსპორტის სტრუქტურაში ჩინეთის სასაგრებლოდ ჩამოყალიბებული დისბალანსი. ვაშინგტინში მიიჩნევენ, რომ ჩინური ბიზნესი ბოროტად იყენებს ამერიკული ბაზრის გახსნილობას და ახორციელებს იაფი პროდუქციის ექსპორტს შტატებში,  რითიც ადგილობრივი წარმოება ზარალდება.

 

ამავე დროს ჩინური ბაზრაზე წვდომა ამერიკული პროდუქციისთვის საკმაოდ შეზღუდულია, რაც წარმოშობს უსამართლო კონკურენციას.

 

 ამის გარდა,  აშშ ადანაშაულებს ჩინეთს ამერიკული ტექნოლოგიების  მოპარვაში.


შექმნილი პრობლემები განიხილებოდა რამდენიმე შეხვედრაზე  ვაშინგტონში და პეკინში.  კონსულტაციები დასრულდა უშედეგოდ. 2018 წლის 15 ინვისს დონალდ ტრამპმა განცადახა ჩინურ  იმპორტზე 25%-იანი ტარიფის შემოღების შესახებ. ეს ინიციატივა შეეხო 50 მლრდ. დოლარის პროდუქციას.


მეორე დღეს პეკინში განაცხადეს  საპასუხო სანქციების შემოღებისთვის მზადყოფნის შესახებ. პეკინში აცხადებენ, რომ მსოფლიო ისტორიაში უმსხვილესი სავაჭრო ომის გაჩაღებაზე პასუხისმგებელია შეერთებული შტატები.






ბახტაძე: კანაფის კულტივაციის ნაწილთან დაკავშირებით საზოგადოებასთან მეტი კომუნიკაცია იყო საჭირო

ბახტაძე: კანაფის კულტივაციის ნაწილთან დაკავშირებით საზოგადოებასთან მეტი კომუნიკაცია იყო საჭირო
person access_time2018-09-22 20:56:01
„რაც შეეხება კულტივაციას, ვფიქრობ რომ ამ ნაწილში მეტი კომუნიკაცია იყო საზოგადოებასთან საჭირო. ამის გამო, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდა მიიღო გადაწყვეტილება რომ შეაჩეროს მეორე ინიციატივა და გავმართოთ დამატებითი კონსულტაციები ყველა მხარესთან ვინც დაინტერესებულია“, - განაცხადა „ქრონიკასთან“ საუბარში საქართველოს...

ქუთაისის პარლამენტი - „ოლიმპიკ არენად“ შენობის ფუნქციაზე ინიციატივა უკვე გაჩნდა

ქუთაისის პარლამენტი - „ოლიმპიკ არენად“  შენობის ფუნქციაზე ინიციატივა უკვე გაჩნდა
person access_time2018-09-21 19:00:00
საქართველოს პარლამენტი პლენარული სხდომების ფორმატში საქმიანობას მომავალი წლის იანვრიდან სავარაუდოდ, დედაქალაქში გააგრძელებს, უკვე აქტიურად მიდის მსჯელობა რა ბედი ეწევა ქუთაისში მდებარე შენობას. პროცესებში ჩართულნი არიან სხავდასხვა ორგანიზაციებიდან. მათ შორის ერთ-ერთი ინიციტივა იმერეთის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე რევაზ რობაქიძემაც წამოაყენა. მისი თქმით, პარლამენტის დღევანდელი შენობა ქუთაისში  „ოლიმპიკ არენად“  უნდა გადაკეთთდეს. აღნიშნულს რობაქიძე რამდენიმე არგუმენტით...

დანიის უმხსვილესმა ბანკმა რუსული მილიარდების გათეთრება აღიარა

დანიის უმხსვილესმა ბანკმა რუსული მილიარდების გათეთრება აღიარა
person access_time2018-09-21 20:00:55
...

„ბოისა“ ყურძნის უძველესი ჯიშებით ღვინის წარმოებას იწყებს

„ბოისა“ ყურძნის უძველესი ჯიშებით ღვინის წარმოებას იწყებს
person access_time2018-09-21 18:00:00
ღვინის ბრენდი „ბოისა“ ყურძნის უძველესი ჯიშებით ხიხვით და ქისით შერეული ღვინის წარმოებას იწყებს. თავდაპირველად 1 000 ლიტრი სუფთა წვენი დაიწურება, რაც ჯამში დაახლოებით 1 400 ბოთლს შეადგენს. 2019 წლის სექტემბერში კი ღვინო მაღაზიების დახლებზე გამოჩნდება.   როგორც „კომერსანტს“ კომპანიის დამფუძნებელმა ვლადიმერ ბოისამ განუცხადა, მისი კომპანიისთვის წლევანდელი წელი საუკეთესო იქნება, რადგან  კარგი მოსავლი მიიღო.  სწორედ ამიტომ, ბრენდის მცირე წარმოებაში „ბოისას“ სავაჭრო...

„საქართველოს ბანკის“ ტექდათვალიერების ბაზარზე შემოსვლით მონოპოლია იქმნება”

„საქართველოს ბანკის“ ტექდათვალიერების ბაზარზე შემოსვლით მონოპოლია იქმნება”
person access_time2018-09-21 14:30:49
„საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ ხელმძღვანელის, ვაჟა იორდანიშვილის განცხადებით, ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების ბაზარზე მონოპოლიის საფრთხე არსებობს. ამის შესახებ...


მსგავსი სიახლეები

up