აშშ 16 ივნისიდან ამერიკაში ფრენას აუკრძალავს ჩინეთის სამგზავრო ავიაკომპანიებს. ვაშინგტონი ზეწოლას ახორციელებს პეკინზე, რომ ჩინეთში ფრენის უფლება მისცეს ამერიკის ავიაკომპანიებს, რაც შეწყვეტილია პანდემიის პერიოდში.
ამის შესახებ 3 ივნისს გამოაცხადა აშშ-ის ტრანსპორტის სამინისტრომ და დასძინა, რომ ჩინეთმა დაარღვია ორ ქვეყანას შორის შეთანხმება, რომელიც ერთიმეორის ავიაკომპანიებს ეხება.
აშშ-ის ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მას შემდეგ, რაც ჩინეთმა არ დააკმაყოფილა United Airlines-ისა და Delta Air Lines-ის მოთხოვნა, მიმდინარე თვეში განეახლებინა მათი რეისები ჩინეთში.
აშშ-ის ამ ავიაკომპანიებმა მიმდინარე წლის დამდეგს შეწყვიტეს ჩინეთში ფრენა კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით, რომელიც ჩინეთიდან დაიწყო.
radiotavisupleba.ge