აშშ-ის ხელისუფლება 10 მილიონი ადამიანისთვის Pfizer-ის მიერ შექმნილ კორონავირუსის საწინააღმდეგო აბებს შეიძენს. ამის შესახებ გამოცემა The New York Times-ი წერს.
მისი ცნობით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია Paxlovid-ის აბებზე 5 მილიარდ დოლარს დახარჯავს.
Pfizer-ის მტკიცებით, Paxlovid-ის გამოყენება შეიძლება როგორც კორონავირუსის პროფილაქტიკისთვის, ასე მძიმედ მიმდინარე კოვიდინფიცირებულების სამკურნალოდ. კოვიდინფიცირების შემთხვევაში პრეპარატი 89%-ით ამცირებს ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების რისკებს.
imedinews.ge