აშენდება თუ არა დიდ დიღომში „ომეგა ჯგუფის“ უნივერსალური მინი ქალაქი, უცნობია - კომპანიას მშენებლობის ნებართვა მერიიდან  ამ დრომდე არ მიუღია

აშენდება თუ არა დიდ დიღომში „ომეგა ჯგუფის“ უნივერსალური მინი ქალაქი, უცნობია - კომპანიას მშენებლობის ნებართვა მერიიდან ამ დრომდე არ მიუღია

access_time2019-04-16 11:00:17

დიდ დიღომში ახალი უნივერსალური მინი ქალაქის მშენებლობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. „ომეგა ჯგუფს“ Omega home-ის მშენებლობა გასულ წელს, მას შემდეგ უნდა დაეწყო, რაც თბილისის მერიისგან მშენებლობის ნებართვას მიიღებდა.


„კომერსანტი“ დაინტერესდა, რა ეტაპზეა პროექტის მიმდინარეობა და ამის გასარკვევად თავად „ომეგა ჯგუფს“ დაუკავშირდა, თუმცა, მათგან კომენტარი ამ დრომდე ვერ მიიღო.


როგორც აღმოჩნდა, კომპანიას მშენებლობის ნებართვა ამ დრომდე არ მიუღია. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში „კომერსანტს“ განუცხადეს, რომ დიდ დიღომში კომპანიის საკუთრებაში არსებულ ნაკვეთზე 2017 წლის ნოემბერში შეტანილი იყო გრგ-ს შეთანხმებაზე განაცხადი, თუმცა, მერიამ კომპანიას შენიშვნების გასათვალისწინებლად უკან დაუბრუნა.


„სამსახურმა შეამოწმა მათ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და რიგი გარემოებების დაზუსტება მოითხოვა. კომპანიას დეტალურად ეცნობა შენიშვნების შესახებ, მიეცა ვადა გამოსასწორებლად და განაცხადის ხელახლა წარსადგენად. გადაწყვეტილება 2017 წლის 8 ნოემბერს იქნა გამოტანილი, კანონის მიხედვით, კომპანიას ახალი განაცხადი 30 სამუშაო დღეში უნდა წარმოედგინა. დღევანდელი მდგომარეობით, „ომეგა ჯგუფს“ ახალი განაცხადი არ წარმოუდგენია„- აცხადებენ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში.



როგორც ცნობილია, მშენებლობა 400 მილიონი ლარის ბრიტანულ-ქართული ინვესტიციით უნდა განხორციელებულიყო.


პროექტის ფარგლებში იგეგმება 40 საცხოვრებელი კორპუსის, ასევე კომერციული და გასართობი ცენტრების მშენებლობა. ახალ ქალაქში 5000 ოჯახი იცხოვრებს, გარემო კი მაქსიმალურად იქნება მორგებული მათ საჭიროებებსა და ბიზნეს ინტერესებზე. „ომეგა ჯგუფში“ 2018 წლის ზაფხულში აცხადებდნენ, რომ პროექტი ჯამში 160 ათასი კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე სკოლების, საბავშვო ბაღების, თეატრის, კინოს, სპორტული კომპლექსის და სავაჭრო ცენტრების მშენებლობას  გულისხმობს.


„ომეგა ჯგუფში“ აცხადებდნენ, რომ განსაკუთრებით საინტერესოა არქიტექტურის ნაწილი. კერძოდ, უნიკალური პროექტის ავტორი ბრიტანელი სპეციალისტია, რომელიც გასულ წელს გაერთიანებულ სამეფოში საუკეთესო ქალ არქიტექტორად დასახელდა.





სოფო ქსოვრელი 





აშშ-მ თურქეთი წინააღმდეგ სანქციების დაწესება დაიწყო

აშშ-მ თურქეთი წინააღმდეგ სანქციების დაწესება დაიწყო
access_time2019-07-22 20:00:40
“ვაშინგტონმა აუკრძალა ანკარას მონაწილეობა გამანადგურებლის F-35-ის შექმნის და წარმოების პროგრამაში. ამის მიზეზია თურქეთის მიერ რუსული საზენიტო კომპლექსების ს-400-ის ყიდვა,“  - ნათქვამია თეთრი სახლის ოფიციალური განცხადებაში. დოკუმენტში წერია, რომ ამერიკული სამხედრო თვითმფრინავების გამოყენება რუსულ სადაზვერვო ტექნიკასთან გვერდით დაუშვებელია, რადგანაც ამ ტექნიკის ერთ-ერთი ამოცანა არის სწორედ F-35-ს საბრძოლო მახასიათებლებზე ინფორმაციის...

“ავერსი“ ყოფილი ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე გამხმარი ფიჭვების მოჭრას სექტემბერში დაიწყებს - რა ჯიშის ხეებით ჩანაცვლდება “ელდარის ფიჭვები“

“ავერსი“ ყოფილი ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე გამხმარი ფიჭვების მოჭრას სექტემბერში დაიწყებს - რა ჯიშის ხეებით ჩანაცვლდება “ელდარის ფიჭვები“
access_time2019-07-22 19:00:11
ყაზბეგის გამზირზე, ყოფილი ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე, ორი წლის წინ დაავადებული და გამხმარი ფიჭვების მოჭრა სექტემბერში დაიწყება და მათ ადგილას როგორც წიწოვანი, ასევე ფოთლოვანი ხეები დაირგვება.  ამის შესახებ “კომერსანტს“  „ავერსი-ფარმას“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ფურცელაძემ განუცხადა.   როგორც ირაკლი ფურცელაძე ამბობს,  საავადმყოფოს ტერიტორიაზე ფიჭვების დაავადების შესახებ დაახლოებით...

თემურ ჭყონია: „თუ ეროვნული ბანკი არ ერევა ლარის გამყარებაში, მაშინ მისი ფუნქცია უნდა გადაიხედოს„

თემურ ჭყონია:  „თუ ეროვნული ბანკი არ ერევა ლარის გამყარებაში,  მაშინ მისი ფუნქცია უნდა გადაიხედოს„
access_time2019-07-22 16:30:05
ბიზნესმენი, „კოკა–კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელი თემურ ჭყონია ლარის  არასტაბილურობის გამო,  ეროვნული ბანკის ფუნქციების გადახედვის საჭიროებას ხედავს. მისი განმარტებით, ლარის არასტაბილურობა ქვეყნის ეკონომიკის განმსაზღვრელია და არამარტო ბიზნესის. გარდა ამისა, არასტაბილური  ლარი მოქმედებს ყველაფერზე, მათ შორის ბიზნესზე, რადგან ქვეყანაში ყველაფერი სწორედ ბიზნესისგან...

ბანკებს მოგება თითქმის გაუნახევრდათ

ბანკებს მოგება თითქმის გაუნახევრდათ
access_time2019-07-22 15:00:41
2019 წლის ივნისში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 33,993 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით, 29,991 მლნ ლარით, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13,940 მლნ ლარით ნაკლებია. კერძოდ, ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის ივნისში ბანკების წმინდა მოგება/ზარალი 47,933 მლნ ლარი, ხოლო 2019 წლის მაისში - 63,984 მლნ იყო. ამასთან, მიმდინარე წლის ივნისში, ბანკების შემოსავლებმა 345,001 მილიონი ლარი,...

რატომ ურჩევს სებ-ი ბიზნესებს ფორვარდული გარიგებების დადებას

რატომ ურჩევს სებ-ი ბიზნესებს ფორვარდული გარიგებების დადებას
access_time2019-07-22 14:37:52
ქართული ბიზნესები მუდმივ რეჟიმში ცდილობენ, რომ საკუთარი სავალუტო რისკები მინიმუმამდე შეამცირონ. იმის გამო, რომ საქართველოში გაყიდული საქონლის ნახევარზე მეტი არის იმპორტირებული, საქონლის რეალიზაცია კი, ეროვნულ ვალუტაში ხდება, ბიზნესი ბუნებრივად სავალუტო რისკის წინაშე დგება. ლარის მერყეობის ზრდასთან ერთად ამ ბიზნესებისთვის ოპერირება გართულდა. მოიმატა გაურკვევლობამ იმის შესახებ, თუ რა უნდა იყოს იმპორტირებული პროდუქციის სარეალიზაციო ფასი და სადამდე შეიძლება ის...


მსგავსი სიახლეები

up