ასეულ მილიონიანი ფასნამატი ფარმაცევტულ პროდუქტზე - რა შემოსავალი აქვს „ავერსს“, „პსპ-სა“ და „ჯიპისის“

ასეულ მილიონიანი ფასნამატი ფარმაცევტულ პროდუქტზე - რა შემოსავალი აქვს „ავერსს“, „პსპ-სა“ და „ჯიპისის“

access_time2020-12-03 18:30:10

რამდენიმე ასეულობით მილიონი ლარის შემოსავალი და ასეულ მილიონიანი ფასნამატი ფარმაცევტულ პროდუქციაზე - ასეთი მონაცემები ჩანს ფარმაცევტული ბაზრის ლიდერი კომპანიების ფინანსური ანგარიშგებებიდან.

 

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორია მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების ფინანსური მაჩვენებლები. 2019 წლის სავალდებულო ფინანსური აუდიტი კომპანიების ნაწილმა უკვე გაიარა. მათ შორის არის ფარმაცევტული სექტორის მონაწილე სამი კომპანია - „ავერსი“; „პსპ“ და „ჯიპისი“. როგორც ფინანსური ანგარიშგებებიდან ირკვევა, სამივე კომპანია 1-ელ კატეგორიაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეულის აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონ ლარს; შემოსავალი 100 მილიონ ლარს; დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი 250-ს აღემატება.

 

რაც შეეხება თითოეული კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებს, „ბიზნესპრესნიუსი“ კომპანიათა კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებას გაეცნო, რაც ნიშნავს იმას, რომ დოკუმენტაციაში მათი შვილობილი კომპანიების მაჩვენებლებიც არის შეტანილი.

 

კერძოდ, შპს „ავერსი-ფარმა ჯგუფის“ მოგება დაბეგვრამდე გასული წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 20 174 000 ლარი; შემოსავალი კი ჯამში, 456 542 000 ლარი იყო. მათ შორის, კომპანიამ შემოსავლის სახით წინა წელს, პროდუქციის საცალო რეალიზაციიდან 282 021 000 ლარი; საბითუმო რეალიზაციიდან - 33 493 000 ლარი; სამედიცინო მომსახურებიდან კი 135 233 000 ლარი მიიღო. ამასთან, საანგარიშო პერიოდში კომპანია ფლობდა 457 709 000 ლარის აქტივებს.

 

შპს „ავერსი-ფარმა“ დაარსდა 1999 წლის 14 მაისს. კომპანიის ძირითადი საქმიანობა არის ფარმაცევტული პროდუქტებისა და პირადი ჰიგიენის ნივთების საცალო და საბითუმო ვაჭრობა. შპს „ავერსი-ფარმა“-ს შვილობილი კომპანიების მთავარი საქმიანობა კი სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების მიწოდებას მოიცავს.

 


ცნობისთვის, შპს „ავერსი ფარმას“ ანგარიშგებაში შემდეგი შვილობილი კომპანიების მონაცემებია შეტანილი - შპს „ავერსი კლინიკა“, შპს „კ.ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი“, სს სადაზღვევო კომპანია „ალფა“, შპს „მედ-ალფა“, შპს „აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკა“ და შპს „მახინჯაურის მრავალპროფილიანი პოლიკლინიკა“. ყველა ამ კომპანიაში „ავერსი ფარმა“ 100%-იანი წილის მფლობელია. ასევე კონსოლიდირებულ ანგარიშგებაში მოხვდა - შპს „მედკაპიტალი“ და შპს „ბრუფარმი-ჯორჯია“, სადაც „ავერსი“ 50-50%-იანი წილის მფლობელია.

 

რაც შეეხება შპს „პსპ ფარმა ჯგუფს“, ის საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე 1994 წლიდან ოპერირებს. ანგარიშგების თანახმად, გასული წლის ბოლოს, კომპანია 447 061 000 ლარის მოცულობის აქტივებს ფლობდა; ამასთან, მისი წლიური ამონაგები 540 600 000 ლარი იყო. რაც შეეხება შემოსავლებს, „პსპ ფარმა ჯგუფის“ შემოსავალმა საცალო რეალიზაციიდან - 368 245 000 ლარი; საბითუმოდან - 129 831 000 ლარი; სამედიცინო მომსახურებიდან კი 38 215 000 ლარი შეადგინა.

 

ცნობისთვის, კომპანიის ძირითადი საქმიანობა ფარმაცევტული პროდუქტებისა და პირადი ჰიგიენის ნივთების საცალო და საბითუმო ვაჭრობა; ხოლო, შვილობილი კომპანიების სამედიცინო მომსახურების მიწოდებაა. კომპანია წარმოადგენს ჯგუფის დედა კომპანიას და ფინანსურ ანგარიშგებაში კონსოლიდირებს შემდეგ შვილობილ კომპანიებს - შპს „ნიუ ჰოსპიტალს“; შპს „თერმულ დაზიანებათა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრს“ და შპს „მედკაპიტალს“, რომლის 50%-საც ფლობს.

 

„ჯიპისის“ შემოსავალმა კი წინა წელს, ფარმაცევტული პროდუქტების გაყიდვებიდან - 614 675 000 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ანგარიშგებაში კომპანიას ამ პროდუქტების თვითღირებულებაც აქვს მითითებული, რაც - 457 820 000 ლარი იყო. შესაბამისად გამოდის რომ, ფასნამატი ფარმაცევტულ პროდუქტებზე 156.855 მლნ ლარს შეადგენს. ამასთან, კომპანიის მოგება დაბეგვრამდე - 51 736 000 ლარი იყო. გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში მის საკუთრებაში 393 230 000 აქტივები იყო.

 

ცნობისთვის, „ჯიპისი“ ბაზარზე სს „გეფას“ სახელით ოპერირებს. „ჯიპისიმ“ სახელი „გეფად“ 2017 წლის 2 თებერვალს გადაირქვა. შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 5 მაისს განხორციელდა სს „გეფასა“ და სს „ეიბისი ფარმაციას“ (ფარმადეპო) შერწყმა, რის შედეგადაც „გეფა“ „ეიბისის“ სამართალმემკვიდრე გახდა.

 

სს „გეფას“ აქციონერებს რაც შეეხება, გასული წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 67%-იან წილს სს „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“; 28%-ს - ენრიკო ბერიძე; ხოლო 5%-ს მიხეილ აბრამიძე ფლობდა.

 

თავის მხრივ, „გეფას“ მშობელ კომპანიას „ჯანდაცვის ჯგუფს“ ფლობდა „ბიჯეო ჯგუფი“ (ჯორჯია კაპიტალი), შესაბამისად, „გეფას“ საბოლოო მშობელი კომპანია 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სწორედ „ბიჯეოა“.



წყარო:bpn





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up