ასეთი მძიმე ვითარება არ მახსოვს, რაც ციფრებში ცხადად გამოიხატება - ივა ჭყონია

ასეთი მძიმე ვითარება არ მახსოვს, რაც ციფრებში ცხადად გამოიხატება - ივა ჭყონია

access_time2021-02-23 15:20:42

„ასეთი მძიმე ვითარება არ მახსოვს“ - ასე აფასებს საქართველოში დღეს განვითარებულ მოვლენებს დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ივა ჭყონია. ბიზნესმენის თქმით, ეკონომიკა პოლიტიკაზე, რომ პირდაპირაა მიბმული ამას ეროვნული ვალუტის კურსიც აჩვენებს. მისივე განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ეკონომიკაზე ძალიან ნეგატიური და მძიმე გავლენა ექნება.

 

„უკვე დღეს, ლარის კურსმა რყევა დაიწყო, 2-3 პუნქტით გაუფასურებულია უცხოურ ვალუტასთან მიმართებით. მდგომარეობა კიდევ უფრო შეიძლება დამძიმდეს. გარდა ამისა, გარდაუვალი იქნება ფასების ცვლილება, რადგან ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი კომპონენტი რომელიც არის საწვავი, გაძვირებულია. როცა ვსაუბრობთ ინვესტიცებზე, ცალსახაა ის, რომ სადაც პოლიტიკურად არასტაბილური გარემოა, იქ ინვესტიციები არ იდება. ქვეყნის ეკონომიკის გამწევი ძალა უნდა ყოფილიყო ინვესტიცია და შემდეგ ტურიზმი, ფაქტიურად ორივე გზა ჩაიხერგა. როდესაც ამერიკა და ევროპა ასეთ მწვავე მესიჯებს აგზავნის, რომელ ინვესტიციებზე საუბარი“, - განაცხადა ივა ჭყონიამ.

 

„კომერსანტის“ კითხვაზე ქვეყანაში მიმდინარე მწვავე პოლიტიკური პროცესები, როგორ აისახება ბიზნეს საქმიანობაზე დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარე გვპასუხობს, რომ  პოლიტიკური არასტაბილურობა ბიზნესზე პირდაპირ აისახება. რაც მისი თქმით, ცხადად ციფრებში გამოიხატება.


 

„ასეთ რთულ დროს ბიზნესის კეთება წარმოუდგენელია. შეიძლება ერთეულები იყვნენ, რომლებიც შექმნილი სიტუაციით ხელ ითბობენ, მაგრამ ზოგადად ძალიან რთულია მუშაობა. პოლიტიკური არასტაბილურობა ბიზნესზე პირდაპირ აისახება. რაც ცხადად გამოიხატება იმ ციფრებში, რომელიც დღეს გვაქვს. რასაც იგივე მთავრობის წევრები, სხვადსხვა მინისტრები აანონსებენ, ჩვენ რეალურად ვნახეთ, რომ სხვა ციფრები მივიღეთ. ეკონომიკურ ვარდნა გაცილებით მეტია და ინფლაციის მაჩვენებელიც რა თქმა უნდა დაგეგმილთან შედარებით გაცილებით მაღალია“, - აცხადებს ივა ჭყონია.


ბაჩო ადამია

თეგები:
ივა ჭყონია.



საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია

საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია
access_time2021-02-25 00:28:10
საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაშვებულია. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „სახელმწიფო დროშები დაშვებულია ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე. 1921 წლის 17 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიამ საქართველოს ანექსია განახორციელა. 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის...

Handelsblatt: რატომ რჩება უკრაინა ინვესტორებისთვის მიმზიდველ ქვეყნად?

Handelsblatt: რატომ რჩება უკრაინა ინვესტორებისთვის მიმზიდველ ქვეყნად?
access_time2021-02-24 20:00:11
უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმირ ზელენსკის დღეს სიცილისთვის აღარ სცალია - ყოფილი მსახიობი-კომიკოსი დღეს მკაცრი მზერით კამერაში იყურება და 3 უკრაინული ტელეარხისთვის  მაუწყებლობის ლიცენზიის ჩამორთმევის შესახებ აცხადებს.     ის ყოველგვარ ბრალდებებს ცენზურის დამყარებაში კატეგორიულად უარყოფს - მისი თქმით, საუბარია არა პრესის თავისუფლების შეზღუდვაზე, არამედ ეროვნულ უსაფრთხოებაზე.     ეს 3 ტელეკომპანია - ZIK, NewsOne...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-02-24 21:00:30
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. ირაკლი ღარიბაშვილმა შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა წარადგინა - რა იხსნება მარტიდან? საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა...

საქართველოში სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების წარმოება დაიწყება

საქართველოში სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების წარმოება დაიწყება
access_time2021-02-24 19:00:17
სეტყვის საწინააღმდეგო და მზისგან დამცავი ბადეების წარმოება საქართველოში უკვე გაზაფხულზე დაიწყება.    ქარელის რაიონში ქარხნის გახსნა 2021 წლის იანვრისთვის იგეგმებოდა, თუმცა, პანდემიის გამო რამდენიმე თვით გადაიდო.    ქარხანას კომპანია Agrobade LTD აშენებს. მისი დამფუძნებლის ავთანდილ მაისურაძის თქმით, წარმოების იდეა ბაზრის შესწავლის შემდეგ გაჩნდა.   „ჩვენ ამ ტიპის...

PMC კვლევა: საქართველო ტურისტების პანდემიამდელ რაოდენობას 2023 წლისთვის მიიღებს

PMC კვლევა: საქართველო ტურისტების პანდემიამდელ რაოდენობას 2023 წლისთვის მიიღებს
access_time2021-02-24 17:38:28
საქართველო ტურისტების პანდემიამდელ რაოდენობას 2023 წლისთვის მიაღწევს, - ასეთია PMC კვლევითმა ცენტრის გამოკითხვის შედეგები.   გამოკითხულ ექსპერტთა უმრავლესობის აზრით (53.3%) ტურისტების რაოდენობა პანდემიამდელ მდგომარეობას დაუბრუნდება 2023 წელს, 26.7%-ის აზრით 2024 წელს.   რესპონდენტებს სთხოვეს გაეკეთებინათ პროგნოზი, თუ რამდენად აღდგება ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 2021 წელს, 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით. 60% ვარაუდობს, რომ 2021 წელს მიღებული...


მსგავსი სიახლეები

up