„ასეთი ლოგიკით იმართება ქვეყანა უკვე მე-9 წელი“ – „საბაგიროთი ჩვეულებრივი მგზავრები არ წარმოადგენენ საფრთხეს, ხოლო მოთხილამურეები საშიში ვართ“

„ასეთი ლოგიკით იმართება ქვეყანა უკვე მე-9 წელი“ – „საბაგიროთი ჩვეულებრივი მგზავრები არ წარმოადგენენ საფრთხეს, ხოლო მოთხილამურეები საშიში ვართ“

access_time2021-01-14 20:00:00

„კოვიდის გავრცელების კუთხით, საბაგიროთი ჩვეულებრივი მგზავრები არ წარმოადგენენ საფრთხეს, ხოლო მოთხილამურეები საშიში ვართ,“ - ამის შესახებ, ტურისტული კომპანიის "ტრაფიკ თრეველის" მმართველი პარტნიორი ცოტნე ჯაფარიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.



„ამინდის გაუარესების გამო, გუდაური სტეფანწმინდის დამაკავშირებელი ჯვრის უღელტეხილი დროებით დაიხურა ყველანაირი ტრანსპორტისთვის, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა ზამთრის პერიოდში საქართველოს ამ მხარეში. როგორც მოგეხსენებათ სამთო სათხილამურო კურორტებზე მთავრობა კრძალავს მოთხილამურეების მომსახურებას საბაგიროებით კოვიდის გავრცელების საფრთხის შიშით.



ახლა მთავარი საოცრება, რადგანაც ჯვრის უღელტეხილი ახლა არის დაკეტილი, მთავრობამ მიიღო უნიკალური გადაწყვეტილება და საბაგიროები გახსნეს, რათა მგზავრებმა შეძლონ გადაადგილება გუდაურიდან სტეფანწმინდის მიმართულებით და უკან.



ყველაზე დიდი საოცრება რასაც მხოლოდ „ოცნების“ წარმომადგენლის თავი თუ მოიფიქრებს - საბაგიროებით სრულად იკრძალება მოთხილამურეების გადაყვანა და ამას მკაცრად გააკონტროლებენ სახელმწიფო ჩინოვნიკები.


ესე იგი, რა ვითარება გვაქვს, საბაგიროთი ჩვეულებრივი მგზავრები არ წარმოადგენენ საფრთხეს კოვიდის გავრცელების კუთხით, ხოლო მოთხილამურეები, რომლებიც მთლიანად აღჭურვილები ვართ პირადი დაცვის საშუალებებით, თურმე ვართ საშიში ვირუსის გავრცელების მხრივ.

ასეთი ლოგიკით იმართება ქვეყანა უკვე მე-9 წელი,“-წერს ჯაფარიძე.



შეგახსენებთ, რომ უამინდობის გამო, გუდაური-კობის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია. ამის გამო, მთის კურორტების მართვის კომპანიის ინფორმაციით, ოთხი საბაგირო - გუდაურა, ფირნი, კობი და თრუსო, დროებით, მხოლოდ მგზავრთა გადაყვანის მიზნით ჩაირთვება. მათივე განმარტებით, საბაგიროებით მოსარგებლეები გაკონტროლდებიან და მოთხილამურეები არ დაიშვებიან.



მთის კურორტების მართვის კომპანიის განმარტებით, საბაგიროები იმუშავებს ყოველდღიურ რეჟიმში, 12:00-დან 15:00 საათამდე, საგზაო მოძრაობის აღდგენამდე.



BPN.GE





თეგები:
საბაგირო



FITCH -მა სამ ქართულ სისტემურ ბანკს “მხარდაჭერის რეიტინგი“ გაუუარესა

FITCH -მა სამ ქართულ სისტემურ ბანკს “მხარდაჭერის რეიტინგი“ გაუუარესა
access_time2021-01-25 15:21:42
საქართველოში რეზოლუციის ჩარჩოს ამოქმედების პასუხად, Fitch -მა სამ ქართულ სისტემურ ბანკს „მხარდაჭერის რეიტინგი“ გაუუარესა.   საფინანსო სექტორში რეზოლუციის კანონმდებლობის შემოღება გავლენიანმა სარეიტინგო სააგენტომ უარყოფითად ჯერ კიდევ 2019 წლის გაზაფხულზე, კანონმდებლობის დაანონსებისას შეაფასა და განაცხადა, რომ თუკი ეს კანონი ამოქმედდებოდა 3 ბანკს: თიბისის, საქართველოს ბანკს და ლიბერთის „მხარდაჭერის რეიტინგს“ არსებული 4 დონიდან 5 დონემდე დაუწევდა.   თუმცა,...

ტურიზმის სექტორის კომპანიების 18% საქმიანობის სრულად შეჩერებას ელის

ტურიზმის სექტორის კომპანიების 18% საქმიანობის სრულად შეჩერებას ელის
access_time2021-01-25 14:30:16
ტურიზმის სექტორში გამოკითხული კომპანიების  18.2% თვლის, რომ მოუწევთ საქმიანობის სრულად შეჩერება, 37%-ს მიაჩნია რომ შემოსავლები შემცირდება 75%-ით, 27.3% - შემოსავლების 50%-ით შემცირებას ვარაუდობს.   ტურიზმის სფეროში მოღვაწე 8 არაკომერციული ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პროგნოზი საკმაოდ პესიმისტურია. ტურიზმის სექტორში დასაქმებულთა უმეტესი წილი მოდის დაბალი რგოლის მომსახურე პერსონალზე, რომელთა ანაზღაურება მათთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია. საქართველოში...

NDI- საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემები უმუშევრობა, სიღარიბე, ფასების ზრდა და ლარის გაუფასურებაა

NDI- საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემები უმუშევრობა, სიღარიბე, ფასების ზრდა და ლარის გაუფასურებაა
access_time2021-01-25 13:26:18
NDI-ის უახლესი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა (59%) საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარ ყველაზე დიდ პრობლემად უმუშევრობას ასახელებს.   კვლევის თანახმად, რომელიც 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდს მოიცავს, ქვეყნის ეკონომიკის წინაშე მდგარ სხვა პრობლემებს შორის დასახელებულია: ფასების ზრდა (45%); სიღარიბე (28%); ლარის გაუფასურება (27%); პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები (14%); დაბალი ხელფასები (11%) და საზღვრების ჩაკეტვა (6%).   ამასთან,...

ხელისუფლება ჭორებს ავრცელებს, თითქოს სექტორთან კომუნიკაცია აქვს - INN Group

ხელისუფლება ჭორებს ავრცელებს, თითქოს სექტორთან კომუნიკაცია აქვს - INN Group
access_time2021-01-25 13:00:03
ჭორებს ავრცელებენ თითქოს სექტორთან გარკვეული კომუნიკაცია არის, - Inn Group -ის  დირექტორმა ერეკლე კოკაიამ  უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოს მხრიდან ბიზნესის იგნორირებაზე  რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა. მან აღნიშნა, რომ  კერძო სექტორს სურს მთავრობის დახმარება, თუმცა საკონსულტაციო შეხვედრაზე არ მოდინ. ყოველ დღე ვწერთ თუმცა  არ რეაგირებენ, — ეს ერეკლე კოკაიას ალოგიკურად ეჩვენება. ფრენების დაშვება, სახმელეო  საზღვრების დაკეტვით და აინტერესებს...

კარგი იქნებოდა, რომ ჩვენთვის აეხსნათ, თუ რატომ არის შეზღუდვა სამთო კურორტებზე

კარგი იქნებოდა, რომ ჩვენთვის აეხსნათ, თუ რატომ არის  შეზღუდვა  სამთო კურორტებზე
access_time2021-01-25 11:00:07
კარგი იქნებოდა, რომ  ჩვენთვის აეხსნათ თუ რატომ არის  შეზღუდვა  ბაკურიანზე  და  ზოგადად  სამთო კურორტებზე , როდესაც  სხვა  კურორტებზე ძალიან ბევრი  ხალხია და ფაქტობრივად ამ ადამიანებს ერთმანეთთან კონტაქტი მაინც აქვთ. ვერ  ვხვდები პანდემიის  გავრცელების პრევენციის  კუთხით სამთო კურორტებოის დაკეტვა რას შველის. -  ამის შესახებ "კომერსანტს" დაბა ბაკურიანში მდებარე სასტუმრო  კრისტალის დირექტორმა ქეთევან...


მსგავსი სიახლეები

up