ასეთი გაყალბებული არჩევნები გაყალბების ბევრჯერ მნახველ ქართველ ხალხს არ ახსოვს - ფიქრია ჩიხრაძე

ასეთი გაყალბებული არჩევნები გაყალბების ბევრჯერ მნახველ ქართველ ხალხს არ ახსოვს - ფიქრია ჩიხრაძე

access_time2020-11-04 15:34:19

„ლელოს“ ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ ბრიფინგი გამართა, სადაც საარჩევნო დარღვევებზე ისაუბრა და ფაქტები წარადგინა. ინფორმაციას „ლელო საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.



ფიქრია ჩიხრაძის თქმით, ასეულობით საჩივარია შესული საოლქო კომისიაში, ამდენივე არ არის შესული რადგან ზოგის ანალიზი ვერ მოესწრო.



„ვერ მოხერხდა ყველა ოქმის გასაჩივრება რადგან ძალიან დიდი გაურკვევლობაა თითოეულ მათგანში. წარმოუდგენელია სრული სურათი შეიქმნას მოკლე დროში, რა დროშიც გვევალებოდა ამის გაკეთება.



სამგორის ოლქში 97 უბნის გახსნა და გადათვლა მოხერხდა. ჩვენი ხმები მაჟორიტარულში იყო განულებული, ხოლო პროპორციულში საგრძნობლად დაკლებული. გასაჩივრების შემდეგ დავინახეთ, რომ ჩემი როგორც მაჟორიტარის ხმები გადაყრილი იყო ბათილ ბიულეტენებში. თითქმის ნაგავში, სადაც საერთოდ შეუვსებელი ან გაფუჭებული ბიულეტენებია ჩაყრილი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში დამაკლეს 49 ხმა, ხოლო პარტიას 20. სამაგიეროდ 200 ხმა იყო დამატებული 41 ნომრის სასარგებლოდ. 78 უბანზე უნდა ყოფილიყო 772 და აღმოჩნდა 726. ჯამურად მთელ საქართველოში სადაც 3847 უბანია, ბათილი ბიულეტენების რაოდენობა 3,5 %-ია. დაახლოებით იმდენი რამდენიც დაგვიწერეს რამდენიმე პოლიტიკურ ძალას. თბილისში 5%-ზე მეტია გაბათილებული რადგან აქ ყველაზე მეტად უჭირდათ მაჟორიტარებს მოგება.მადლობა მინდა გადავუხადო, საზოგადოებას, რადგან აქტიურად იყვნენ ჩაბმულები პროცესში,“ - განაცხადა ჩიხრაძემ.




ჩიხრაძის თქმით, მიუხედავად დაძაბული ვითარების საოლქო კომისიები, არ აპირებენ უბნის ხელახლაგადათვლას, რადგან მათი თქმით ყოველი მეორე გასაჩივრებულია და ამდენს ვერ გადათვლიან.



„125 მუხლი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას აძლევს უფლებას, როდესაც ასეთი მასშტაბური დარღვევებია, გადაითვალოს ყველა ოლქში უბნები, რომ რეალურად დავინახოთ რა მოვლენასთან გვაქვს საქმე. რადგან ასეთი გაყალბებული არჩევნები გაყალბების ბევრჯერ მნახველ ქართველ ხალხს და პოლიტიკას არ ახსოვს. უნდა მოხდეს იმ ადამინების იდენტიფიკაცია ვინც ამ გაყალბებებში მონაწილეობდა და შესაბამის პასუხისმგებლობაში მიეცნენ ისინი. პირადად მე მაქვს 87 უბნის ოქმი, სადაც ვინმე ხათუნა აწერს სახელს გვარის გარეშე, ეს არის გაყალბების ერთ-ერთი მცდელობა. თუ ამ საკითხს ახლა არ მივხედავთ ვერასდროს ვერ ვეღირსებით დემოკრატიულ არჩევნებს,“ - განაცხადა ჩიხრაძემ.



NS 







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up