„2020 წელი 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე მძიმე წელი იყო“  -  „აისეტის“  მკვლევარი

„2020 წელი 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე მძიმე წელი იყო“ - „აისეტის“ მკვლევარი

access_time2021-02-13 11:10:08

რადიო „კომერსანტის“ გადაცემა პროფესიონალებში „აისეტის“ კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარმა დავით კეშელავამ 2020 წელი შეაჯამა და ეკონომიკაზე შეზღუდვების გავლენის შესახებ ისაუბრა. მისი განმარტებით, 2020 წელი 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე მძიმე წელი იყო, რადგან კრიზისი ყველა სექტორს შეეხო.

 

„კომპლექსურად რომ შევაფასოთ მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, პრაქტიკულად ყველა მიმართულებით სერიოზული გაუარესება გვაქვს, იყო მასშტაბური კრიზისი, რომელიც ყველა სექტორს შეეხო, რა თქმა უნდა გავლენა იყო ასიმეტრიული და განსაკუთრებით მძიმე ნეგატიური დატვირთვა ძირითადად სერვის სექტორზე მოდიოდა, რადგან შეზღუდვები მათზე პირდაპირ მოქმედებს.

 

მონეტარული პოლიტიკის გავლენა შეზღუდულია, რადგან ინფლაციის მიმართულებით გარკვეული შიშები მაინც არსებობს, იმისათვის, რომ ეკონომიკური ზრდა წაახალისოს მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტებს ცენტრალური ბანკი აქტიურად ვერ იყენებს. რაც შეეხება ფისკალურ პოლიტიკას მთელი წლის განმავლობაში სახელმწიფომ ბევრი ფული დახარჯა და ამ დროში ბევრი ვალიც აიღო, თუმცა რა თქმა უნდა ლოქდაუნის და სირთულეების პერიოდში ამ ეფექტის ეკონომიკაზე გადაცემა მარტივად ვერ ხდება“ - აღნიშნა დავით კეშელავამ.

 


კითხვაზე თუ რა ეკონომიკური ნაბიჯები გადაიდგა და რა შეიძლებოდა შეზღუდვების პირობებში გაკეთებულიყო  დავით კეშელავა პასუხობს, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის სამართავად პირველ რიგში ოქროს შუალედის მოძებნაა საჭირო.

 


„ყოველთვის როდესაც მკაცრი ზომების მიღებაზე ან ჩაკეტვაზე ვსაუბრობთ, აქვე ინოვაციურ გეგმაზეც უნდა ვიფიქროთ, რადგან ჩაკეტვა თავიდან ავიცილოთ. ასეთი ჩაკეტვები და მკაცრი შეზღუდვები ეკონომიკაზე ნეგატიურად მოქმედებს, რასაც შესაძლოა მომავალშიც ჰქონდეს გამოვლინება. ჩვენ დავაზარალეთ და ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩავაგდეთ სერვის სექტორი, როდესაც ეს კრიზისი ჩაივლის, შესაძლოა, რომ კამპანიების ნაწილმა მუშაობა ვერ გააგრძელონ და შესაძლოა წლები დასჭირდეს იმას, რომ იმ მდგომარეობას დავუბრუნდეთ, რომელშიც პანდემიამდე ვიყავით.

 

ძალიან მარტივია, რომ ფიტნეს კლუბებს და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს ფუნქციონირება ავუკრძალოთ, მაგრამ იქნებ ვიფიქროთ და რაღაც გაიდლაინების და წესების დაცვით გავხსნათ სექტორი.

 

მათი თუნდაც ნაწილობრივი დატვირთვით ოპერირება, ეკონომიკისთვისძალიან კარგი იქნება და ამ კომპანიებსაც შევინარჩუნებთ.“ -  აღნიშნა დავით კეშელავამ.

 

კეშელავამ  შეზღუდვების შემსუბუქებაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ მსგავსი ტიპის გახსნები, როგორიც დღეს  გვაქვს, ეკონომიკაზე დიდ გავლენას ვერ მოახდენს.

 

„შესაძლოა ტრანსპორტის ამუშავებამ რაღაც სექტორზე დადებითად იმოქმედოს, მაგრამ საერთო ჯამში ეკონომიკის გახსნის პირველ ეტაპს მასობრივ გახსნად ვერ შევაფასებ, რადგან მისი გავლენა ეკონომიკაზე ძალიან დაბალი იქნება. რაც შეეხება ეკონომიკის გახსნის შემდეგ ეტაპს, მგონი გეგმაც არ არსებობს, თითქოს სიტუაციიდან გამომდინარე იღებენ გადაწყვეტილებებს. პრაქტიკულად დაგეგმვას ვერ ვახერხებთ, რადგან რამდენიმე კვირის შემდეგ რა იქნება ისიც არ ვიცით“ -  აღნიშნა დავით კეშელავამ.

 

კეშელავას განმარტებით რაც უფრო გაჭიანურდება გახსნის პროცესი, მით უფრო დაზარალდება ეკონომიკა და ადამიანები, ამიტომ უნდა მოიძებნოს რაღაც გზები რომ რეკომენდაციების დაცვით სერვის სექტორს მუშაობის შესაძლებლობა მიეცეს.

 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up