ასეთ ვითარებაში წარმოუდგენელია, რომ ქათმის პროდუქცია არ გაძვირდეს  - როგორ აისახა რუსეთიდან მარცვლეულის იმპორტის აკძალვა ბიზნესზე

ასეთ ვითარებაში წარმოუდგენელია, რომ ქათმის პროდუქცია არ გაძვირდეს - როგორ აისახა რუსეთიდან მარცვლეულის იმპორტის აკძალვა ბიზნესზე

access_time2020-05-07 18:30:46

„ჩათვლეთ, ეს არის სარკე, ლარის გაუფასურება და მსოფლიო ბაზარზე არსებული ვითარება პირდაპრ თვითღირებულებაზე ისახება“,-ასე ეხმაურება მეფრინველეობის განვითრების ასოციაციის თავმჯდომარე ზურა უჩუმბეგაშვილი რუსეთის მხრიდან ხორბლის და მთლიანად მარცვლეულის ექსპორტის აკრძალვას.


როგორც ის „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, მეფრინველეების დიდი ნაწილი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, ასეთ ვითარებაში კი, წარმოუდგენელია, რომ ქათმის ხორცი არ გაძვირდეს.


მისი თქმით, პროდუქციის ღირებულება მინიმუმ 10%-ით მოიმატებს.


თუმცა, როგორც ზურა უჩუმბეგაშვილი აღნიშნავს, მარცვეული რამდენითაც ძვირდება, ქათმის პროდუქტს შესაბამისი ფასი რომ დაედოს, მოსახლეობას მისი ყიდვა გაუჭირდება. ამიტომ, ფერმები მოგების შემცირების ხარჯზე ცდილობენ, ნამატი რაც შეიძლება მცირე იყოს.


შეგახსენებთ, რომ რუსეთმა ხორბლის და სხვა მარცვლეული პროდუქტების ექსპორტი ფაქტობრივად, სრულად შეაჩერა. რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული აკრძალვა ძალაში 2020 წლის 1-ელ ივლისამდე იქნება.



მანამდე, 2020 წლის 1-ელ აპრილს რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მარცვლეული კულტურების ექსპორტზე არასატარიფო კვოტა დააწესა, საუბარი იყო 7 მლნ ტონა პროდუქციაზე. როგორც რუსული მედია წერს, ეს კვოტა ქვეყანამ სრულად ამოწურა. ამიტომ სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება ექსპორტის აკრძალვაზე.


სამინისტროს წარმომადგენლების განცხადებით, შემაკავებელი ღონისძიება ხელს შეუწყობს მარცვლეულის ფასების სტაბილიზაციას ქვეყნის შიგნით და მოთხოვნის დაკმაყოფილებას.


მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარე ზურა უჩუმბეგაშვილი: „რა თქმა უნდა, ეს ქართულ მეფრინველეობაზე ძალიან ცუდ გავლენას მოახდენს, რადგან რაც არ უნდა ვთქვათ, ტერიტორიული ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, მარცვლეულის შემოტანა ყველაზე იაფი რუსეთიდან გვიჯდება. უკარაინიდან ვაგონით ან გემით უნდა წამოიღო და ტრანსპორტირება ძალიან ძვირი გამოდის. ამიტომ ბუნებრივია, ძალიან გაგვიჭირდება.


რაც შეეხება მარაგებს, როგორც ოჯახებშია, რომ ზოგს პროდუქტის გარკვეული მარაგი აქვს, ზოგს კი არა, ფერმერების შემთხვევაშიც ასეა. არის ფაბრიკები, რომლებსაც 2-3 თვის მარაგი აქვთ, თუმცა ძირითადად ისეთი ობიექტები არიან, რომლებსაც ეს მარაგი არ ჰქონდათ და ამ შეზრუდვამ ძალიან მძიმე ვითარებაში ჩააყენა. ახლა უკვე ცდილობენ, რომ უკრაინიდან და სხვა ქვეყნებიდან შემოიტანონ მარცვლეული. თუმცა, შეზღუდვამდე გამოცხადებული იყო კვოტები, რომელიც რამდენიმე შემომტანმა იყიდა. შესაბამისად, რუსეთის აკრძალვის მიუხედავად, ისინი მაინც მოახერხებენ პროდუქტის შემოტანას“,- ამბობს ზურა უჩუმბეგაშვილი.


მეფრინველეობის განვითრების ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ მარცვლეულის დეფიციტის პარალელურად, ქათმის პროდუქტის ფასზე ლარის გაუფასურებაც იქონიებს გავლენას. მისი თქმით, ქვეყანა არც ერთ საჭირო ნედლეულს არ აწარმოებს. იმპორტდამოკიდებულება კი, სარკის ეფექტს იძლევა.


„ჩათვალეთ, ეს არის სარკე, ლარის გაქცევა და მსოფლიო ბაზარზე არსებული ვითარება პირდაპირ თვითღირებულებაზე ისახება. ხორბალი ძალიან გაძვირდა, თუ მანამდე ერთი კილოგრამი 60 თეთრს არ ასცილებია, ახლა თითქმის, 1 ლარამდეა ასული. ამიტომ, წარმოუდგენელია, რომ ფასზე არ აისახოს. ახლა მარცვლეული რამდენითაც ძვირდება, შესაბამისი ფასი რომ დავადოთ პროდუქციას, ხალხს ძალიან გაუჭირდება ყიდვა. ამიტომ, ყველანაირად ვცდილობთ, ჩვენი მოგება შევამციროთ და ბევრით არ გავაძვიროთ. ხორბლის ფასი 35-40%-ით გაიზარდა, სიმინდი უფრო ნაკლებით, ამიტომ გადაწყობაა საჭირო.


თუ ასეთ ვითარებაში მოგვიწია მუშაობის გაგრძელება, ქათმის პროდუქცია მინიმუმ, 10%-ით მაინც გაძვირდება. იმიტომ, რომ ვეღარ ვეწევით ამ ლარსაც. ფერმერების 80% იმპორტზეა დამოკიდებული. პრემიქსიდან დაწყებული, საღებავები, ამინომჟავები, მინერალები, ხორბალი, არაფერს ჩვენ არ ვაწარმოებთ და ძალიან რთულია ფასების დაჭერა“,-ამბობს ზურა უჩუმბეგაშვილი.


bpn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up