ასეთ რეალობაში პრემიერის გადადგომა ბიზნესისთვის დამაიმედებელი ნამდვილად ვერ იქნება - პაატა ბაირახტარი

ასეთ რეალობაში პრემიერის გადადგომა ბიზნესისთვის დამაიმედებელი ნამდვილად ვერ იქნება - პაატა ბაირახტარი

access_time2021-02-18 14:15:46

ეკონომისტი პაატა ბაირახტარი გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის თანამდებობიდან გადადგომას „ბიზნესპარტნიორთან“ აფასებს. მისი განცხადებით, შექმნილ სიტუაციაში ბიზნესის გაურკვევლობის დონე უფრო გაიზრდება.

 

როგორც ბაიარახტარი განმარტავს, თუ გადახვედავთ ბოლო პერიოდის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს, ბიზნესი სრულიად გაურკვეველი შეზღუდვებიდან გამომდინარე, ისედაც გაურკვევლობაშია.

 

„ბიზნესს არავინ უხსნის თუ რატომ არის ესა თუ ის შეზღუდვა. კერძო სექტორი ამის ახსნას, შემდეგ კი ეპიდემიოლოგებთან ერთად ეკონომიკური გუნდის ჩართულობით საუბარს, ითხოვს. ამას ვერ მიაღწიეს. გუშინ რამდენიმე ბიზნეს ასოციაციამ, რომელიც რამდენიმე ათეულ ბიზნესს აერთიანებს, პრემიერის სახელზე გაავრცელა განცხადება, ისინი ითხოვნდნენ პრემიერთან უშუალოდ შეხვედრას იმისთვის, რათა მომხდარიყო შეზღუდვების იმ დონეზე გადახედვა, რომ ბიზნესს რეალური ფუნქციონირების საშუალება მისცემოდა. ამის ფონზე ბიზნესის გაურკვევლობის დონე გაიზრდება, რაც როგორც მინიმუმ  ქვეყანაში არსებულ ისედაც რთულ მდგომარეობას, კიდევ უფრო გაართულებს. მით უმეტეს, რომ გიორგი გახარია იყო ძალიან კარგი ბიზნესმენი თავის დროზე, შემდეგ იყო ბიზნესომბუდსმენი, მას ძალიან კარგად ესმოდა ბიზნესის ესა თუ ის ტკივილი. მეორე საკითხია, ეპიდემიოლოგებთან ერთად რამდენად ითვალისწინებდა თუ არ ითვალისწინებდა ბიზნესის თხოვნებს. მას ბიზნესის მაჯის ცემაზე ხელი ყოველთვის ედო.

 


ასეთ რეალობაში პრემიერის გადადგომა ბიზნესისთვის დამაიმედებელი ნამდვილად ვერ იქნება“-აცხადებს ბაირახტარი.

 

ეკონომისტი აცხადებს, რომ პროცესებზე მეტ-ნაკლებად ნეგატიური ეფექტი შეიძლება მოახდინოს ეროვნულ ვალუტაზე, თუმცა, დღეს ლარის მთავარ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ქვეყანაში ეკონომიკა გაჩერებულია. „შესაძლებელია მოლოდინების ეფექტით, ამ პროცესმა გარკვეული გადაცემა მოახდინოს ეროვნულ ვალუტაზე,“ – აცხადებს ბაირახტარი.

 

business-partner.ge






ომბუდსმენმა „ბოლტი“ გაფიცული კურიერების დისკრიმინაციაში დაადანაშაულა

ომბუდსმენმა „ბოლტი“ გაფიცული კურიერების დისკრიმინაციაში დაადანაშაულა
access_time2021-06-15 19:18:56
საქართველოს სახალხო დამცველმა „ბოლტის“ გაფიცული კურიერების საქმეზე დისკრიმინაცია დაადგინა და კომპანიას მიმართა რეკომენდაციით, დაუყოვნებლივ აღუდგეთ განმცხადებლებს აპლიკაციაზე წვდომა. ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ 15 ივნისს გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი: „2021 წლის 14 ივნისს სახალხო დამცველმა შპს „ფუდლს“ („ბოლტი“) გაფიცული კურიერების მიმართ განსხვავებული მოსაზრების გამო დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ რეკომენდაციით მიმართა. კურიერების ინტერესებს სახალხო დამცველის...

GASTRONOME – მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო დელიკატესების გასაცნობად

GASTRONOME – მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო დელიკატესების გასაცნობად
access_time2021-06-15 21:00:27
თბილისში Gastronome-ის ოთხი მაღაზიაა. როგორც Gastronome-ის აღმასრულებელი დირექტორი თამარა ჯავახაძე ამბობს, ოთხივე ფილიალს გააზრებული სტილისტური ერთგვაროვნებაც აქვს და, იმავდროულად, თითოეულ ობიექტს ინდივიდუალური შტრიხებიც გამოარჩევს. თამარა  ჯავახაძე:   გვინდოდა, შთამბეჭდავი ექსტერიერი გვქონოდა. მოგეხსენებათ, ყურადღება მანამდე უნდა მიიქციო, სანამ მომხმარებელი შემოვა, ამიტომაც არის ასე საგულდაგულოდ დამუშავებული ფასადიც და ინტერიერიც...

15 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გამყარდა

15 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გამყარდა
access_time2021-06-15 18:00:42
15 ივნისის ვაჭრობაზე დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 10 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 112 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 15 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გამყარდა და 3.1751 ლარი გახდა (ეს კურსი 16 ივნისს შევა ძალაში). ქართული ვალუტით ვაჭრობა Bloomberg-ზე...

უკრაინაში საგადასახადო ამნისტია გამოცხადდა

უკრაინაში საგადასახადო ამნისტია გამოცხადდა
access_time2021-06-15 17:28:55
უკრაინის უმაღლესმა რადამ მეორე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცა საგადასახადო ამნისტიის კანონპროექტი. კანონის თანახმად, მოქალაქეებს, რომლებიც თავს არიდებდნენ გადასახადების გადახდას, სასჯელი აღარ დაეკისრებათ, თუ თავის შემოსავლების დეკლარირებას მოახდენენ. უკრაინის პარლამენტის საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, საგადასახადო ამნისტია შეეხება ვალუტას, გარდა ნაღდი ფულისა, ფასიან ქაღალდებს, ასევე უკრაინასა და საზღვარგარეთ არსებულ მოძრავ და უძრავ ქონებას....

„თელმიკო“ „თელასის“ ნაცვლად - მომხმარებლის დამატებით უფლებები ელენერგიის ახალ საცალო ბაზარზე

„თელმიკო“ „თელასის“ ნაცვლად - მომხმარებლის დამატებით უფლებები ელენერგიის ახალ საცალო ბაზარზე
access_time2021-06-15 15:00:59
მთელი საქართველოს მასშტაბით, 1–ლი ივლისიდან საყოფაცხოვრებო მომხმარებლისა და მცირე  საწარმოებისთვის ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიები იცვლება. თბილისში სს „თელასის“ ნაცვლად ელექტროენერგიის მიმწოდებელი „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“   (თელმიკო) იქნება, ხოლო  რეგიონებში სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ნაცვლად კომპანია „ეპ ჯორჯია მიწოდება“ იქნება. აღსანინავია, რომ არ იცვლება  სამომხმარებლო ტარიფი. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების...


მსგავსი სიახლეები

up