„ასეთ მძიმე გადაწყვეტილებას არ ველოდით, რადგან მთავრობის განცხადებებმა წინა დღეებში სულ სხვა მოლოდინი შეგვიქმნა, ისინი ლოქდაუნზე არ საუბრობდნენ, ცოტა არ იყოს ელდა გვეცა“, - ამის აფასებს „მარკო პოლო გუდაურის“ გაყიდვების სამსახურის უფროსი სალომე კვარაცხელია საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც სათხილამურო კურორტებზე სასტუმროებს მუშაობა შეეზღუდათ.
„15 დეკემბრისთვის ვაპირებდით სასტუმრო გაგვეხსნა, თუმცა ჩვენ ფუნქციონირება პირველ თებერვლამდე გამორიცხულია, შემდეგ კი რა იქნება არავინ იცის. ვთლით, რომ მიღებული გადაწყვეტილება არასწორია, რადგან თუ მაქსიმალურად დავიცავდით ყველანაირ რეგულაციას პრობლება არ უნდა ყოფილიყო. სამწუხაროდ ეკონომიკურად დამანგრეველი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ძალიან ბევრი ბიზნესი გაუქმდება, ყველანაირად შევეცდებით, რომ ეს შედეგი ჩვენ შემთხვევაში არ დადგეს, მაგრამ არიან სასტუმროები რომელიც ამ კრიზის ვერ გაუძლებენ. ჩვენ კოვიდ სასტუმროდ არ ვმუშაობდით, აქტიურად ვემზადებოდით სეზონის გახსნისთვის და საკმაოდ დიდი ბიუჯეტი დავხარჯეთ იმისთვის, რომ სწორად მოვმზადებულიყავით იმ რეკომენდაციებით, რომელიც იყო გაცემული. იქედან გამომდინარე, რომ ამ გადაწყვეტილებას არ ველოდით, ჯერჯერობით არ ვიცით გადავკეთდებით თუ არა საკარანტინე სივრცედ, თუმცა ეს ნაკლებ სავარაუდოა“, - განმარტავს სალომე კვარაცხელია.
შეგახსენებთ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ზამთრის კურორტები წელს შეზღუდვებით იმუშავებენ. კარძოდ:
- სასტუმროების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად;
- ასევე, ჩერდება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება.
საბჭოს განცხადებით ეს წესები იმოქმედებს: ბაკურიანში, ბორჯომში, გუდაურში, აჭარაში (ბათუმი, ქობულეთი, გოდერძი), გურიაში (ურეკი, შეკვეთილი, გრიგოლეთი), კახეთში, ყაზბეგში, სვანეთში, აბასთუმანსა და ვარძიაში.
ბაჩო ადამია