„არტიზანი“ -  ახალგაზრდა მეღვინეების მიერ დაწურული ღვინო წარმოების მესამე წელს ევროპის ბაზარზე გავა

„არტიზანი“ - ახალგაზრდა მეღვინეების მიერ დაწურული ღვინო წარმოების მესამე წელს ევროპის ბაზარზე გავა

access_time2017-12-24 12:00:58

„ჩვენი, როგორც ახალგაზრდა მეღვინეების მთავარი ფილოსოფიაა ისეთი ღვინის დაყენება, რომელიც ყველაზე ექსპრესიულად გამოხატავს ყურძნის ჯიშის და ვენახის ადგილმდებარეობის (ტერუარის) ნიშანთვისებებს, ყოველგვარი ხელოვნური ჩარევის გარეშე“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ ღვინის კომპანია „არტიზანის“ მეღვინემ და დირექტორმა ირაკლი გვარამიამ განუცხადა.  

  

ნატურალური ღვინის მწარმოებელი კომპანია „არტიზანი“ ბაზარზე ორი წლის წინ შემოვიდა და ბიზნესის განვითარებას სტაბილურად აგრძელებს. კომპანია ამჟამად მესამე წარმატებული წლისთვის ემზადება.

 

მეღვინე კომპანიის განვითარების და წინსვლის შესახებ საკუთარ ხედვას აყალიბებეს და მიაჩნია, რომ ღვინის ბიზნესის ამ ფორმით წარმართვა მომგებიანია. კომპანიას საწარმო თბილისში აქვს და მათი პროდუქცია თითქმის ყველა ღვინის ბარსა და რესტორანში შედის. „არტიზანის“ საფასო პოლიტიკა 35-ლარიდან 45-ლარამდე მერყეობს.

 

„2015 წელს სამმა მეგობარმა გადავწყვიტეთ, რომ ღვინის ბიზნესში ბედი გვეცადა და კომპანია ჩამოვაყალიბეთ. ქართული ღვინო ყოველთვის ცნობილი იყო პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში, მაგრამ ჩვენ ამოცანად დავისახეთ ქართული ჯიშების მრავალფეროვნების შესწავლა და მათი დასავლური მომხმარებლისთვისაც გაცნობა. ამის ყველაზე დიდი შესაძლებლობა კი ნატურალური ღვინის დაყენებაში დავინახეთ.

 

ამ ეტაპზე ვენახები არ გვაქვს, რადგან მას ბევრი დეტალის წინასწარ გათვლა სჭირდება და გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვეცადეთ, რომ ყურძენი ადგილობრივი ვენახებიდან გვქონოდა. ამჟამად ხაშმში ვყიდულობთ ყურძენს და ადგილობრივ მევენახესთან ვთანამშრომლობთ.



ჩვენ წარმოებას ყოველწლიურად ვზრდით.  2015 წელს ათას ასი ბოთლი ჩამოვასხით. 2016 წელს 2 000 ბოთლი გვქონდა. 2018 წელს კი 2 300 ბოთლი გვექნება ბაზარზე წარმოდგენილი“, - განაცხადა ირაკლი გვარამიამ.  

 

გვარამია კომპანიის სახელწოდებაზე საუბრისას აცხადებს, რომ „ბრენდის სახელწოდებაზე საკმაოდ მარტივად შევთანხმდით, რადგან ის იდეალურად შეეფერებოდა ჩვენი საქმიანობის მოდელს. „არტიზანი“ ფრანგული სიტყვაა და ქართულად ისეთ ოსტატს ნიშნავს, ვინც ნამუშევრებს ხელით ქმნის. ჩვენთანაც ყურძნის დაკრეფიდან ჩამოსხმამდე თითოეული პროცესი ხელით, მინიმალური ტექნოლოგიური ჩარევით ხდება.

 

რაც შეეხება ბრენდინგს, ყოველი წლის მოსავლის ღვინო სახელს იღებს თავისი არომატული და გემური მახასიათებლების მიხედვით (მაგ. საფერავი 2015 კენკრისტყე)“, - აღნიშნა კომპანიის დირექტორმა.  

 

ამასთან, ირაკლი გვარამია აცხადებს, რომ პროდუქციის ექსპორტზე გატანა მნიშვნელოვანი პროცესია და 2018 წელს კომპანია ქვეყნებს ფარგლებსაც გასცდება.  


„ყველაზე რთული ღვინის ბიზნესში ხარისხიანი პროდუქციის შექმნაა. 2018 წელს პროდუქციის ექსპორტზე გატანას ვგეგმავთ. ძირითად ბაზრებად ევროპის ქვეყნები მოიაზრება“, - აღნიშნა გვარამიამ.  


ავტორი: ლიკა გურაბანიძე




კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო
access_time2020-07-11 19:00:04
ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში, რომელსაც ყოველდღიურად ანახლებს Bloomberg-ი, მეშვიდე ადგილი დაიკავა. ამ შედეგით მან საინვესტიციო ფონდ...

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა
access_time2020-07-11 18:00:17
ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 11.3 მლნ ლარით (13.9%) გაიზარდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია...

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება "ჭკუით მოქცევა"

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება
access_time2020-07-11 16:00:42
რისი მანიშნებელია ამერიკის საბიუჯეტო კანონპროექტის ჩანაწერი საქართველოსთვის შესაძლო სასჯელის დაწესების თაობაზე? რისი მანიშნებელია ოლიგარქებისა და არაფორმალური მმართველობის ხსენება თანდართულ განმარტებებში? არის ეს დიდი სურათის ნაწილი თუ მხოლოდ ცალკეული კონგრესმენების იდეებია? აქვს ...

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან
access_time2020-07-11 14:00:11
პანდემიისა და ზაფხულის ცხელ დღეების გამო დეზერტირების ბაზრობის დახლებთან სავაჭროდ მისული ადამიანები კანტი-კუნტად შეიმჩნევა. ხანშიშესული ქალები ე.წ. საკიდი დახლებით ქოლგებს აფარებენ თავს და გამვლელებს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობენ. პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების შესახებ მოვაჭრებებთან საუბარი გვსურდა, მათი უმრავლესობა მედიასთან...


მსგავსი სიახლეები

up