არტ შემოდგომა ამბასადორი კაჭრეთში - პირველად საქართველოში ციფრული თეატრის დღეები სასტუმროს ტერიტორიაზე გაიმართება

არტ შემოდგომა ამბასადორი კაჭრეთში - პირველად საქართველოში ციფრული თეატრის დღეები სასტუმროს ტერიტორიაზე გაიმართება

access_time2020-09-27 10:30:29

 

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე ჯერ კიდევ მარტში დახურული თეატრების კარი ამ დრომდე დაკეტილია. მსახიობებს რეალიზაციის საშუალება არ აქვთ, მაყურებლებს და გულშემატკივრებს კი კულტურული ღონისძიების დანაკლისი გაუჩნდათ.

 

სასტუმრო ამბასადორი კაჭრეთი მუდმივად ცდილობს სპორტისა და ხელოვნების ხელშეწყობას, ამიტომ 1 ოქტომრიდან 17 ოქტომბრამდე ციფრული თეატრს უმასპინძლებს.

 

„ჩვენ მუდმივად ვართ ჩართული კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობაში, პირველებმა ვუმასპინძლეთ ექსპერიმენტალურ სპექტაკლს, რომელიც ტარდებოდა სასტუმროს ნომერში. ახლა კი ამ სფეროს კიდევ უფრო დიდი მხარდაჭერა სჭირდება. დიდი ხანია საზოგადოებას თეატრის კარი არ შეუღია, ამიტომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად გადავწყვიტეთ, ჩვენი სასტუმროს სტუმრებს და უბრალოდ თეატრის მოყვარულებს მივცეთ საშუალება ახალ რეალობაშიც შეძლონ ხელოვნებასთან ახლოს ყოფნა. ამასთან ძალიან მნიშვნელოვანია მსახიობების გამხნევება, მათი რეალიზება და კოვიდ ეპოქაში საკუთარი ადგილის დამკვიდრება. ამბასადორი კაჭრეთი პროექტს Mooz art Festival-თან და რია ქებურიას ფონდის დახმარებით განახორციელებს“,-ამბობს ამბასადორი კაჭრეთის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნათია სოსიაშვილი.

 


მოზარდმაყურებელთა თეატრიდან 5 სპექტაკლი სასტუმროს 5 გარე ლოკაციაზე გადაინაცვლებს და ღია სივრცეში უსაფრთხოების ნორმების დაცვით გაიმართება.

 

„ჩვენთვის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სტუმრების უსაფრთხოება. გვაქვს გარე ტერიტორიები, სადაც ამ სტანდარტების დაცვა ძალიან კარგად არის შესაძლებელი. სპექტაკლებზე დასწრება ჩვენი სტუმრებისთვის იქნება უფასო. თუმცა იმ ადამიანებს, ვისაც მხოლოდ სპექტაკლის ნახვა მოუნდებათ შეუძლიათ ბილეთები შეიძინონ“,- განაცხადა ნათია სოსიაშვილმა.

 

არტ შემოდგომა მხოლოდ თეატრალურ ღონისძიებებს არ მოიცავს, მაშინ როცა უფროსებს სპექტაკლზე დასწრება მოუნდებათ, პატარებისთვის ხატვის მასტერკლასები გაიმართება. 

 

„ჩვენ მუდამ ვფიქრობთ, როგორ შევუქმნათ მაქსიმალური კომფორტი ჩვენს სტუმრებს. მაშინ როცა საზოგადოების დიდი ნაწილი ოფისებში აღარ მუშაობს მათთვის მისაღები გარემოს შექმნაზე ვიზრუნეთ. თუ ჩვენს სტუმარს დღის განმავლობაში მუშაობა უწევს და ყავს ბავშვი, მათთვის სპეციალური შემოქმედებითი მასტერკლასები გაიმართება. გვეყოლება გურამ წიბახაშვილი, რუსუდან რუხაძე, რუსუდან ხიზანიშვილი, თორნიკე რობაქიძე - ეს ადამიანები თქვენი პატარებისთვის განსაკუთრებულ და დასამახსოვრებელ გარემოს შექმნიან“,- ამბობს სასტუმროს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.

 

შეგახსენებთ, ამბასადორი კაჭრეთი „ამბასადორის“ ქსელის ერთ-ერთი სასტუმროა, რომელიც თბილისდან 80 კილომეტრში მდებარეობს. სასტუმრო მოიცავს 181 თანამედროვე დიზაინის ნომერს, გოლფის, მინიგოლფის, ფეხბურთის, კალათბურთის და ჩოგბურთის მოედნებს. შიდა და დახურულ საცურაო აუზებს, საცხენოსნოს, სასროლეთს, მოტოსკოლას და ა.შ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up