„არსებულმა ვითარებამ, სებ-ის მხრიდან მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ალბათობა კიდევ უფრო გაზარდა“

„არსებულმა ვითარებამ, სებ-ის მხრიდან მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ალბათობა კიდევ უფრო გაზარდა“

access_time2019-11-26 18:00:39

„რთულად წარმოსადგენია, რომ ლარი კიდევ გაუფასურდეს. ჩვენს მიერ გამოქვეყნებული პროგნოზით, მომავალ წელს ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს რომ დაუბრუნდეს, ლარის რეალური ეფექტური კურსი 5%-ით მაინც უნდა გამყარდეს და თუ ლარი კიდევ გაუფასურდა, მაშინ მომავალ წელს ინფლაცია მითუმეტეს ვერ დაუბრუნდება სამიზნე მაჩვენებელს. თუმცა, ამ სცენარს არ განვიხილავთ, რადგან ვფიქრობთ რომ ასეთ შემთხვევაში კიდევ უფრო მკაცრად მიუდგებიან ლარის საპროცენტო განაკვეთებსა თუ სხვა ინსტრუმენტებს“, - ასეთია „თიბისი ბანკის“ მთავარი ეკონომისტის, ოთარ ნადარაიას პროგნოზი ლარის კურსთან დაკავშირებით.


„თიბისი ბანკის“ მთავარი ეკონომისტი იმედს გამოთქვამს, რომ ლარის გაუფასურება აღარ გაგრძელდება და მისი გამყარებისთვის საჭირო ინსტრუმენტებს მარეგულირებელი ორგანო აქტიურად გამოიყენებს.


„იმედი გვაქვს, რომ მოლოდინები გამართლდება და  დღეისათვის არსებული ეფექტური კურსიდან გამომდინარე ლარი გამყარდება. ამ მხრივ, ოქტომბერი  პოზიტიურია რადგან წელს  ეს   იანვრის შემდეგ, პირველი თვე იყო როცა ევროსა და დოლარში სესხების გაცემა უფრო მეტი იყო, ვიდრე ლარში. ოქტომბერში, ასევე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა საგარეო სექტორი. ასევე, ლარსა და უცხოურ ვალუტას შორის საპროცენტო დიფერენციალის გათვალისწინებით, არარეზიდენტების ლარის მიმართ ინტერესი შედარებით მეტი იყო. ამასთან, წინასწარი მაჩვენებლებით, ლარის დეპოზიტებში შედარებით მაინც აქტიური გადასვლა ჯერ არ შეინიშნება. ლარის კურსზე უარყოფითი გავლენა ზოგადად არსებულ პოლიტიკურ მოვლენებსაც აქვს, მაგრამ რთულია იმის თქმა ყოველ დღე რა მოქმედებს მასზე, ეს ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ამავდროულად, შეიძლება ითქვას, რომ არსებულმა ვითარებამ, სებ-ის მხრიდან მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ალბათობა კიდევ უფრო გაზარდა. ვფიქრობ, პრიორიტეტული უნდა იყოს, რომ ინფლაცია დაუბრუნდეს სამიზნე მაჩვენებელს. რთულად წარმოსადგენია, რომ 2 წელი ზედიზედ ინფლაცია მაღალი იყოს“, - განმარტავს ოთარ ნადარაია.



დღეს Bloomberg-ის სავაჭრო პლათფორმაზე, 13:00 საათისთვის ლარი 2,9810 ლარად ივაჭრებოდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით, 27 ნოემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.9712 ლარი ეღირება, რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2727 ლარი იქნება. 

 

აქვე აღსანიშნავია, რომ დღეს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.9699 შეადგინა. 31 ოქტომბრის მდგომარეობით, ეროვნული ბანკის რეზერვების მოცულობა 3 მილიარდ 386 მილიონ დოლარს შეადგენდა.


ნინო თამაზაშვილი





მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა

მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა
access_time2020-07-10 20:20:38
საქართველოს აუდიტის სამსახურის 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშში იმ საინვესტიციო პროექტების ჩამონათვალია მოცემული, რომელთა წლიური შესრულება ნულის ტოლი ან 70%-ზე დაბალი იყო. საინვესტიციო კრედიტების 0%-იანი ათვისება შემდეგ პროექტებს ჰქონდა: თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ძირულა-არგვეთას მშენებლობა, ბიუჯეტი - 48. 8 მლნ ლარი, ათვისება 0%; რეგიონული განვითარების...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-10 17:58:59
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების "სიგიჟე" კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, "მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?", - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ...

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია
access_time2020-07-10 17:55:51
„სილქნეტისა“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი რამიშვილი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს მოუწოდებს, არ იქნას ისეთი გადაწყვეტილება მიღებული, რაც სატელეკომუნიკაციო სექტორს დააზარალებს. მისი თქმით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების ამ რედაქციით კანონში შეტანა არ იქნება მართებული. „ამ რედაქციით ამ კანონის მიღება უბრალოდ არ იქნება სწორი და მართებული. მე ვფიქრობ, რომ ემოციები უნდა გავწიოთ...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-09 17:50:11
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების სიგიჟე კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?, - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ გაფორმებული...

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო
access_time2020-07-10 17:42:03
თურქეთის მთავარმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ – სახელმწიფო საბჭომ გააუქმა აია სოფიას მუზეუმად გამოცხადების შესახებ 1934 წლის გადაწყვეტილება. ამის შესახებ თურქული სააგენტო „ანადოლუ“ იტყობინება. ამგვარად, სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილება გზას უხსნის სტამბოლის მთავარი ღირსშესანაშნაობის მეჩეთად გადაკეთებას.„სიენენ თურქის“ ინფორმაციით, აია სოფიას გარშემო ჯებირები უკვე განათავსეს. აია სოფიას ტაძრის სტატუსის გადახედვისა და მისი მეჩეთად გადაკეთების...


მსგავსი სიახლეები

up