"არსებული შეზღუდვები მხოლოდ ახანგრძლივებს ეპიდემიის მიმდინარეობას, იწვევს განმეორებითი ეპიდტალღის განვითარებას"

access_time2020-04-21 12:35:35

აშშ–ში, ჯორჯიის შტატში მდებარე ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის ასისტენტპროფესორი, ინფექციონისტი გიორგი კანდელაკი ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას აკრიტიკებს და გამჭვირვალეობისკენ მოუწოდებს.


როგორც კანდელაკი სოციალურ ქსელში წერს, არსებული შეზღუდვები მხოლოდ ახანგრძლივებს ეპიდემიის მიმდინარეობას, იწვევს განმეორებითი მეორე, მესამე და ა.შ. ეპიდტალღის განვითარებას, არანაირად არ ამცირებს არც ინფიცირებულთა და არც დაღუპულთა რიცხვს და ანგრევს ეკონომიკას, იწვევს საზოგადოების არასაჭირო სტრესს.


"მსურს, რომ პერიოდულად COVID-ის ეპიდემიასთან დაკავშირებულ გაბატონებულ მოსაზრებებზე, გავაკეთო ჩემი კომენტარი. მოსაზრება # 1. უნდა დავადაბლოთ ეპიდემიოლოგიური მრუდი. კეთილი! იმისთვის რომ გავიაზროთ ამ „მისტიური“ მრუდის საიდუმლოებანი, უნდა გავერკვეთ შემდეგ საკითხებში: კონკრეტულად კორონავირუსის პანდემია, გარდაუვლად დაასნებოვნებს მოსახლეობის დაახლოებით 60-70%-ს ანუ სანამ არ იქნება მიღწეული ე.წ. პოპულაციური იმუნიტეტი („herd immunity“) და ვირუსი არ შეწყვეტს პანდემიურ გავრცელებას.


ეს რეალობა შეიძლება მხოლოდ შეიცვალოს, თუ იარსებებს ეფექტური ვაქცინა. ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზებით, კლინიკურად ხელმისაწვდომი ვაქცინა შეიძლება იყოს 12-18 თვეში. გავითვალისწინოთ ისიც, რომ ვაქცინა შეიძლება ვერ შეიქმნას (არსებობს ასეთი მოსაზრებებიც) ან არ იყოს მთლად ეფექტური (როგორიცაა მაგალითად გრიპის ვაქცინა 50-60% ეფექტურობით მხოლოდ). ამასთანავე მასიურ წარმოებას დასჭირდება კიდევ მრავალი თვე. ასე რომ ყველაზე ოპტიმისტურ ვარიანტში, ჩვენ შეიძლება შევაჩეროთ გავრცელება 12-18 თვეში და თუ რეალისტები ვიქნებით 2 წელიწადში. მიუხედავად იმისა, რომ გავრცელების ტემპს და რამდენიმე სეროპრევალეტური კვლევის წინასწარ მონაცემებს თუ გავითვალისწინებთ, სავარაუდოდ მანამდე გარდაუვლად მივაღწევთ პოპულაციურ იმუნიტეტს და ვაქცინა მაღალი ალბათობით არარელივანტურიც შეიძლება გახდეს, თუმცა მოდით ეს დაუზუსტებელი მოსაზრება დროებით გვერდზე გადავდოთ. მანამდე კი კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ დავამდებლებთ თუ არ დავამდაბლებთ მრუდს, არ შეიცვლება არც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა და არც გარდაცვლილთა რიცხვი!



ამ საკითხს ხაზს ვუსვამ, რადგან ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს, არასწორად ჰგონია, რომ ეს ასეა, და რაც უფრო გამკაცრდება ღონისძიებები, მით მეტ ადამიანს გადავარჩენთ და ყოველი მოსაზრება რეგულაციების ლიბერალიზაციის კუთხით აღიქმება გენოციდის მცდელობად - კაცმა რომ თქვას, რა ქნას ხალხმა, ამას ეუბნებიან ყოველდღე ტელევიზორით. ისმის კითხვა, მაშ რისთვის ვადაბლებთ მრუდს? მრუდის დადაბლებას ბატონებო აქვს მხოლოდ ერთი მიზანი, შევამციროთ პიკი (არა გავაქროთ, არამედ შევამციროთ), რომ ჯანდაცვის სისტემამ არ მიიღოს ძლიერი დარტყმა, რომელსაც ის ვერ გასწვდება.


ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ არც ძალიან ნელა გავრცელდეს ვირუსი (ეს შეიძლება ბევრისთვის მოულოდნელად ჟღერდეს, მაგრამ ჩვენი ამოცანა ნაწილობრივ სწორედ მართულად ეპიდემიის გავრცელებაა და არა მისი შეკავება - რაც შეუძლებელია) რომ შედარებით დაჩქარებულად გავიაროთ რთული პერიოდი და არც ძალიან სწრაფად - რომ არ ჩამოიქცეს ჯანდაცვის სისტემა. ეპიდემიოლოგიური ნავიგაცია ასეთ ვითარებაში არ გახლავთ რთული: ამკაცრებთ რეგულაციებს როგორც კი ატყობთ, რომ ხელოვნური სუნთქვის აპარატების რეზერვი მცირდება (სწორედ ეს განიხილება დღეს მთავარ ინდიკატორად ყველგან) და აღწევს წინასწარ განსაზღვრულ კრიტიკულ რაოდენობას, და არბილებთ შეზღუდვებს, როდესაც ხედავთ, რომ ვენტილატორების რესურსის მარაგი დიდია. დღეს ჯანდაცვის სამინისტრო გვეუბნება, რომ ქვეყანაში გვაქვს 2000 ხელოვნური სუნთქვის აპარატი და აქედან 50-60% არის მხოლოდ დაკავებული. მაშასადამე გვაქვს 1000 ან ყველაზე ცუდი 800 ვენტილატორი მაინც. ხოდა ეხლა ისმის კითხვა: როდესაც სულ 5 თუ 10 კოვიდ-პაციენტი გყავს ვენტილატორზე მიერთებული, და მარაგდ გვრჩება 995 თავისუფალი ვენტილატორი, რატომ გადაწყვიტეთ, რომ ის მკაცრი ღონისძიებებიც კი არ არის საკმარისი რასაც დღეს ატარებთ, და გვემუქრებით, რომ შეიძლება სრული 24 საათიანი კომენდანტის საათის გამოცხადების რეკომენდაცია გასცეთ? არადა უმარტივესი გამოსათვლელი საკითხია: კვლევებით დადასტურებულია, რომ ინფექციის კლინიკური ნიშნების გამოვლინებიდან საშუალოდ 2 კვირაში ხდება (მძიმე შემთხვევებში მხოლოდ რათქმაუნდა) ინტუბაცია.


ხოლო მძიმე ჰოსპიტალიზირებული პაციენტების (არა იმათი ვინც ეხლა წევს ძირითადად საავადმყოფოებში მსუბუქი ან საერთოდ უსიმპტომო დაავადებით - ასეთებია დღეს ჰოსპიტალიზირებულთა 90%, და ასეთებს არც ერთ ქვეყანაში საავადმყოფოში არ ტოვებენ ჩვენს გარდა - ეს ცალკე განსახილველი თემაა თუ რაში იხარჯება ბიუჯეტი) არამედ იმათი, ვინც ნამდვილად უნდა იწვეს საავადმყოფოში (ანუ ოქსიგენაციის პრობლემა აქვთ და მინიმუმ ჟანგბადი მაინც სჭირდებათ), ამათგან მხოლოდ 15-20% მომდევნო დღეებში ხვდება რეანიმაციაში. ხოლო რეანიმაციაში დაყოვნება კოვდი-პაციენტებში (ანუ ვენტილატორის დაყოვნება პაციენტის ექსტუბაციამდე ან დაღუპვამდე) არის სხვადასხვა კვლევებით 2-3 კვირამდე. შესაბამისად უმარტივესი დასათვლელია თუ დღეში რამდენი ნამდვილად მძიმე (ნამდვილად მძიმე - ამას კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს!) პაციენტის ჰოსპიტალიზაცია გამოიწვევს რამდენი ვენტილატორის დაკავებას 2 კვირაში. სწორედ ეს უნდა იყოს ჩვენი სამიზნე ციფრი და მათემატიკური სიზუსტით შეიძლება გავთვალოთ, როდის, რა ტიპის შეზღუდვებია დასაწესებელი (სხვათაშორის ეს შეზღუდვები ზუსტად 2-3 კვირაში იძლევა ეფექტს და ეს ეფექტიც დათვლადია, არსებობს ამის კალკულატორები).


რა ხდება ჩვენთან: არ ვიცით აქტიურად ინფიცირებულების რაოდენობა, არ ვიცით სეროპრევალენტობა, 1 კვირის წინ ჯერკიდევ მძაფრი დეფიციტი გვქონდა ტესტების, ეხლა მხოლოდ ზომიერი დეფიციტი გვასვ ჩვენდა საამაყოდ, არ გვაქვს არანაირი სტრატეგია, როგორ ვმოქმედებთ ზემოთაღწერილ ვითარებებში. და იმის მაგივრად, რომ ამ საკითხების გათვლებით ვიყოთ დაკავებული, ჩართული იყოს ბევრი ექსპერტი, მათ შორის ალტერნატიული მოსაზრებების მქონე, ამის მაგივრად ჩაკეტილ წრეში, რამოდენიმე ადამიანი, ყოველგვარი გათვლების გარეშე (თუ არსებობს გათვლები ბატონები, გამოაქვეყნეთ, ჩვენც გაგვაცანით რამე!) სრულიად არატრანსპარანტულად, ავტოკრატიულად იღებს სულ უფრო და უფრო მეტი შეზღუდვის მქონე რეგულაციების მიღების გადაწყვეტილებებს. ხოლო შემდეგ, არასწორი, არამართებული არგუმენტებით და დამახინჯებული ფაქტების მოშველიებით ხდება საზოგადოების დარწმუნება გადაწყვეტილებების სისწორეში (ისე რომ რათქმაუნდა არავინ ხსნის გადაწყვეტილების მიღების ლოგიკურ ჯაჭვს - ვერც ახსნიან, რადგან ასეთი არ არსებობს). დასარწმუნებლად გამოიყენება გვამების, საფლავების, კრემატორიუმების კადრები.ასე არ ხდება 21 -ე საუკუნეში, განათლების, ინტერნეტის, გლობალიზაციის საუკუნეში, გადაწყვეტილებების მიღება ბატონებო! არსებული შეზღუდვები მხოლოდ ახანგრძლივებს ეპიდემიის მიმდინარეობას, იწვევს განმეორებითი მეორე, მესამე და ა.შ. ეპიდტალღის განვითარებას, არანაირად არ ამცირებს არც ინფიცირებულთა და არც დაღუპულთა რიცხვს და ანგრევს ეკონომიკას, იწვევს საზოგადოების არასაჭირო სტრესს და ასე შემდეგ.იქნებ გვეფიქრა ამაზეც!",- წერს კანდელაკი სოციალურ ქსელში.


accentnews.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up