არსებული რესურსი და დანახარჯები უნდა იყოს თანაზომადი - ლადო კახაძე

არსებული რესურსი და დანახარჯები უნდა იყოს თანაზომადი - ლადო კახაძე

access_time2022-07-22 15:00:29

„ქვეყანაში გვაქვს გაცილებით მეტი კლინიკა და საწოლფონდი, ვიდრე დღესაა საჭირო“ - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, მისივე თქმით 2020-2021 წლებში სამედიცინო სექტორის საოპერაციო მოგება ჯამურად 1 მლრდ ლარამდე იყო და საუბარი, რომ ზოგიერთ კლინიკას დახურვა მოუწევს, ნაადრევია.


„კომერსანტი“ შეფასებისთვის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ლადო კახაძეს დაუკავშირდა, როგორც კახაძემ აღნიშნა, დღეს საკითხი დგას ისე, რომ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი რესურსი უნდა  ორიენტირდეს პაციენტის მდგომარეობასთან თანაზომადად და ის უნდა იყოს უშუალოდ DRG პროგრამის შესაბამისი და ყველა არაპირდაპირი დანახარჯი უნდა იყოს კარგად მოზომილი.


მან ასევე აღნიშნა, რომ გარდამავალ და რეფორმების პირობებში. ჯანდაცვის სისტემის დიდი პოტენციალი გადავიდა  კერძო მფლობელობაში, სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის და პროპორცია შეიცვალა და დაახლოებით 10/90 -ზეა.


მისივე თქმით, კერძო კლინიკების შემთხვევაში სახელმწიფოსთან თანამშრომლობის ფორმა სახელმწიფო რესურსების ათვისების გზაზე უნდა იყოს პარიტეტზე და მაქსიმალურ ხარისხზე ორიენტირებული.


“ამიტომ, როდესაც საქართველოს მოსახლეობა შეადგენს 3 765 000 მოსახლეს ასევე სახელმწიფოს პატრონაჟის ქვეშ არის  ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები, რომელთაც  ჯანმრთელობის კუთხით ჩვენ 100% იან დახმარებას ვუწევთ, კლინიკათა მიერ შედგენილი ტარიფი უნდა აბალანსებდეს ერთმანეთს. საწოლფონდი, არსებული რესურსი და დანახარჯები უნდა იყოს თანაზომადი, ამიტომ დადგა საკითხი თუ როგორ მოხდეს ამ რესურსის ისე ფოკუსირება, რომ სახელმწიფოს მონაწილეობით პაციენტმა მიიღოს მაღალი ხარისხის სამედიცინო დახმარება და შემცირდეს ჯიბის დანახარჯი, იქნება ეს წამლით უზრუნველყოფა, ჰოსპიტალური დახმარება თუ პროფილაქტიკა. ეს მთელი პოტენციალი უნდა ფოკუსირდეს  ერთი ადამიანის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად.



მოხდა მეცნიერული შეჯერება, რომ მოხდეს გამორჩევა და ამ  პროგრამაში  მონაწილეობის სელექტიური კონტრაქტირება, აღმოჩნდა, რომ დაახლოებით 300 სამედიცინო  დაწესებულებაში სრულდება ეს პროგრამები და  დაისვა საკითხი თუ როგორ  მოხდეს ისე, რომ თავისუფალ  ბაზარს  ხელი  არ  შეეშალოს ოპერირებისთვის,  მაგრამ სახელმწიფო პროგრამები განხორციელდეს კონცენტრირებულად იმ დაწესებულებებში რომლებიც ამას პაციენტზე ორიენტირებულად მაღალ ხარისხში და რესურსის  გათვალისწინებით შეასრულებენ. 


აქ ჩვენ მკვეთრი ნაბიჯების  გადადგმას არ ვაპირებთ, ეს იქნება ინდივიდუალურად ავტორიზაცია აკრედიტაციის  ჩათვლით, გაწეული სამუშაოს  შეფასებით,  შენიშვნების გათვალისწინებით, პერსპექტივის  დანახვით და  ეს ყველაფერი ნელ-ნელა უნდა მოვიდეს  შესაბამისობაში. აქ  ჩქარი რადიკალური ნაბიჯები არ იქნება და ეს ყოველთვის ნათლად და სწორად აღსაქმელი იქნება ბაზარზე ახალი მოთამაშის და ახალი ოპერატორისთვის, მაგალითად თუ გაჩნდა ახალი რესურსი, რომელსაც  უნდა  საქართველოში ჯანმრთელობის  სფეროში ოპერირების დაწყება ან კლინიკის აშენება ან ახალი სერვისების  შეთავაზება, მან  უნდა იცოდეს თუ რა  დონეზეა დღეს  ბაზარი გაჯერებული. რათა მან რესურსები ტყუილად არ გაწიოს. ეს ყველაფერი კეთდება ფინანსების  ყაირათიანი და სწორი  ხარჯვით და სახელმწიფო  რესურსების სწორი  გამოყენებისთვის და კოეფიციენტის  მაღალ დონეზე აყვანისთვის“, - განაცხადა კახაძემ.


კახაძემ ასევე აღნიშნა ისიც, რომ მიუხედავად  მწირი  რესურსებისა,  სახელმწიფომ მაქსიმალურად უზრუნველყო ვირუსთან ბრძოლის მატერიალური დანახარჯი და ასევე  პანდემიამ გამოაჩინა ისიც, რომ საწოლფონდი რომელიც  უშუალოდ სახელმწიფოს განკარგვაში არ იყო და  კერძო  სექტორის  განსაკარგავი იყო მათთან მოიძებნა საერთო ენა.


ინფორმაციისთვის, რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის ასოციაციის წევრმა 100-მა კლინიკამ ზურაბ აზარაშვილს ღია წერილით მიმართა. წერილში საუბარია ტარიფების ინდექსაციის საკითხზე, რასაც, ხელმომწერების განცხადებით, კლინიკების ფინანსური მდგრადობა და წარმატებული ფუნქციონირება ემყარება. წერილის ავტორები ამბობენ, რომ თუ ტარიფების ინდექსაცია არ მოხდება, ეს კლინიკებისთვის დიდი ფინანსური დარტყმა იქნება.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up